RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სუამს ევროპელი „დონორის“ იმედი აქვს

02.03.2009  |  10:18

8/2/8/1828.jpegსაქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვეთის (სუამი) წარმომადგენლები გუშინ კიევში ჩავიდნენ ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის გახსნაზე. უახლოეს დღეებში მათ მძიმე მუშაობა მოუწევთ - ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთობლივად ძებნა.

ოთხი ქვეყნის ორგანიზაციაში ოფიციალურად გაერთიანების ორი წლის თავზე სუამი, როგორც იქნა, საბოლოოდ გაერკვა შტაბ-ბინის საკითხში - ის უკრაინის დედაქალაქში იქნება. კიევში სუამის სამდივნოს ინაუგურაციაც ჩაატარეს, იუწყება სააგენტო GHN უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე ვასილი კირილიჩზე მითითებით.

დღეს, 27 თებერვალს, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა ჩაატარონ ერთობლივი სხდომა. თუმცა, სუამის გეგმებში უკვე მოხდა შეფერხება. როგორც იუწყება გამოცემა „კომერსანტი-უკრაინა", მოლდოვეთმა კიევში შეხვედრაზე მხოლოდ თავისი ელჩი ნიკოლაი გუმენი გაგზავნა და არა საგარეო საქმეთა მინისტრი ან თუნდაც მისი შემცვლელი.როგორც ცნობილია, მოლდოვეთში სერიოზული პოლიტიკური ძალები გამოდიან ამ ქვეყნის სუამიდან გამოსვლის მოთხოვნით. თავად პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმაც არ უარყო ეს შესაძლებლობა რუსეთის მასმედიასთან ინტერვიუში. ის ორგანიზაციას არაეფეტქურობაში დებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ სუამის გაერთიანება იქმნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ტრადიციული გავლენის გადასაწონად. ის არასოდეს მალავდა თავის ანტირუსულ მიმართულებას. სუამის სუად შესაძლო გადაქცევა იხსნება, პირველ რიგში იმით, რომ ამ ბოლო დროს რუსულ-მოლდოვური ურთიერთობები ლაგდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, „ურთიერთობა პარტნიორობის განხრით ვითარდება". უკვე მარტში, მაგალითად, გაიმართება მოლდოვეთის, დნესტრისპირეთის და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა. რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას არც აზერბაიჯანი აპირებს. ასე რომ სუამის ანტირუსულ ბირთვს აშკარად ბზარი უჩნდება.

მართალია, გაერთიანება დღესდღეობით აშკარად აწყდება პოლიტიკურ პრობლემებს, ამ შეხვედრის მონაწილეები, შეკრებილთა რანგისდა მიუხედავად, აცხადებენ, რომ აპირებენ გამონახონ ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ერთობლივად გადაჭრის გზები.მათ, როგორც ჩანს, დაეხმარებიან პარტნიორები ამერიკიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან, რომლებიც შტაბ-ბინის ახალმოსახლობაზე მიიწვიეს. ამის შესახებ სააგენტო 1NEWS.az-ს შეატყობინა სუამის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ არც ეკონომიკურ კრიზისს და არც სამხრეთ ოსეთის ომს არ ჰქონიათ ნეგატიური გავლენა სუამზე. „რა თქმა უნდა, კრიზისი თითოეულ ქვეყანას შეეხო, თუმცა, სხვადასხვა სიძლიერით. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სავაჭრო ურთიერთობებსა და ვაჭრობის შიდასაორგანიზაციო საკითხებზე კრიზისს არ უმოქმედია. 2008 წელს სუამის წევრ ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 3-დან 4,1 მიიარდ დოლარამდე გაიზარდა",- კმაყოფილება გამოთქვა ჩეჩელაშვილმა. ორგანიზაციის ჩარჩოებში შექმნილი თავისუფალი ვაჭრობის ზონა, აღნიშნა გენერალურმა მდივანმა, განსაკუთრებით შველის საქართველოს, რომლისთვისაც რუსული ბაზარი დაკეტილია.

რისი გამოგონება შეუძლია სუამს კრიზისთან საბრძოლველად? ალბათ, ამ დღეებში კიევში მიიღებენ გადაწყვეტილებას სუამის წევრი ქვეყნების შესვლაზე ევროკავშირის მიერ შემქნილ „აღმოსავლურ პარტნიორობაში", რომელშიც ევროკავშირი ასევე სომხეთისა და ბელორუსიის ჩართვასაც გეგმავს. თუმცა, ამ უკანასკნელთან თანამშრომლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან თანახმა, თუკი ის არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. პროგრამის მიზნები სუამის მისწრაფებებსაც ემთხვევა - სტრატეგიული შეთანხმებების დადება, თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიული გზების ძებნა. ამასთანავე, ევროკავშირი პროგრამის სავარაუდო მონაწილეებს 350 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ზედმეტი არასოდეს არის.

კრიზისი განგვაწყობს იმ პრობლემებისადმი ფხიზლად მიდგომისკენ, რომელთა გადაჭრაც ერთობლივად უფრო ადვილია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100