RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კაბინეტს კვლავ ცვლიან, საქართველოს საშველი კი არ ჩანს

03.02.2009  |  10:00

5/1/7/1517.jpegსაქართველოს ხელისუფლებაში მორიგი დანიშვნები და გადაადგილებებია. 30 იანვრის საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დეპუტატებს ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურა წარუდგინა - ნიკა გილაური. ის თვეზე მეტი ხანია, ითავსებდა ფინანსთა მინისტრისა და პრემიერის ვალდებულებების შესრულებას.

ამას გარდა, პრეზიდენტმა პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა, ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების კანონპროექტი. შეიქმნება ორი ახალი სამინისტრო - ინფრასტრუქტურის და სადამსჯელო. კაბინეტის შეცვლილ შემადგენლობას დღეს სხდომაზე, პარლამენტის ბიურო გადახედავს.

საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ გილაურის სასარგებლოდ ხმას არ მისცემს. თუმცა, მისი დანიშვნისთვის პრეზიდენტის მხარდამჭერი უმრავლესობის ხმებიც საკმარისია.

ხელისუფლების გადალაგების ვერსია, ქართულ მასმედიაში უკვე იანვრის დასაწყისიდან განიხილებოდა. მანამდე, დეკემბრის ბოლოს, გაზეთმა „ალიამ" გამოაქვეყნამ, რომ: სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ მგალობლიშვილს დაარტყა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი ესროლა. ინციდენტის მოტივები არ იყო დასახელებული. თუმცა ჟურნალისტები, თავიანთი წყაროს მითითებით ამტკიცებდნენ, რომ: პრემიერმა გადადგომაზე დაწერა განცხადება, მაგრამ არ დააკამაყოფილეს. რასაც თითქოს და მგალობლიშვილის მუქარა მოჰყვა, რომ თუ კი გადადგომის განცხადებას არ დაადებდნენ რეზოლუციას, ის პრეზიდენტთან დავის დეტალებს გაახმაურებდა... თანაც- უმალ, ავადაც გახდა.

მას შემდეგ, ანუ ვიმეორებთ, დეკემბრის ბოლოს შემდეგ, 35 წლის პრემიერმა ვერ შეძლო ავადმყოფობასთან გამკლავება.

5 იანვარს, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ მგალობლიშვილი გერმანიაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სადაც მას კომპლექსური სამედიცინო კვლევა უტარდებოდა. გადატვირთვის გამო პრემიერს გამოუვლინდა თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. იანვრის შუა რიცხვებში პრემიერი დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ოპოზიციამ და ქართულმა მასმედიამ იწინასწარმეტყველეს: თებერვალში მგალობლიშვილი გადადგება და მის ადგილს ამბიციური ნიკა გილაური დაიკავებს.

ბოლო წუთამდე, 30 იანვრამდე, როდესაც მგალობლიშვილმა თავისი გადადგომის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი პრემიერის შეცვლას ჭორს უწოდებდა. მან წინა კვირას განაცხადა ტელე-ეთერში, რომ არ აპირებდა პრემიერის შეცვლას. ახლა კი, უკვე ახალი კანდიდატის წარდგენაც კი მოასწრო.

გაზეთმა „ალიამ" ირონიით აღნიშნა, რომ ახალდანიშნული „ნიკა გილაური ჯერჯერობით ჯანმრთელობას არ უჩივის და მას დისკოთეკებზე ცეკვაც უყვარს." ამასთანავე საინფრომაციო სააგენტოს ცნობით, ის უკვე რამოდენიმე თვეში შეიძლება შეიცვალოს, ახლანდელი სპიკერით დავით ბაქრაძით. რომელმაც, სხვათა შორის, იანვრის ნახევარი საავადმყოფოში გაატარა.

როგორც ჩანს, ოპოზიციონერებისთვისაც რთულია სარკაზმისგან თავის შეკავება. Day.az-ის ცნობით, ახალ მემარჯვენეთა ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში მგალობლიშვილის გადადგომის კომენტირებისას, მთავრობის წარმომადგენლებს სერიოზული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ურჩევს - მათი თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, ზედმეტი ლაპარაკის თავიდან აცილების მიზნით.

არ იქნება უადგილო, რომ მოვიყვანოთ მგალობლიშვილის სიტყვები, რომლებიც მან ნახსენებ ბრიფინგზე წარმოთქვა: „ექიმები ამტკიცებენ, რომ მე ორთვიანი მკურნალობა მჭირდება. ბუნებრივია, ახლანდელ რთულ ვითარებაში ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ პრემიერმა ვერ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ამიტომაც მე მივმართავ თხოვნით პრეზიდენტს, რომ გამათავისუფლოს დაკავებული პოსტიდან".

კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ ტელევიზია „კავკასიას" ასეთი კომენტარი მისცა: „ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო და ამავდროულად ძალიან ტრაგიკულია. იმიტომ, რომ ორი თვის წინ მგალობლიშვილმა და სააკაშვილმა საქართველოს გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს, ახლა მგალობლიშვილი წავიდა, გადარჩენილ საქართველოს კი, ვერავინ ხედავს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100