RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მიტინგების სეზონი პროფკავშირებმა გახსნეს

06.02.2009  |  15:19

5/6/9/1569.jpegპარლამენტის წინ მდებარე მოედანს დიდხანს არ მოუწია აქციებისა და მიტინგების ლოდინი. პროტესტების ტალღას ოპოზიცია და პოლიტოლოგები გაზაფხულისთვის გვპირდებიან. თუმცა მიტინგების სეზონი უკვე ზამთრის ბოლო თვეში გაიხსნა. 3 თებერვალს ქვეყნის პროფკავშირების გაერთიანებამ თავისი მომხრეები მოედანზე გამოიყვანა.

გაერთიანების ლიდერები ხალხის სახურებისგან ითხოვდნენ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

აქტივისტები აქვე, მოედანზე, სთავაზობდნენ საქართველოს მოქალაქეებს მათი მხარდაჭერის გამოხატვას. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისვლა მაგიდასთან, რომელიც პარლამენტის ოლიმპთან მიმავალ კიბესთან იდგა, და ხელი მოეწერა მიმართვაზე.

პოლიტიკური მიმართვებისგან აქციის მონაწილეებმა თავი შეიკავეს. თუმცა, როგორც ქართული ინტერნეტ-რესურსები გაზეთ "ვერსიაზე" მითითებით იტყობინებიან, გაერთიანების თავმჯდომარემ განაცხადა: პროფკავშირები, თუკი არ მოისმენენ და არ დააკმაყოფილებენ მათ ინიციატივას, არ მოერიდებიან პოლიტიკურ მოთხოვნებსაც კი. მან აღნიშნა, რომ "სოლიდარობის რვეულში" ხელი მოაწერა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა. მან მოთხოვნათა არსიც ახსნა.

"ოთხი დღის წინ ჩვენი წინადადება შევთავაზეთ პარლამენტს, ეს ეხებოდა შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. რადგანაც სახელმწიფო ბიუჯეტი, მთავრობის თქმით, 250 მილიონით გაიზარდა, შეიძლება გამოინახოს 115 მილიონი, რათა დახმარება გადაუხადონ უმუშევრებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს არსებობის მინიმალური სახსრები მაინც ჰქონდეთ,"- ციტირებას ახდენს nregion.

მთლიანობაში კი, როგორც ქართული მასმედია იტყობინება, პროფკავშირები ითხოვენ უმუშევართათვის დახმარების გამოყოფას, სანსახურიდან გათავისუფლებუი ხალხისთვის კომპენსაციის გაზრდას, სადეკრეტო შვებულების გადასახადის გაზრდას და ზომებს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის ყველასათვის. სხვათა შორის, ამ წელს გაუქმებულია ჯანდაცვის სფეროი არსებული ყველა ლგოტა, რომლებიც გამოყოფილი იყო სოციალურად დაუცველი პირებისთვის.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა აქცია უჩვეულოდ დაასრულეს: რითმულად ურტყამდნენ კოვზებს რკინის თეფშებს და სკანდირებდნენ: "გვშია!"

თუკი დავუჯერებთ გაზეთ "რეზონანსს", "პარლამენტმა გადახედა პროფკავშირების წინადადებას და განსახილველად გააგზავნა შესაბამის კომიტეტებში". მაგრამ როდის მივა, სართოდ თუ მივა, საქმე კანონმდებლობაში ცვლილელების შეტანამდე, ჯერჯერობით უცნობია. მისი ინიციატორები კი იმისთვის ტეხენ განგაშს, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული სიტუაციაა და არაფრით არ შეიძლება ფეხის ათრევა.

ახალი შრომის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის მაისში მიიღო. იგნორირება გაუკეთა პროფკავშირების მრავალრიცხოვან პროტესტებს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისაც, მათ შორის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისას. ისინი არ იყვნენ ამ კანონის ბევრი მუხლით კმაყოფილები.

ერთი წლის წინ კი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკომისიამ საქართველოს მოუწოდა გადაეხედა შრომითი კოდექსის ვითარებისთვის, რომელიც ძირითად სტანდარტებს არღვევდა: გაერთიანებებში მომუშავეთა უფლებებზე და მათ უფლებაზე ეწარმოებინათ კოლექტიური მოლაპარაკებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაემუქრება სავაჭრო პრეფერენციებიდან გარიცხვა.

სხვათა შორის, ხსენებული სანქციები არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ანალოგიური მიზეზით, გამოიყენეს ბელარუსიის მისამართით. საქართველოს ეკონომიკა შეიძლება უფრო მეტად დაზიანდეს - ევროკავშირის ქვეყნების წილი მის სავაჭრო ბალანსში ხომ გაცილებით მაღალია. და კიდევ. ევროკომისიის ულტიმატუმის ვადა ამ წელს იწურება.

ამ დღეებში პრემიერობის კანდიდატმა ნიკა გილაურმა განაცხადა: "საქართველოს სახელმწიფო პროგრამის სოციალური პოლიტიკის დარგში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100