RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამი პუნქტის შემცვლი დეკლარაცია ხელმოწერილია. რა იქნება შემდეგ?

30.01.2009  |  16:27

4/9/6/1496.jpegსაზოგადოების წარმომადგენლებთან ძირითად საკითხზე შეთანხმების შემდეგ, ქართულმა ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რას მოითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან: მიხეილ სააკაშვილის გადადგომას; ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, სათანადო პირობების შექმნას.

"მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხუთი წლის განმავლობაში უკანონობასა და ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობით ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ჩვენი საერთო შეფასებით, ამ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი მომდევნო დღე ახალ პრობლემებს უქმნის ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს. შექმნილ ვითარებაში საქართველოს თითოეული მოქალაქის პატრიოტული ვალია ყველაფერი გააკეთოს უმოკლეს ვადაში ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შესაცვლელად", - ნათქვამია დოკუმენტში.

მისი ავტორები თვლიან, რომ შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია, ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფისათვის, მისი გაერთიანებისათვის და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის შექმნისათვის მიიღონ გადაუდებელი და გადამწყვეტი ზომები.

როგორი უნდა იყოს ეს ზომები და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია, ამ სამი მიზნის მისაღწევად - დეკლარაციაში დაზუსტებული არ არის. კონკრეტულ მოქმედებებზე, კონკრეტულ განცხადებებს ოპოზიციის ლიდერები არ აკეთებენ.

საზოგადოებას ამცნეს, რომ ოპოზიცია მოითხოვს სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს, შესაბამისი პირობებით და ჯერ-ჯერობით სულ ესაა...

დეკლარაციას ხელი მოაწერეს 17 პარტიის წარმომადგენლებმა: „ახალი მემარჯვენეები", „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"(ის შექმნა და მეთაურობს ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე), კონსერვატორებმა, მოძრაობამ „ერთიანი საქართველოსთვის"(ლიდერი-ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მწვანეთა პარტიამ, რესპუბლიკელებმა, „საქართველოს გზამ","ტრადიციონალისტთა კავშირმა"," ქალთა პარტიამ","ხალხის პარტიამ", „თავისუფლებამ" და სხვა, ასევე ცნობილმა ოპოზიციონერმა, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დებმა და 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ქართულმა აკადემიამ", რომელიც დააარსეს მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებმა.

დეკლარაციის ავტორებს სოლიდარობა გამოუცხადა, გაეროში საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. რომელმაც, მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა და დაპირდა, რომ ამას მხოლოდ ყველა ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი ერთი მთავარი იდეის გარშემო ერთიანდებიან: ქვეყანას სჭირდება სააკაშვილის სასწრაფო გადადგომა და თუ რა გზით აპირებენ ამის მიღწევას, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

კათდება საერთო განცხადებები იმის შესახებ, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე იმოქმედებენ შეუპოვრად და უკომპრომისოდ და არ გამორიცხავენ ბრძოლის ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებას, მათ შორის საპროტესტო აქციებს, იმპიჩმენტის გამოცხადებას და ა.შ.

ამავე დროს, როგორც „ახალი მემარჯვენეების"ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები აღარანაირ ხელოვნურ გაერთიანებებს აღარ შექმნიან.

მისი სიტყვებით, ხელოვნურმა გაერთიანებებმა, რომლებშიც განსხვავებული პლათფორმებისა და პოლიტიკური შეხედულერბების მქონე პარტიები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდნენ, კარგი არაფერი მოიტანეს. მაგრამ ოპოზიცია, გამყრელიძის სიტყვებით, საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ამიტომ, ახალმა მემარჯვენეებმა გადაწყვიტეს, ჯერ-ჯერობით ალიანსი, მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებებით მათთან ახლოს მყოფ რესპუბლიკელებთან შექმნან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100