RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია ოპოზიციის უღელში?

20.02.2009  |  10:16

7/2/9/1729.jpegსაქართველოში „რევოლუციური იატაკქვეშეთი" იქმნება - კომიტეტების ქსელი „ნაციონალური ფორუმის" ხელმძღვანელობით. ის მოამზადებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებს. საბოლოო მიზანი - მიხეილ სააკაშვილის ჩამოგდებაა. მსგავსი პროგრამის შესრულება უნდა, სხვა გაერთიანებასაც - „სახალხო კრებას". დაანონსებულია მესამე ალიანსის ჩამოყალიბებაც.

დაუმორჩილებლობის კომიტეტის შექმნის შესახებ „ნაციონალური ფორუმის" ხელმძღვანელი, კახაბერ შარტავა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საუბრობდა. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დეკლარაციაზე ხელის არ მოწერა მან ახსნა იმით, რომ მასში გაწერილი არ არის მოქმედების გეგმა. თვად შარტავა, GeorgiaTimes-ის ინფორმაციით, თვლის, რომ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიიღწევა, მხოლოდ მთელი მოსახლეობის საკმარისი პოლიტიკურ აქტივობითაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა „რევოლუციური ჯგუფები" საქართველოს ყოველ რაიონში.

დღეს კახაბერ შარტავამ განაცხადა, რომ პირველი კომიტეტები უკვე შექმნილია. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როსბალტი" გვატყობინებს, თბილისში მას უხელმძღვანელებს „ტრადიციონალისტი" გუბაზ სანიკიძე. ყოველ კომიტეტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი. დიდუბის რაიონში - დავით სოსელია. ჩუღურეთის რაიონში - გიორგი მეზურნიშვილი. გლდანი-ნაძალადევში - ვალერი გახოკია. მთაწმინდის რაიონში - ირაკლი მამალაძე.

„ნაციონალური ფორუმის" ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დატოვებაზე. „თუკი საჭირო გახდება, ჩვენ მოვაწყობთ სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას და პრეზიდენტის გადაყენებისთვის გამოვიყენებთ მოქმედი კონსტიტუციით მონიჭებულ ბრძოლის მეთოდებს". - მისი სიტყვების ციტირებას ახდენს ინტერნეტ-გამოცემა „ახალი რეგიონი - სამხრეთ კავკასია". შარტავას მოსაზრებით, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს „ქვეყნის მართვაში ხალხის სულფასოვან ჩართვას".

როგორც თბილისის კომიტეტების ქსელის ხელმძღვანელმა სანიკიძემ აღნიშნა, „ნაციონალური ფორუმი" თანამშრომლობაის თაობაზე კონსულტაციებს მართავს სხვა პარტიებთანაც.

თუმცა, ოპოზიციური მეგობრები, სხვა ახალ სტრუქტურაზე ამყარებენ იმედებს, მაგალითად მათ მიერ ცოტა ხნის წინ დაარსებული „სახალხო კრება". ინტერნეტ -გამოცემა „ჩვენი აფხაზეთის" მონაცემებით, საპროტესტო აქციის მოწყობის ორგანიზებას ისინიც გაზაფხულზე აპირებენ. "აუცილებელია, რომ მთელმა საზოგადოებამ გამოხატოს წინააღმდეგობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევასთან დაკავშირებით და ითაოს ქვეყნის გადარჩენის საქმე. ამ სუპერდავალების გადასაწყვეტად აუცილებლად მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადაში შევქმნათ წარმომადგენლობითი სახალხო კრება", - ალტერნატიული პარლამენტის მსგავსი ორგანიზაციის შექმნა დააანონსა პარტია „თავისუფლების" ლიდერმა, კონსტანტინე განსახურდიამ. მის იდეას მხრი დაუჭირეა საქართველოს ახალი ოპოზიციური ქალთა პარტიის „სამართლიანობისა და თანასწორობისათვის" თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

და აი, გუშინ, „ახალი რეგიონი - სამხრეთ კავკასია" გვაუწყებდა, რომ ათზე მეტი ოპოზიციური პარტია და რამდენიმე ათასი საქართველოს რიგითი მოქალაქე ამიერიდან „სახალხო კრებაში" გაწევრიანდა. მისი ფორმირების პრინციპები ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან პარტიული კუთვნილება არ თამაშობს როლს და ამ ორგანოს ყრილობის დელეგატი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სრულწლოვანი ქართველი.

ოფიციალურად კრების მიზნად გამოცხადებულია, მთავრობის მოქმედებების კორექტირება და პოლიტიკოსების დაახლოება ხალხთან. მაგრამ მისი სულისჩამდგმელების გამოსვლებიდან ჩანს, რომ ის, ისევე როგორც „ნაციონალური ფრონტის" კომიტეტები, ცდილობს მიაღწიოს სახელმწიფოს მმართველობის ბერკეტებამდე.

შევნიშნავ, რომ გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ამ კვირაში ასევე აპირებს განაცხადოს, მისი გუნდისა და რომელიმე კონკრეტული ძალის ალიანსის შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100