RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუხაძე სიტყვით ამათრახებს, ხალვაში კი - ფილმით

05.02.2009  |  09:51

5/4/5/1545.jpegროგორც ადგილობრივი მასმედია იტყობინება, ირაკლი რუხაძემ - ოლიგარქის, საპრეზიდენტო კანდიდატის, აქ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი პარტნიორმა - სახელმწიფოს მხრიდან ტერორის შესახებ განაცხადა.

„ჩემგან ითხოვდნენ ნინო გუდავაძის (ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ) დარწმუნებას, რომ გადაეცა ჯოზეფ ქეისთვის თავისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე გადაეცა კომპანია „ბორჯომი" „ვიმ-ბილ-დანის" ხემძღვანელისთვის დავით იაკობაშვილისთვის",- განაცხადა რუხაძემ.

მან დაჟინებული მთხოვნელების სახელებიც დაასახელა: ქალაქის მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. „საუბარი მერის კაბინეტში შედგა, თუმცა მე ძირითადად თავდაცვის მინისტრი მესაუბრებოდა",- ამტკიცებს ირაკლი რუხაძე, რომელიც, მისი თქმით, ახლა ლონდონში იმყოფება.

საინფორმაციო სააგენტო GHN იტყობინება, რომ ეს რუხაძის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მისი მერსედესის მარკის ავტომანქანა აფეთქდა თბილისში შარდენის ქუჩაზე, სასტუმრო „მეიდან პალასის" წინ 2008 წლის 24 ინისს.

ისტორია პატარკაციშვილის აქტივებსა და მის მფლობელობაში მყოფ ტელეკომპანია „იმედზე" - ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანია. შარშანდელი ნოემბრის აქციების დროს ოპოზიცია ითხოვდა ტელეკომპანიის დაბრუნებას მისი კანონიერი მფლობელებისთვის - პატარკაციშვილის ოჯახისთვის. ამავე მოთხოვის წამოყენებას აპირებს ოპოზიცია გაზაფხულზე დაგეგმილი აქციების დროსაც.

2007 წლის ბოლოს „იმედი" სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დაირბა, თურმე მფლობელს არ ჰქონდა ანტისახელისუფლებო განცხადებების კეთების უფლება. ტელეკომპანიას მხოლოდ 2008 წლის მაისის ბოლოს მისცეს მაუწყებლობის უფლება, ესეც დასავლეთის დაჟინებული თხოვნის გამო მოხდა. თუმცა ის ახლა ოპოზიციური კი არა, გასართობია. მთავრობა თემატიკის შეცვლას ახალი მმართველის სურვილით ხსნის.

საქმე ისაა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ტელეკომპანიაზე თავისი უფლებები წამოაყენა მისმა ნახევარძმამ, აშშ-ს მოქალაქემ ჯოზეფ ქეიმ ( იოსებ კაკალაშვილი ). მან წამოაყენა დოკუმენტები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს ტელეკომპანიის ქონებისა და აქციების მასზე გადაფორმებას. ოჯახის წევრებმა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯოზეფ ქეი თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში დაადანაშაულეს. მათი აზრით, ის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებდა, რომელიც დაინტერესებულია იმაში, რომ ტელეარხს ოპოზიციური მმართველები ჩამოაშორონ.

2008 წლის ნოემბერში პატარკაციშვილის ქვრივმა ნინო გუდავაძემ სააკაშვილს ღია წერილი მიწერა ტელეკომპანიის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით. იმის ხაზგასმით,რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, მაგრამ მას ესმის: მოცემულ სიტუაციასთან შეუძლებელია პრეზიდენტის ჩარევის გარეშე გამკლავება.

ის ახლაც დუმილს ინარჩუნებს. რუხაძის გულახდილობა კი მხოლოდ ამტკიცებს ოპოზიციის ვერსიას: მთავრობა, თავისი ინტერესების თანახმად, აპირებს „იმედის" და სხვა კომპანიების აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც პატარკაციშვილს ეკუთვნის.

ამასობაში კიდევ ერთი ისტორია გაგრძელდა. 30 იანვარს სახლახო დამცველი ოფისში ფილმის „შურისძიების კოდექსი" პრეზენტაცია გაკეთდა, ის ეხება ქიბარ ხალვაშის დევნას - თადვაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის და ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორისა. ფილმის ავტორი ვახტანგ კომახიძე ფილმში დოკუმენტურ ჩანაწერებს იყენებს: როგორ დალუწეს ხალვაშის ოფისი, როგორ დევნიდნენ მის ნათესავებსა და მეგობრებს.

აღვნიშნავთ, რომ იანვრის შუა რიცხვებში ხალვაშმა გერმანიის პოლიტემიგრანტის სტატუსი მიიღო.

ფილმში ის ყვება, რომ სხვა, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მას ურჩევდა ოქრუაშვილთან დაკავშირებას და მისთვის იმის რჩევას, რომ უარი ეთქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და სკანდალურ ბრალდებებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100