RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბუშტებით დაკანონებული უსამართლობის წინააღმდეგ

19.02.2009  |  10:14

7/1/3/1713.jpeg17 თებერვალს, რამდენიმე ათეული ქართველი მასწავლებელი გამოვიდა თვალებახვეული და ვარდისფერი ბუშტებით საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სახლთან. "თეატრალიზირებული შოუს" მოწყობა მათ აიძულა მიხეილ სააკაშვილის ახლახანს პარლამენტის წინაშე საანგარიშო მოხსენებაზე გაკეთებულმა ფრაზამ: "ჩვენ შევძელით დაგვეკანონებინა სამართლიანობა საგანმანათლებლო სისტემაში".

პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ თითქოს პედაგოგებს ყველაფერი კარგად აქვთ. მაგრამ ეს ასე არ არის და ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტს მოვუყვეთ ჩვენი პრობლემების შესახებ, თუკი მან მათ შესახებ არ იცის", - განუმარტა აქციის მიზანი, პედაგოგების და საქართველოს მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის პიარ-მენეჯერმა ნინო თარხნიშვილმა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტს.

დღეს საქართველოს პედაგოგებისათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემებია მასიური უმიზეზო შემცირებები, მოკლევადიანი შრომითი კონტრაქტები და "ინტეგრირებული განათლების" შემოღება.

როგორც ნინო თარხნიშვილმა მოყვა, ახლახანს, თბილისის №49 სკოლის დირექტორის ახირებით 11-მა პედაგოგმა დაკარგა სამსახური. ანალოგიური შემთხვევა მალევე გორის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, სადაც გაჩაღებული კრიზისის დროს ქუჩაში გააგდეს 15 მასწავლებელი. დაფიქსირებულია ინციდენტები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. პედაგოგები საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართავენ თავისუფალ პროფკავშირებს და ახალა მან საქართველოს ერთდროულად რამდენიმე სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, აღადგინონ თანამდებობიდან დათხოვნილები.

7/1/4/1714.jpeg

ხელმძღვანელების თვითნებობას გზა გაუხსნა საქართველოს "შრომის კოდექსში" შეტანილმა შესწორებებმა, რომელიც 2006 წელს მიიღეს. ახალი რედაქციის 37 სტატია აძლევს უფლებას დამქირავებელს გაანულოს შრომითი შეთანხმება თანამშრომელთან ერთი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთი თვის ხელფასის კომპენსირებით. ახლა დირექტორები მარტივად აძევებენ დამსახურებულ და პატივსაცემ მასწავლებლებს. ვაკანტურ ადგილებს კი, როგორც ვარაუდობს პროფკავშირის პიარ-მენეჯერი GeorgiaTimes-სთან ინტერვიუში, ისინი თავის ნაცნობებს აძლევენ.

მეორე მტკივნეული თემა - საქართველოში გავრცელებული შრომითი კონტრაქტი მასწავლებლებისათვის მხოლოდ ერთი წლის ვადით. სააკაშვილმა პარლამენტის წინაშე თავის გამოსვლაში, როგორც პროფლიდერებმა აღნიშნეს, განაცხადა, რომ ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია. სინამდვილეში, ხაზგასმით აღნიშნავს თარხნიშვილი, ყველაფერი ძველებურად რჩება და პედაგოგებს არანაირი რწმენა არ აქვთ თავიანთი მომავლისა.

ბოლოს, მესამე მიზეზი პედაგოგების აღშფოთებისა - ქართული განათლების ინტეგრაცია საერთოე ვროპულ სისტემაში. მის ჩარჩოებში ქვეყანაში ტარდება მასწავლებლების ყოველწლიური სერთიფიკაცია, სკოლადამთავრებულები აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მიმდინარეობს სასწავლო გეგმების და კურსების სრული ცვლილება. მრავალი ეს სიახლე პედაგოგიურ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს.

ამჯერად, ქართველი პედაგოგები ხელფასის მომატებას არც კი ითხოვდნენ. "მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალურია, დღეს ჩვენს წინაშე სხვა ამოცანა დგას: საერთოდ არ დავკარგოთ სამსახური, და როგორი იქნება ხელფასი - ეს მეორეხარისხოვანია", - განმარტა GeorgiaTimes -სი რესპოდენტმა.

თუმცაღა, უჩვეულო "თეატრალიზირებული შოუ" ხელისუფლების მხრიდან არ იყო შემჩნეული. პროტესტის მონაწილე პედაგოგებთან, პრეზიდენტის რეზიდენციიდან არავინ არ გამოსულა. მასწავლებლებმა ღობეზე თავიანთი პოსტერები დაკიდეს, მიამაგრეს მასზე ბუშტები და წამოვიდნენ. პრობლემები კი იგივე დარჩა.

სვეტალანა ბოლოტნიკოვა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100