RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვის და რაში სჭირდება ქართული კონფედერაცია?

04.02.2009  |  16:49

5/3/7/1537.jpegსაქართველოში აზერბაიჯანელების ნაციონალურმა ასამბლეამ (სანა) 28 იანვარს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის შეცვლა მოითხოვა. ამის შესახებ "სანა"-ს პრეზიდენტმა დაშგინ გიულმამედოვმა განაცხადა.

"ჩვენ საქართველოს კონფედერაციის შექმნას მოვითხოვთ ქართველების, აფხაზების და ოსების სუბიექტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოებრიობა დაინგრევა", - გიულმამედოვის ციტირებას ახდენს «Interfax-Aizerbaidjan". ან, ასკვნის ის, ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი, რუსეთი და თურქეთი თავად გაატარებენ რეალურ ქმედებებს ასეთი კონფედერაციის შექმნისათვის".

გიულმამედოვის მოსაზრებით, კონფედერაციული მოწყობა ნაციონალური უმცირესობების და თავად საქართველოს ინტერესებს პასუხობს. თითქოს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ჩიხური სიტუაცია და ასეთი ვარიანტი მდგომარეობიდან გამოსავალი იქნება. პარალელურად "სანა" მომავალ კონფედერაციას სთავაზობს ორპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელშიც ქვედა პალატა ფორმირდება არჩევნების შედეგების მიხედვით, ზედა პალატა კი შედგება კონფედერაციის სუბიექტების ნაციონალური წარმომადგენლებისგან.

გიულმამედოვმა ასევე არსებითი შენიშვნა გამოთქვა: ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები არ ითხოვენ, რომ ისინი სცნონ მომავალი კონფედერაციის სუბიექტებად. ამას ასე ხსნის:

"საქართველოში აზერბაიჯანელი მოსახლეობა 17 რაიონში ცხოვრობს და ამათგან მხოლოდ ოთხში არიან კომპაქტურად დასახლებულები. ამიტომ აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილი ავტონომიური განათლების გარეშე დარჩება. ეს ჩვენს ინტერესებში არაა".

მისი სიტყვებით, ადგილობრივ აზერბაიჯანელებს მხოლოდ უნდათ, რომ მათმა ენამ მიიღოს სახელმწიფო სტატუსი და "ამის წყალობით არ იყოს დისკრიმინაცია". ეს "სანა"-ს დიდი ხნის მიზანია. ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება 2004 წლიდან ქვემო ქართლში, კახეთსა და თბილისში აზერბაიჯანული სკოლების ეტაპობრივ ლიკვიდაციას ახორციელებს. "სანა"-ს მოსაზრებით, აზერბაიჯანული ენის სახელმწიფო ენად ცნობა გამოასწორებს ამ სიტუაციას.

მანამდე კი, თითქოს, შოვინისტურად განწყობილი ქართველი ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები. "აზერბაიჯანული სკოლების ლიკვიდაციას აქვს ერთი მიზანი - მიღწიონ საქართველოდან აზერბაიჯანელების "კულტურულ დეპორტაციას", - აღნიშნა მან.

"სანამ" პირველად ენის შესახებ საკითხი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წამოსწია. მაგრამ ქართულმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანელების მოთხოვნები შეაჩერა. ანუ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.

რას აკეთებს აზერბაიჯანი? რა დამოკიდებულება აქვს მას საქართველოში მცხოვრები თანამემამულეებისადმი?

აქ აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ოფიციალური ბაქოს პოზიცია, რომელიც ამჯობინებს, ჯერ არ დაუსვას საქართველოს "ნაციონალური სახის შეკითხვები". ერთი სიტყვით, ეს პოზიცია შეიძლება გამოიხატოს ანდაზით "ალუბალიც ჭამოს და კურკამაც არ დაახრჩოს". რატომ?

საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანს მუდამ ჰქონდა საქართველოს ახლო მეგობარი ქვეყნის პოზიცია.მათი მჭიდრო ურთიერთობები აგვისტოს მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. შეგახსენებთ, ბაქოსთვის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა - მტკივნეულად ახლობელია. ბოლო რამდენიმე წელია, არ ფარავენ თავის კატეგორიულ სურვილებს, რომ ძალისმიერი გზით გადაწყვიტონ ყარაბახის კონფლიქტი და აღფრთოვანებით შეხვდნენ ქართული არმიის მიერ ცხინვალზე განხორციელებულ შეტევას. მომენტალურად მოყვა ამას ასეთი სახის განცხადებები:"გაყინული" კონფლიქტები შეიძლება გადაიჭრას ძალის გამოყენებით, და არა დაუსრულებელი მოლაპარაკებებით შედეგების გარეშე. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგების ერთ-ერთი ბურჯი ვაფა გულუზადე წინასწარმეტყველური განცხადებით გამოვიდა:

"ჩემი წინასწარმეტყველებები ხდება: მოსკოვი დატოვებს ამ რეგიონს, და სამუდამოდ. ის იმასაც ვერ ახერხებს, რომ დაიცვას თავისი გამოკვებილი - სამხრეთოსეთელი სეპარატისტები. საქართველომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სწორი პოზიცია დაიკავა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100