RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხელისუფლება ცდილობს ინდულგენციის მიღებას

20.02.2009  |  12:58

7/3/3/1733.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ოფიციალურად „ქამრების მოჭერის"რეჟიმით მუშაობს, უეცრად გადაწყვიტა, გამოეყო ფინანსური საშუალება საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებისათვის". ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ბოლო ხსდომაზე მიიღო.

როგორც ქართული რადიოსადგური „კომერსანტი" გვატყპბინებს, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების სარეზერვო ფონდიდან საქართვერლოს საპარტიარქოს ტრელეარხ „ერთსულოვნებას" 300 ათასი ლარი (დაახლოებით 130 ათასი დოლარი) გამოეყო. ეს თანხა ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ აუცულებელი საჭიროებისათვის გადანაწილდება. სხვათა შორის, იმავე სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა ასევე სარეზერვო ფონდიდან ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობისათვის 200 ათასი ლარი (დაახლოებით 80 ათასი დოლარი) გამოყო.

საქართველომდე მოღწეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომლის არსებობასაც პრეზიდენტი ხან აღიარებს და ხანაც - არა, გამოცხადებულია უმკაცრესი ეკონომიკური რეჟიმი. ამიტომაც საპატრიარქოსთვის თანხების გამოყოფა გასაკვირია. რატომაა ასეთი გულუხვი? იმიტომ ხომ არა, რომ პირი აუკრას ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და უკვე გაჟღერებული ხმები, მთავრობის მიერ პატრიატქის შევიწროების შესახებ, მიაჩუმოს?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაშია. თუმცა რიგი მასობრივი ნფორმაციის საშუალებები თვლიან, რომ ქართული ეკლესიის მამამთავრის გამგზავრების მიზეზი მისი და მიხეილ სააკაშვილის უთანხმოება იყო. საპატრიარქომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მაგრამ ოპოზიციამ დაიწყო კონფლიქტის ვერსიის დატრიალება.

ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ შობის დასასრულს ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო შემთხვევას: თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შესვლისას პრეზიდენტის დაცვამ დამამცირებლად გაჩხრიკა ქართული ეკლესიის უმაღლესი სინოდის წევრები და თავად კათოლიკოს-პატრიარქი. ცეცხლზე ნავთი დაასხა პარტია „წინ საქართველოს" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა. „ალიას" კორესპონდენტთან საუბრისას მან დარწმუნებით განაცხადა, რომ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე ილია მეორის ვიზიტის ჩაშლა საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო გამოწვეული. რაც უარყოფითად აისახა ილია მეორის ჯანმრთელობაზე.

მართლაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავადმყოფობა გასაკვირად დაემთხვა რუსეთის პატრიარქის, კირილეს ინტრონიზაციას. იმავე დღეს მოსკოვში იმართებოდა ქართველთა ყრილობაც. ილია მეორეს არ დაუმალავს, რომ დაესწრებოდა ყრილობასაც. იქ, ასევე, ელოდებოდნენ რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთში ქართველების ყრილობაზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც ხარს - წითელ ნაჭერზე. ოფიციოზის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ ღონისძიებას ანტიპატრიოტული უწოდეს.იმათ კი , ვინც არ წავიდა მოსკოვში ყრილობაზე, სააკაშვილმა გმირები უწოდა. მაგრამ ქართული ეკლესიის მამამთავარს, ხელისუფლება ანტიპატრიოტულობაში ვერ დაადანაშაულებს. სიტუაცია თავისთავად მოგვარდა - კათოლიკოს-პატრიარქი ავად გახდა. ბედნიერი დამთხვევაა...

სხვათა შორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამახურდიამ საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსს" განუცხადა, რომ ხელისუფლებამ მიზანდასახულად „გაუშვა" ილია მეორე საზღვარგარეთ, რათა ჩამოეშორებინა მრევლისთვის, რადგან უკმაყოფილონი იყვნენ მისი პოზიციით. არავისთვისაა საიდუმლო, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ილია მეორემ დაუდო სათავე საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს. მაშინ, როდესაც იგი მოსკოვში ჩავიდა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა ალექსი მეორე, ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ილია მეორემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაეწყო დიალოგი მოსკოვთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100