RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს მთავარი პოლიციელი ოპოზიციას მიზანში ჰყავს ამოღებული

03.03.2009  |  10:02

8/4/4/1844.jpegპარტია „საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმი მომხრეებს იკრებს. მოთხოვნის არსი პრეზიდენტის 9 აპრილამდე გადადგომაშია. მანამდე კი ოპოზიცია შსს-ს ხელმძღვანელზე ვანო მერაბიშვილზე შეტევით გადავიდა. ის ძლევამოსილი ჩინოვნიკი და მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" იმედი და საყრდენია.

გასული კვირის ბოლოს შედგა გაზაფხულის საპროტესტო აქციების „რეპეტიცია". ოპოზიციური მოძრაობის „7 ნოემბერი" დაახლოებით 300 აქტივისტი გაემართა მრავალნახულ პარლამენტთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით. მათი აზრით, მერაბიშვილი მკვლელობებში გარეულ პოლიციელებს აფარებს ხელს.

მოძრაობა „7 ნოემბერი" ახალგაზრდაა, ის შეიქმნა გასული წლის 27 ოქტომბერს. მისი პრეზენტაცია შედგა რიყეზე თბილისში, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა. მოძრაობაში, რომელსაც სახელი ამ სამწუხარო შემთხვევის საპატივცემულოდ დაერქვა, შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წამრომადგენლები, სტუდენტები, ასევე რიგი ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს აქციის ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ერთ-ერთი მოთხოვნა არის დასჯა ყოფილი სამხედრო მსახურის როინ შავაძის სიკვდილში დამნაშავეებისა. ის ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში იღებდა მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში. „თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს ბათუმში. ის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას და არ მალავდა, რომ ქართული მთავრობა თავის ჯარისკაცებს სათოფე ხორცად იყენებდა,"- განაცხადა ცაგურიამ.

პოლიციამ აქციის მონაწილეები მიმოფანტა. შსს-ს პრესსამსახურში ახსნეს, რომ წესრიგის დამცველთა ქმედება სავსებით საფუძვლიანი იყო, რადგან მომიტინგეებს არ ჰქონდათ მერიისგან აქციის ჩატარების ნებართვა აღებული, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

თუმცა, „7 ნოემბრის" მოძრაობის მიტინგის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ გაისმა შსს-ს ლიდერის მისამართით ბრალდებები. პარტიის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ არაბულ კომპანიას «Rakeen Georgia», რომელმაც ამ დღეებში ტელეკომპანია იმედის აქციები შეისყიდა, ჩამოჰქონდა იარაღი საქართველოში. კომპანიის უკან კი სხვა არავინ დგას თუ არა ვანო მერაბიშვილი. „თავის დროზე საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტი სწორედ ამ კომპანიას მიჰყიდა. იგი მონაწილეობდა საქართველოში იარაღის ჩამოტანაშიც, რისთვისაც ხელისუფლებამ 2 მილიარდი დოლარი გამოყო. თუმცა აგვისტოს მოვლენებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ეს იარაღი სადღაც გაქრა. ახლა ამას ტელეიმედიც დაემატა, რომ ის უფრო უკეთ აკონტროლონ. დაზუსტებით ვიცი, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი კომპანიის პარტნიორები არიან".- ნოღაიდელის სიტყვები მოჰყავს საიტს «ბიზნეს-საქართველო».

ამასთანავე, ექს-პრემიერის განცხადებით, მის პოლიტიკურ მოძრაობას ამ კომპანიასთან პრეტენზიები არ აქვს. სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ მას საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საშუალება ექნება. თუმცა ნოღაიდელი ორ მოთხოვნას აყენებს - პარტნიორების სიისა და შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტების გამოქვეყნებას.

ცოტა ხნის წინ ზურაბ ნოღაიდელმა შინაგან საქმეთა მინისტრს სხვა თაღლითობაშიც დასდო ბრალი, რაც დაკავშირებულია „ეროვნულ ბანკთან". ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ ძალოვანი უწყების მმართველების ჯიბეში წავიდა სახსრები, რომლებიც სპონსორებმა გამოყვეს დევნილებისთვის სახლების ასაშენებლად.

2008 წლის სამხედრო და კონფლიქტებით მდიდარი წელი საქართველოსთვის დასრულდა სამართალდამცავი სოზარ სუბარის გამოსვლით. მან ვანო მერაბიშვილს ბრალი დასდო საკუთარი ერის წინააღმდეგ საიდუმლო შეთქმულებაში: „შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ დემონსტრანტებისთვის ერტყათ ძირითადად თირკმელებსა და მუცელში, უკიდურეს შემთხვევაში - სახეში.

ამასთანავე საუბრობდა იმაზე, რომ აქციის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩენილიყო უცემი, რათა სამომავლოდ ჭკუა ესწავლათ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100