მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
საბერძნეთი მშვიდობისმყოფლის როლში. დამაინტრიგებელი ვიზიტი
10.02.2009 | 16:59ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია აპიერბს საქართველოსთან ერთად განიხილოს რეგიონის დანკვირვებელთა ახალი მანდატის პროექტი. ამ მიზნით თბილისში 12 თებერვალს ჩაფრინდება ამ ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანი.
"ვიზიტის ჩარჩოებში იგეგმება მინისტრის შეხვედრები პოლიტიკურ და სამთავრობო ხელმძღვანელობასთან. ასევე დაგეგმილია საქართველოში ეუთოს შტაბ-ბინის მონახულება".- გვატყობინებს იტარ-ტასსი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გეორგიოს კუმუტასკოს ინფარმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, დორა ბაკოიანი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე მიიღებს ინფორმაციას, ასევე წარმოადგენს საბერძნეთის კონკრეტულ წინადადებებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ "ეუთოს დასწრების გაგრძელება რეგიონში".
ამჟამად ეუთოს მისია საქართველოში, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობის 16 წლისთავი აღნიშნა დეკემბერში ( სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), მანდატის შეწყვეტასთან დაკვაშირებით იმყოფება გაუქმების რეჟიმში. საქმე იმაშია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, მოსკოვში დაჟინებით მოითხოვენ ეუთოს დამოუკიდებელი მისიის შექმნას ცხინვალში, რის გამოც უკვე ორჯერ დაედო ვეტო მანდატის გაგრძლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით ახლანდელი მანდატი არ შეესაბამება ახალ რეალიებს. თანაც მორე ვეტოს დადება, ეუთოში საბერძნეთის თავმჯდომარეობისას მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პოსტის დაკავებისთანავე საბერძნეთმა უმალ გადაწყვიტა სიტუაციის საკუთარ ხელში აღება. თუმცა ამ კეთილშობილური სწრაფვისგან არაფერი კარგი არ გამოვიდა: უკანასკნელი იანვრის შეხვედრა ვენაში ურეზულტატოდ დასრულდა. დორა ბაკოიანის მომხიბლავმა ღიმილმაც კი, ვერ შესძლო რუსეთისა და საქართველოს თანხმობამდე მიყვანა.
ამის და მიუხედავად, ისტორია ამით არ დასრულებულა. მუდმივი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ დამაინტრიგებლად აღნიშნა:"მათ (ანუ ეუთოს) საინტერესო წინადადებები აქვთ".
ახლა თბილისში სწორედ ამ "საინტერესო წინადადებებს" ელოდებიან. რაში შეიძლება გამოიხატებოდეს მათი მომხიბლაობა ქართული მხარისთვის? წავა ისევ საუბარი "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" დოქტრინის მხარდასაჭერად? ეს პოზიცია ხომ უკვე გაჟღერებული იქნა ვენაში, ეუთოს მანდატის გაგრძელების "მეორე მცდელობის" წინ, მაგრამ პრობლემა ვერ გადაიჭრა.
"ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენთვის ფუნდამენტალური პრინციპია. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით მანდატის იმგვარ ფორმულირებას, რომელიც დაარღვევს ამ ამოსავალ პრინციპს".- აღნიშნავდა მაშინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის დარგში- თემურ იაკობაშვილი.
რას მოიტანს დორა ბაკოიანის ვიზიტი თბილისში? შესაძლო ვარიანტებია.
თუ კი, ეუთო ისევ თბილსის ნებას გაჰყვება და პრაქტიკულად არ შეცვლის, მოსკოვის აზრით მოძველებული მანდატის ფორმატს, სავარაუდოა, რომ ისევ განმეორდება წინა ორი შეხვედრის სცენარი, ფინალში რუსეთის ვეტოთი.
ან და დორა ბაკოიანი შეეცდება ოფიციალური თბილისი დაარწმუნოს, რომ ისინი პირადად არიან დაინტერესებულნი მისიის შენარჩუნებაში და ამის გამო, მოუწევთ რუსეთის აზრისათვის ანგარიშის გაწევა? საკუთარი ნიუანსები ამ მიდგომასაც სჭირდება.
შესაძლოა გამოცანის პასუხი დორა ბაკოიანის ცოტა ხნის წინანდელ გამნათქვამში იმალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას წარმოთქვა:" ჩვენი წინადადებები არ შეეხება არცერთი მხარის "წითელ ხაზებს", მაგრამ სვალდებულოა ეუთოს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა".- ციტირებას ახდნს საინფორმაციო სააგენტო Trend.
ლავროვმა თავის მხრივ აღნიშნა:"ის წინადადებები, რომლების ფორმულირებასაც ახლა ახდენს ბერძნული წარმომადგენლობა, რელისტურია მიმართულებისაა და ითვალისწინებს შექმნილ სიტუაციას, როგორგც ის განვითარდა დე-ფაქტო და დე-იურე".
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info