RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ”მეგაფონი” მრიცხველზე აჰყავს

17.02.2009  |  15:45

6/7/7/1677.jpegმოსკოვის უარმა დაეხმაროს თბილისს "მეგაფონის" ხელმძღვანელობის დევნაში, განარისხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ფიჭური ოპერატორის მოღვაწეობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". მაგრამ "მეგაფონი" უგულებელყოფს "ბრალდებებს" და არ ჩქარობს საკუთარი ნებით გადაიხადოს მასზე დაკისრებული ჯარიმები.

როგორც საკუთარ საიტზე საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყება გვატყობინებს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უარყო თხოვნა დახმარებაზე "მეგაფონის" აფხაზეთში, თბილისის აზრით, უკანონო მოღვაწეობასთან ბრძოლაში. "ეს ფაქტი, - კომენტარს იძლევა საგარეო საქმეთა სამინისტრო, - წარმოადგენს რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ანექსიის კიდევ ერთ კომპონენტს და მტკიცებულებას, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საზოგადოდ მიღებული ნორმების და საერთაშორისო უფლებების დარღვევას და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება ".

ქართული ხელმძღვანელობა არ აპირებს შემოიფარგლოს განცხადებებით. "ბიზნეს- საქართველოს" ინტერნეტ-გამომცემლობის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის უშიშროების სამსახურში გადაცემულია რუსეთის კომპანიის ხელმძღვანელობიდან 12 მაღალჩინოსანის სია და არ არის გამორიცხული, რომ მისი მმართველი და გენერალური დირექტორი შესაძლოა გამოცხადდნენ ძებნილებად ინტერპოლის ხაზით.

ქართული ხელისუფლების დავა "მეგაფონთან" ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მეგაფონი" 3500 დოლარით დააჯარიმა სამხრეთ ოსეთში აგვისტოს კონფლიქტის დროს "უკანონო მოღვაწეობისათვის", ხოლო შემოდგომაზე დააკისრა განმეორებითი ჯარიმა 35 700 დოლარის ოდენობით. ფიჭური ოპერატორი არ დაეთანხმა ბრალდებებს და შეეცადა გასაჩივრებას თბილისის სასამართლოში, მართალია, უშედეგოდ. კომპანიაში უარყოფენ პირდაპირ კავშირს ოსეთის ოპერატორ "ოსტელეკომთან". ხოლო გასული წლის დეკემბერში რუსულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია "მეგაფონის" მიერ აფხაზური ოპერატორის "აკვაფონის" შესყიდვის შესახებ. ოფიციალურად ეს არ დაადასტურეს არც სოხუმში და არც მოსკოვში. სამაგიეროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს მოახდინა რეაგირება სპეციალური განცხადებით, შეახსენა კანონი "ოკუპირებულ ტერიტორიებზე", რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა უცხოურმა კომპანიამ უნდა შეათანხმოს თავისი ეკონომიკური მოღვაწეობა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლებასთან.

ამ "საკანონმდებლო აქტზე" დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ადრევე დააკისრა ჯარიმა რუსეთის მას-მედიას - რადიოსადგურ "Vesti FM"-ს და "პირველ არხს", რომლებიც მაუწყებლობენ ცხინვალში და თბილისში. შემდგომ დაემუქრნენ სას. «RZD» -ს საერთაშორისო სასამართლოებით, თუკი კომპანია განახორციელებს სამხრეთ ოსეთში სარკინიგზო გზების მშენებლობის პროექტს. გაფრთხილება მიიღო ასევე რიტეილერმა «Еvroset», რომელმაც ცხინვალში თავისი სალონები გახსნა. პარლამენტის დეპუტატმა შოთა მალაშხიამ პირობა დადო "ეცადოს საერთაშორისო დონეზე შეზღუდოს" აფხაზეთის და სამხრეთ ოსური 20 ბანკის მოღვაწეობა.

რუსეთში, საქართველოს "სანქციები" განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს. როგორც ნაცნობი ანდაზა ამბობს - ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის. მოსკოვმა აღიარა ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ამიტომაც მესამე სახელმწიფოს კანონებს არ შეუძლია შეზღუდოს რუსული კომპანიების მოღვაწობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პროკურატურას არაფრად უღირს ყური უგდოს ოფიციალური თბილისის პრეტენზიებს.

საკუთარი ნება-სურვილის მეზობლებისადმი კარნახის მცდელობას, სიკეთე არ მოუტანია. დროა უკვე თბილისში ეს გაიგონ. როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანულ ჟურნალ "შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, თავად მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე, გვატყობინებს იტარ-ტასი და საზღაური, მისი აგვისტოს ავანტიურის გამო გახდა სამხრეთ კავკასიის რუქაზე, საერთაშორისო ურთიერთობის ორი ახალი სუბიექტის გამოჩენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100