მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
სააკაშვილის გუნდს კიდევ ერთი დიპლომატი გამოაკლდა
06.02.2009 | 15:10ეუთოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ, 4 თებერვალს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. სააკაშვილის გუნდი გაღატაკებას განაგრძობს, ხოლო კარგი პროფესიული გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ინტელექტუალები ოპოზიციონერთა რიგებს ავსებენ.
ისევე როგორც მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა, გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ, დოლიძემაც პირობა დადო მომდევნო კვირის დასაწყისში, თბილისსში დაბრუნებისთანავე, მოყვეს იმ მოტივებზე, რომლებმაც უბიძგა ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ.
დოლიძის მიერ სახელმწიფო სამსახურზე უარის თქმა - პრინციპში მოსალოდნელი იყო. ქართული მედია, იანვრის დასაწყისიდანვე წერდა, რომ დოლიძე დატოვებს დიპლომატიურ სამსახურს და სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგის - ალასანიას გუნდში გადავა, ამ ყველაფერს კი მხოლოდ დღეები დასჭირდება.
ამასობაში, ქართული საგარეო პოლიტიკის უწყებისათვის, დოლიძის წასვლა მაინც არასასიამოვნო მოულოდნელობა გახდა. როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე არ მალავს სინანულს: "მე ვცდილობდი გადამეფიქრებინა გადადგომა ვიქტორ დოლიძისათვის, მაგრამ ამაოდ. ის, ამის შესახებ შუამდგომლობას მთხოვდა პრეზიდენტთან. ჩვენ მშვენივრად ვმუშაობდით ერთად, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი", - ციტირებას აკეთებს სააგენტო Day.az.
საგარეო საქმეთა მინისტრის გულწრფელობამ ნებით თუ უნებლიედ გაიჟღერა არა სააკაშვილის სასარგებლოდ. რადგანაც, სულ ახლახანს, 23 იანვარს, ხალხისადმი პირდაპირი ტელე ეთერით მიმართვისას მან განაცხადა: "ჩემმა ყოფილმა თანამოაზრეებმა თავისი ნების გარეშე დატოვეს თანამდებობები. "არც ერთი ყოფილი თანამოაზრე არ წასულა თანამდებობიდან თავისი ნებით. ისინი ყველანი გათავისუფლებულნი იყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან". მაშინ, პრეზიდენტისგან პირდაპირ ეთერში ასეთ ღია ტყუილზე, მრავალრიცხოვანი ოპოზიციონერებიდან, მხოლოდ ერთმა მოახდინა რეაგირება, სწორედ ყოფილმა თამაოაზრემ, პარლამენტის ექს-სპიკერმა, ამჯამად პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. "პრეზიდენტს დაავიწყდა კონსტიტუცია და არ ახსოვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის მეთაურია, მას არ აქვს უფლება მოხსნას თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
დანარჩენმა "ყოფილებმა" არ ჩათვალეს საჭიროდ გაემახვილებინათ საზოგადოების ყურადღება - მათი აზრით, როგორც ჩანს, - ქვეყნის მეთაურის არც თუ ისე აღმაშფოთებელ ტყუილზე. ყველანი ისინი, მათ შორის ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გაეროში ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია, უბრალოდ უფრო მეტად დაჟინებით განაგრძობდნენ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას.
დოლიძის წასვლა კი მორიგი დარტყმა გახდა, ხელისუფლების დასუსტებული პოზიციისათვის. საგარეო საქმეთა მინისტრის ზემოთ ნახსენები კომენტარის შემდეგ, პრეზიდენტი უკვე ვეღარ შეძლებს ამტკიცოს, რომ დოლიძეც მან გადააყენა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info