RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჩაის ყლორტი ქართველი ფერმერებისთვის

16.02.2009  |  10:15

6/5/0/1650.jpegსაქართველოს პარლამენტმა 10 თებერვალს ამბიციური ამოცანა დაისახა მიზნად - უნდა აღორძინდეს მეჩაიეობა. ჩაის წარმოება რესპუბლიკაში გასული წლის 70-იან წლებში წელიწადში 100 ათას ტონას აღწევდა. ახალა - 7500-მდე ძლივს აღწევს. თუმცა, ხარისხი, როგორც ცნობილია, რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, როდესაც ლაპარაკია ქართულ ჩაიზე.

მეჩაიეობის კამპანიის ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გეგენავა გახლდათ. ის თავადვე ჩაუდგა სათავეში რეაბილიტაციისა და დარგის განვითარების ახალ სამუშაო ჯგუფს.

„ქართული ჩაის „ დაკარგული კეთილი სახელის აღდგენა" ნამდვილად აუცილებელია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრს ახსოვს უგემური „მხნეობა" და „N.36". ქართული და ინდური ჩაის ელიტარული ჯიშები, უნდა „გეშოვნათ", ჩინური კი გაგონილიც არ ჰქონდათ.

ჟურნალისტი და კულინარი ვილიამ პოხლებკინი წერდა, რომ დიდი მოცულობის მისაღებად, მოკრეფისა და ნედლეულის გაშრობის ტექნოლოგიური ნორმების დარღვევის გამო, ქართული ჩაის ხარისხი მკვეთრად დაეცა.

ჩრდილოეთის ჩაის ერთ-ერთ კვლევაში ავტორებს მოჰყავთ ფელეტონი ძროხის შესახებ, ჟურნალ „ნიანგიდან", რომელიც ჭამს ჩაის ბუჩქს საქართველოში. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველებს არ უყვართ ტანინი, რომელსაც შეიცავს ეს მცენარე. მოტანილი შემთხვევა მეტყველებდა ხარისხიანი ჩაის გამოყვანაზე.

სსრკ-ს დაშლისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში იაფი აზიური ჩაის შემოსვლის შემდეგ, საქართველოში მისი წარმოება დაეცა. ჩვენს დროში, როგორც ამის მხილველები აცხადებენ, ქართველი ძროხები წყნარად დასეირნობენ ძველ პლანტაციებში და სიამოვნებით ღეჭავენ, ამ ტროპიკული კულტურის ფოთლებს.

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეეცადა ამ დარგის რეანიმაციას. ჩაის ექსპორტის მხარდასაჭერად ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოიყო. მაგრამ ამანაც ვერ უშველა მივიწყებულ პლანტაციებს. ფეხზე წამოდგა მხოლოდ ერთი საწარმო, რომელიც გერმანულ ფირმა „მარტინ-ბაუერთან" ერთად შეიქმნა. მისი ქარხნებისგან ნედლეულს, ინგლისური კომპანია „ლიპტონი" ყიდულობს.

რევოლუციის შემდეგ, მეჩაიეობის სუბსიდირება ფაქტიურად შეწყდა. თუმცა, როგორც საპარლამენტო მოსმენაზე ჩაის მწარმოებელთა ასოცოაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ განაცხადა, 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების 2-ჯერ მეტი პროდუქცია გაიყიდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი წილი საქართველოში რეალიზებული საერთო მოცულობის 9-10 პროცენტს შეადგენდა.

არჩილ გეგენავას მოსაზრებით, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს მეწარმეები, დაეხმაროს ექსპორტში და მოახდინოს ქართული ჩაის პოპულარიზაცია. თუმცა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში მან ვერ თქვა, როგორ უნდა განხორციელდება ეს ცხოვრებაში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ხომ, სადაც საქართველო ჯერ კიდევ 1999 წელს შევიდა, ითვალისწინებს რიგ შეზღუდვებს იმ სახელმწიფოს მეწარმეებისთვის, რომლებსაც მისი პირდაპირი მხარდაჭერა ეხება.

ამას გარდა, ყოფილი ჩაის პლანტაციების ნაწილი გადავიდა კერძო საკუთრებაში. ამ მიწების ახლანდელ მეპატრონეებს მხოლოდ მჭევრმეტყველებით ვერ დაარწმუნებ, რომ დაიწყონ შრომატევადი და ხარჯიანი მეჩაიეობა, რომელიც იმპორტის მკაცრი კონკურენციის პირობებში, მოსალოდნელ მოგებას არ იძლევა. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ დღეს ჩაის მწარმოებლებს „აქვთ დიდი პრობლემები პროდუქციის ხარისხთან, ტექნოლოგიასთან და ფასწარმოებასთან დაკავშირებით". ასე რომ, დასაწყისისთვის, ქართველი დეპუტატებისთვის ურიგო არ იქნებოდა, გარკვეულიყვნენ უკვე არსებულ მეურნეობებში და მხოლოდ ამის შემდეგ ელაპარაკათ დარგის მომავალ განვითარებაზე.

„სურვილი დიდია. ამისათვისაც შეიქმნა პარლამენტში სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რათა შევადგინოთ დარგის განვითარების რეალური გეგმა, კონკურენციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100