RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პრემიერის გადაწყვეილებით ჩინოვნიკები ქამრებს მოიჭერენ

11.02.2009  |  11:26

6/0/9/1609.jpegქვეყნის სიღარიბისგან დასახსნელად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გადაწყვიტა, ჩინოვნიკების მადა მოთოკოს. პირველივე სამუშაო დღეს, მან ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს თანამდებობის პირების ადმინისტრაციული ხარჯების ჩამოჭრა დაავალა.

„საუბარია ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე - საწვავისთვის, ავტომანქანებისა და მივლინებებისთვის". - გილაურის ციტირებას ახდენს Day.az. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამის წყალობით გამოთავისუფლდება 10 მილიონი ლარი, რომლებიც იაფი კრედიტის სტიმულირებაზე დაიხარჯება.

თანახმანი არიან თუ არა ჩინოვნიკები, რომ მოიჭირონ ქამრები ეკონომიკური კრიზისის პირობებში, პრემიერს ამის გარკვევა არ დაუწყია. მან დაავალა ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს, რომ წარმოადგინოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმა."ჩემს პირველ სამუშაო დღეს, - აცხადებს ახალი ფინანსთა მინისტრი ბაინდურაშვილი, - მე მივიღე საკმაოდ რთული დავალება. სამუშაო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, რადგანაც, დოკუმენტი მთავრობას უახლოეს მომავალში უნდა წარვუდგინო".

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივას და 9 თებერვლის ბიუროს სხდომაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:" მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას. 2008 წელს პარლამენტმა თავისი ნებით სამჯერ შეამცირა საკუთარი ხარჯები და ჩვენ ამ წელიწადშიც შევძლებთ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის სოცილური დაცვის და ეკონომიკის სტიმულირების საქმეში".

რთული მისახვედრი არ არის, არცერთ ადამიანს არ გაუზიარებია პრესისათვის საკუთარი შეხედულება, ქამრების მოჭერის თაობზე. მაგრამ სხვა რამ უფრო საინტერესოა, რომც მოხერხდეს ასეთი მეთოდებით სოციალური სფეროსთვის 10 მილიონო დოლარის გამოთავისუფლება, გადაარჩენს კი, ეს საქართველოს სიღარიბისგან?

ყველა ადრინდელ რეფორმას და ცალკეულ ზომებს, რომლებიც მიმართული იყო თანამოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად, სასურველი რეზულტატი არ მოუტანია. ამას უსიტყვოდ, მაგრამ მრავლისმეტყველად ადასტურებენ ციფრები და ფაქტები, რომლებიც თავის ანგარიშებში მოჰყავთ საერთაშორისო ანალიტიკოსებს.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უკანასკნელ, ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში გატარებული რეფორმები ნეგატიურადაა შეფასებული. - აცხადებს რადიოსადგური „კომერსანტი".

მოყვანილი შეფასებების მიხედვით, საქართველო კატეგორიაში - „გლობალური კონკურენტუნარიანობა" ჩამორჩენილი ქვეყნების სიაში მოხვდა და რეიტინგში 90-ე პოზიცია დაიკავა. ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებად დასახელებული იყო: პოლიტიკური არასტაბილურობა, ინფლაციის მაღალი დონე, არაეფექტური სამთავრობო მმართველობა და შრომის რეგულირების შეზღუდვა.

ბიზნესში სირთულეების მიხედვით, საქართველო 112-ე ადგილზეა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობით კი - 111-ზე.

დამამშვიდებელი არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზიც. 2010 წლამდე საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია არ იქნება. იმავე რადიოსადგურის მტკიცებით, ქართული ეკონომიკის პერსპექტივებზე საუბრისას ასეთი განცხადება გააკეთა მასულ აბასმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ასე რომ, ხელისუფლების პრიორიტეტული პროგრამის „საქართველო - სიღარიბის გარეშე"-ს პრესპექტივა, საკმაოდ მერყევად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მოქალაქეებს, მისი რეზულტატების ლოდინი დიდხანს მოუწევთ. ისევე როგორც წინამორბედი წარუმატებელი პროგრამების შემთხვევაში.

იმავე დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქამრების მოჭერისკენ მოუწოდებდა და სოციალური ნოვაციების პერსპექტივების შესახებ საუბრობდა, ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა:"პენსიების 100 დოლარამდე გაზრდა, ამ წელიწადს არ მოხდება. გთხოვთ, აუხსნათ პენსიონერებს, რომლებიც დღემდე ელიან დაპირებულ 100 დოლარს, რა იქნება ეს თანხა იმ მომენტისთვის, როდესაც მის გაცემას დაიწყებენ"...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100