RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ორი ულტიმატუმი სააკაშვილისათვის

26.02.2009  |  09:53

7/9/2/1792.jpegსაქართველოში თებერვლის ბოლო კვირა მშფოთვარედ დაიწყო: ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. თანაც არა ერთი, არამედ ერთბაშად - ორი.

23 თებერვალს ქვეყნის ჭრელ პოლიტიკურ არენაზე, ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ალიანსი საქართველოსთვის" შეიქმნა. ხმები, რომლებიც აღელვებდა საზოგადოებას სამი თვის განმავლობაში, როგორც იქნა, გამართლდა: გაერთიანდნენ რესპუბლიკელები, "ახალი მემარჯვენეები" და აჯანყებული დიპლომატების გუნდი, რომელიც გაეროში ყოფილმა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ შექმნა. იმავე დღეს, ახლადშექმნილმა ალიანსმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე პრეზიდენტ სააკაშვილს რეფერენდუმის ჩატარება მოსთხოვა. განსახილველად 10 დღე მისცა. ამას გარდა, ოპოზიციური პარტიის - „საქართველოს გზის" ლიდერმა, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც წაუყენა ულტიმატუმი პრეზიდენტ სააკაშვილს: 9 აპრილამდე დატოვოს თანამდებობა.

„თუკი რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების მიხედვით ვიმოქმედოთ", - ირაკლი ალასანიას ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო. არც სალომე ზურაბიშვილი ძუნწობს დაპირებებზე: სხვა შემთხვევაში, მიტინგები, საპროტესტო აქციები და შეიძლება მორიგი რევოლუციაც. მთავარია, მის ფერში გაერკვნენ. უკიდურეს შემთხვევაში, ზუსტად ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება თავად პოლიტიკოსების გამონათქვამებიდან.

გაზაფხულის მასობრივი საპროტესტო აქციები, უკვე დიდი ხანია დეკლარირებულია.მაგრამ, აი, გაზაფხულისთვის ლიდერი უკვე გამოჩნდა: „ალიანსმა საქართველოსათვის" პრეზიდენტის პოსტზე უკვე წარმოადგინა ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. როგორც საინფორმაციო სააგენტო «GHN» გვატყობინებს, ამის შესახებ განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ალიანსის თანათავმჯდომარეა.

როგორც ჩანს, იარაკლი ალასანია საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე თამაშის ახალ წესებს უკეთებს დეკლარირებას: იმისათვის, რომ პოლიტიკური საკითხები არ წყდებოდეს ქუჩაში, მუშტებით და რევოლუციებით. საქართველოს უახლეს ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ წასულა საკუთარი კეთილი ნებით. ზვიად გამსახურდია ხელისუფლების მწვერვალზე, პოსტსაბჭოური ნაციონალიზმის ტალღამ აიყვანა. ერთი წლის მერე, გაჩაღდა თბილისის ომი და ის ჩამოაგდეს პრეზიდენტის პოსტიდან. ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას რეკორდული ვადით - 11 წლის განმავლობაში მართავდა. მაგრამ გაჩაღდა „ვარდების რევოლუცია". მიხეილ ნიკოლოზის ძე უკვე 6 წელია ხელისუფლების საჭეთმპყრობელია. საზოგადოებრივი უკლმაყოფილების ტალღა შეიძლება, დამანგრეველ ქარიშხლად გადაიქცეს. შეუძლია ალასანიას, შემოიტანოს მთავრობის შეცვლის ახალი ტრადიციები?

ყველაფერ არც ისე მარტივადაა. საქართველოს ოპოზიციონერთა ნაწილი სკეპტიკურად განეწყო „ალიანსი საქართველოსათვის" მიმართ. მაგალითად, კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ თავისი უკმაყოფილება განაცხადა: ახლა არა ალიანსების, არამედ, ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნის დროა. ლეიბორისტებმა, როგორც ყოველთვის, არ დაიშურეს ხმამაღალი განცხადებები. მათმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდება მიხეილ - 2". თუკი რაიმე მიზეზის გამო ალასანია ვერ შეძლებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, ლეიბორისტების ლედერის აზრით, უკვე არსებობს 2 სარეზერვო კანდიდატი - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი - ზურაბ ნოღაიდელი. ქართულმა მასმედიამ უკვე შენიშნა, რომ ბურჯანაძე იცავს დისტანციას ალასანიასთან...

ასეა თუ ისე, სიტუაცია იძაბება. „ალიანსი საქართველოსთვის" ულტიმატუმის პარალელურად, გაისმა საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმიც. მისი განცხადება ყველა საინფორმაციო სააგენტომ გაახმოვანა: „9 აპრილი - ბოლო ვადაა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისათვის. 9 აპრილს დაიწყება საპროტესტო აქციები და არ შეწყდება, ვიდრე სააკაშვილს და მის სისტემას არ მოვიცილებთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100