RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს „იმედი“ არაბების ხელში

27.02.2009  |  12:17

8/1/1/1811.jpegტელეკომპანია და რადიო „იმედი", ასევე კომპანია „ტექნომედია" არაბეთის გაერთიანებული საემიროების არაბული ჰოლდინგის RAK Investment Authority (RAKIA) ხელში გადავიდა. ქართველი ექსპერტების პროგნოზით, ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგ დაპირისპირებას გამოიწვევს.

როგორც ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, 25 თებერვალს, ქართული წარმოშობის ამერიკელმა მილიონერმა ჯოზეფ ქეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმება არაბულ ჰოლდინგთან რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. ამგვარად, აქციების 90% RAKIA-ს ხელში გადავიდა. თავად ქეის 10% დარჩა.

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ტელეკომპანია „იმედის" გაყიდვის შესახებ შეთანხმება ბოლო აკორდი არაა ბადრი პატარკაციშვილი ქონებასთან დაკავშირებულ აბურდულ საქმეში. პატარკაციშვილს ეკუთვნოდა ეს კომპანია. გასულ კვირას, თბილისის საქალაქო სასამართლომ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება გამოიტანა - ქეის პატარკაციშვილის ანდერძის შესრულების უფლება მისცეს, მაგრამ მემკვიდრეობის განკარგვის ნება არ დართეს.

როგორც გაზეთი „კომერსანტი" იტყობინება, ქეის ადვოკატი არჩილ ლეჟავაც კი დაბნეული იყო სასამართლოს ასეთი ვერდიქტის გამო. „ერთი მხრივ, სასამართლო ჯოზეფ ქეის ანიჭებს უფლებას, რომ შეასრულოს პატარკაციშვილის ანდერძი, მაგრამ მეორე მხრივ, უკრძალავს მემკვიდრეობის განკარგვას. იურიდიულად, ქონების განმკარგავი და ანდერძის შემსრულებელი - ძალიან ახლო მდგომი, მაგრამ სხვადასხვა გაგებაა. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კონკრეტულ ანდერძზე, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეძლებს ქეი, შეასრულოს ის განკარგვის გარეშე". - თქვა არჩილ ლეჟავამ.

არც ქეის, არც RAK Investment Authority, არც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწყია თავის მტვრევა მსგავსი იურიდიული ნიუანსების გამო. აიღეს და დაასრულეს გარიგება, იმის მიუხედავად, რომ პატარკაციშვილის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დღეს განაცხადა, რომ აპირებს მის გასაჩივრებას.

გარდაცვლილი ოლიგარქის მეუღლის, ინა გუდავაძის პრეს-მდივანმა ნონა ყანდიაშვილმა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ოჯახი "იმედისათვის" ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში განაგრძობს. როგორც ექსპერტები თვლიან, არაბული კომპანიის უკან საქართველოს მთავრობის ინტერესები დგას.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ირაკლი შავიშვილმა რადიოსადგურ „კომერსანტს" განუცხადა:" RAKIA საქართველოში მრავალ აქტივს ფლობს და ეს გვაფიქრებინებს, რომ თავად ეს კომპანია ხელისუფლებასთანაა შეკრული. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მოხდა ახლაც".

სხვათა შორის, სულ ახლახანს, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა RAKIA-ს მმართველობაში 49 წლით გადავიდა. არაბული ჰოლდინგის საკუთრებაშია „სახალხო ბანკიც" და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაც.

რაც შეეხება შეძენილი მედიის აქტივებს, RAK Investment Authority ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარისაგან, აპირებს თუ არა გავლენა ჰქონდეს მაუწყებლობაზე. თუმცა ჯოზეფ ქეიმ პირობა დადო, რომ „იმედი" არ დაკავდება პოლიტიკით. ხელისუფლება არ მალავს, რომ ოდესღაც აჯანყებული „იმედის" ახლანდელი გასართობი მიმართულება მას აწყობს.

მაგრამ ოპოზიციამ ჯერ კიდევ ნოემბრის აქციების დროს მოსთხოვა ხელისუფლებას, ტელეკომპანიის მისი კანონიერი მფლობელის - პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება. ოპოზიცია იგივე მოთხოვნის წამოყენებას გაზაფხულზე დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროსაც აპირებს.

ექსპერტები თვლიან, რომ RAKIA პატარკაციშვილის მედია აქტივების შეძენით რისკის ქვეშ აყენებს თავის რეპუტაციას და შესაბამის ბიზნესს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100