RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი კარგად დავიწყებულ ძველს მიუბრუნდა

02.02.2009  |  10:26

5/0/2/1502.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ არიან წასულები, სამშობლოში დაბრუნებისკენ და ქვეყნის აღმშებელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

ამასთან, მისი სიტყვებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ჯერჯერობით მოსალოდნელი არაა. ანუ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოს იმ მასშტაბით არ შეხებია, როგორც სხვა ქვეყნებს. რაც სამშობლოში დაბრუნების საფუძველია. (და გაუგებარი დარჩა: თუკი ყველაფერი ასე ცუდად არ არის, მაშინ რაღაა ასაღორძინებელი?)

ეს განცხადება პრეზიდენტმა 27 იანვარს, ბათუმში „ТВС-ბანკის" აჭარის რეგიონალური ფილიალის გახსნაზე გააკეთა.

სააკაშვილის ამ განცხადებამ ეკონომიკის ქართველი ექსპერტების გაოცება გამოიწვია. ქვეყანაში ხომ უკვე 10 წელია უმუშევრობაა. სიღარიბესთან ბრძოლისა და თანამოქალაქეთა დასაქმების პრობლემის მოგვერების ლოზუნგებით მიმდინარეობდა სააკაშვილის 2008 წლის მთელი საარჩევნო კამპანია. მაშინვე ჩამოყალიბდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამაც და როგორც კი უმუშევერთა რეგიტრაცია დაიწყო, ხალხის მასამ ლამის დაანგრია ის საგამოფენო დარბაზი, სადაც აღწერა მიმდინარეობდა.

რამდენიმე ათასი ადამიანი ნამდვილად დასაქმდა. ერთი უბედურებაა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მათი უმრავლესობა გაათავისუფლეს, თავად პროგრამის შესახებ კი, ინაუგურაციის შემდეგ დაივიწყეს.

რისი შეთავაზება შეუძლია პრეზიდენტს მათთვის, ვინც დაუგდებს ყურს მის მოწოდებას?

როგორც რადიოსადგურ „კომერსანტის" ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა ირაკლი შავიშვილმა განაცხადა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი დარჩება უმუშევრად და ამ პირობებში ქვეყანა მზად არაა, რომ დასაქმების პრეტენდენტების ახალი ტალღა მიიღოს.

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განცხადებით, ამ კვირაში ქვეყნის გაერთიანებული პროფკავშირები გამოვიდნენ წინადადებით, რომ შექმნან მასობრივი შემცირებების პრევენციის (წინასწარ გაფრთხილების) ინსტიტუტი. გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის სიტყვებით, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბანკო და სამშენებლო სფეროებში დასაქმებულები, ასევე მცირე საწარმოების თანამშრომლები, სულ 35 ათასი კაცი - ქუჩაში დარჩა.

სახვათა შორის, ყოველკვირეული გაზეთის „კვირის პალიტრას" გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებიდან, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად უმუშევრობის ეშინიათ ანუ, რესპოდენტების 43%-მა განაცხადა, რომ ზუსტად ესაა ყველაზე საშინელი საფრთხე. თავისი მნიშვნელობით მას მოყვება საკვები პროდუქტების გაძვირება და შემდეგ - ეროვნული ვალუტის (ლარის) გაუფასურება.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ თითქმის ასეთივე სოციალური უბედურებები - უმუშევრობა, დაბალი პენსიები და ინფლაცია - დაასახელა ქვეყნის მოსახლეობამ პასუხად კითხვაზე - რას თვლიან ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე დიდ წარუმატებლობად. ეს უკვე სოციოლოგიური გამოკვლევების ცენტრის „ინტერპერს - Research"-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით.

ახლა კი იმის შესახებ, მოუნდებათ თუ არა თანამემამულეებს პრეზიდენტის მოწოდებაზე გამოხმაურება. რა არის ამის წინაპირობა და „კონტრწინაპირობა"?

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ავანდილ სულაბერიძის ინფორმაციით, გასულ წელს იმ ოჯახების სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა, რომელთა წევრებიც საზღვარგარეთ მუშაობდნენ. შედეგები ასეთია: 75% სამშობლოში დაბრუნებას უახლოესი 5 წლის განმავლობაში არ აპირებს. პირიქით, როგორც ახლობლებმა აღიარეს, ისინი თავად აპირებენ სხვა სახელმწიფოებში გამგზავრებას, რომ იქ სამუშაოდ დარჩნენ. როგორც Washington Profile-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით «Новости-Армения» იტყობინება, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაცია ასე გამოიყურება: მოლდოვადან წასასვლელად მზად არის მოსახლეობის 34 %, აზერბაიჯანიდან - 28 %, საქართველოდან - 26 %.

პრეზიდენტის მოწოდებას თითქმის მთელი ოპოზიცია უკიდურესად სკეპტიკურად შეხვდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100