RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გახდა თუ არა გლუხოვი პიარის მსხვერპლი?

12.02.2009  |  18:57

6/3/1/1631.jpegამ კვირაში, ქართულ-რუსულ საინფორმაციო ომში მონაწილე მასმედიის მთავარ თემად კვლავ  უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრ გლუხოვის ბედი აღმოჩნდა.  ის არანაკლები სიმძაფრით მიმდინარეობს, ვიდრე აგვისტოს საომარი მოქმედებები.

ჯარისკაცი გლუხოვი კვლავ აღმოჩნდა „ხურდა ფული" რუსული, ქართული და სხვა პრესის მორიგ პროპაგანდისტულ ბრძოლაში. ახლა ისინი სწერენ მასზე  და დედამისზე. თავიდან მეგობრულად იტყობინებოდნენ, მათი შეხვედრის შესახებ. შემდეგ ერთიანად შეცვალეს საკუთარი ინფორმაცია და განაცხადეს - მათი შედხვედრა არ მოხერხდა  და  აქედან დაიწყო!...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საქართველო ალექსანდრე გლუხოვისა და  დედამისის შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულა. თბილისი ამბობს, რომ პირიქით, დამნასავეა რუსთის სარდლობა.

სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა იგორ კონაშენკოვმა, ИТАР-ТАСС-ის ინფორმაციით, ასეთი რამ განაცხადა: „საქართველოში დაკავებული უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრე გლუხოვის დედასთან შეხვედრა არ შედგა იმიტომ, რომ ქართული სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს  მისი შვილი ერედვში შეხვედრაზე, არ მიუყვანიათ".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედა-შვილის შეხვედრა არ შედგა იმიტომ, რომ რუსი სამხედროები ნებას არ რთავენ დედას, „ცხინვალიდან თბილისში შვილთან შესახევდრად წამოვიდეს".

თვით ასეთ უმნიშვნელო - სახელმწიფოებრივთან შედარებით - საკითხზეც, როგორიც ორი ახლობელი ადამიანის შეხვედრაა, რუსულ და ქართულ მხარეებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ. პირველი აცხადებს, რომ გალინა გლუხოვას თბილისში ჩამოსვლა ეშინია, ამიტომ ითხოვა შეხვედრა  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან ახლოს. თავად ალექსანდრემ ტელეკომპანია „რუსთავი -2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მას დედასთან შეხვედრა თბილისში სურს.  „ცხინვალში მე არ წავალ, რადგანაც ჩემი ჩასვლა იქ უსაფრთხო არაა", - ჯარისკაცის ციტირებას ახდენდნენ  მასობრივი ინფორმაციის  საშუალებები.

ეჭვგარეშეა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა დაკავების საშიშროება. მან ხომ თავად აღიარა, რომ ის არავის მოუტაცია, მან თვითნებურად დატოვა დისლოკაციის ადგილი ახალგორში სამსახურის ცუდი პირობებისა და ხელმძღვანელობასთან გართულებული ურთიერთობის გამო. ამ სიტუაციაში მას ემუქრება ტრიბუნალი და პატიმრობა „დეზერტირობის" ბრალდებით.

თუმცა ალექსანდრ გლუხოვის გულახდილობის მიუხედავად,  თავდაცვის სამინისრტო მაინც თავის პირველ ვერსიაზეა: რუსი სამხედრო მოსამსახურე მოიტაცეს და ძალით ჰყავთ დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე. რუსთის სამხედრო უწყების დაჟინება, რა თქმა უნდა, შეიძლება აიხსნას. თავისი მეომრის მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლიას, (რომელთანაც მართალია, ომი არ აქვს, მაგრამ ვერც  მშვიდობას დავარქმევდით), ნებისმიერი ქვეყანა არანაკლებ მტკივნეულად აღიქვამდა. ასე რომ, მოტაცების ვერსიის გამართლებისთვის, გლუხოვის დეზერტირობაზე შეიძლება თვალი დაიხუჭოს. იმის იმედად, რომ ის განაცხადებს, რომ ქართველებმა აიძულეს ტყუილი ეთქვა.

ჯერჯერობით უმცროსმა სერჟანტმა რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან" ინტერვიუში  თავისი მომავლის შესახებ გაურკვევლად განაცხადა:"მინდა, რომ ცოტა ხანს  თბილისში ვიცხოვრო, შემდეგ კი დავბრუნდე სახლში". აქედან გამომდინარე, იგი დღემდე ვერ ხვდება რა გააკეთა, ვერ გაიგო, რომ გრდემლსა და ჩაქუჩს შორის აღმოჩნდა.

ოფიციალური თბილისის პოზიციის ფორმულირება მოახდინა ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა: „ეს ნიშნავს იმას, რომ რუსმა ჯარისკაცმაც კი, ანუ ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმაც კი იცის, რომ ის სამართალს ოკუპირებულ ქვეყანაში უფრო იოლად იპოვის, ვიდრე რუსეთში".

რუსული მხარის დასკვნა - თითქოს, გლუხოვი არაადეკვატურია და გონებადაქვეითებულთა სკოლაში სწავლობდა, - ნაკლებად საინტერესოა როგორც თბილისისთვის, ისე სხვა, აბსოლუტურად ნეიტრალური დამკვირვებლებისთვისაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100