RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

შორს გამიზნული პროვოკაცია

03.03.2009  |  11:54

8/4/7/1847.jpegპარასკევს დილიდან ქართული მასმედია „აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში მოხდარი ინციდენტის შესახებ" გვაუწყებდა: წინა ღამით ამ სოფლიდან ტყეებში 50 ქართული ოჯახი გააძევეს. ეს თითქოს და აფხაზურმა ხელისუფლებამ, ქართველი-ახალწვეულების არმიაში სამსახუარზე უარის გამო მოიმოქმედა. თბილისმა მთელი თავისი პროპაგანდისტული არსენალი აამუშავა იმისათვის, რომ ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დაედანაშაულებინა აფხზეთი და მასთან ერთად რუსეთიც.

თუ რა მოხდა კონკრეტულად გალიის რაიონის სოფელ ოტობაიაში, ახლა, ქართული სააგენტო GHN-ის ინფორმაციით, არკვევენ გაეროს მისიის წარმომადგენლები. ტელეკომპანია „რუსთავი - 2" კი იტყობინებოდა,რომ ოტობაიადან დევნილები ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. თუმცა ამ უკანასკნელებმა ოფიციალური კომენტარებისაგან, რატომღაც, თავი შეიკავეს.

უფრო ადრე, ისევ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაყრდნობით, „როსბალტმა" საშინელი ისტორია მოყვა: სოფელ ოტობაიადან გამოძევებული არიან ქართველი ქალები, ბავშვები და მოხუცები. ისინი ტყეში გაიქცნენ. ზოგიერთებმა საზღვარი გადალახეს და ქართულ სოფელ განმუხურში, თავი ნათესავებს შეაფარეს. სახლში დაბრუნების საშუალებას მათ არ აძლევს შემხვედრი სროლები ტყიდან, სადაც, თითქოსდა, მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი სამხედროები არიან განლაგებულნი. მამაკაცები მძევლად აიყვანეს აფხაზებმა და მთელი ეს არეულობა, თითქოს იმის გამო გაჩაღდა, რომ 24 წლის ქართველმა ირაკლი ბიგვავამ უარი თქვა აფხაზურ არმიაში სამსახურზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ეს ბიჭი სასტიკად სცემეს, დაჭრეს, მაგრამ მან მაინც გადალახა საქართველოს საზღვარი.

სრულებით სხვაგვარად გადმოსცემს მომხდარს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონის განყოფილების უფროსი ლაურენს კოღონია, რომელმაც 24 თებერვალს, ქართული დივერსიული ჯგუფის მიერ იარკლი ბიგვავას არშემგდარი მოტაცების შესახებ „კავკაზსკი უზელს" განუცხადა. „მილიციელების დანახვის შემდეგ, დამნაშავეებმა დაჭრეს ბიგვავა ფეხში, მიატოვეს და გადავიდნენ საპირისპირო მხარეს", - განაცხადა კოღონიამ. დაჭრილი ირაკლი ბიგვავა იმავე დღეს მიიყვანეს გალის რაიონის საავადმყოფოში.

თბილისმა გადაწყვიტა, უპირატესობა მოიპოვოს საინფორმაციო ომში, რომელიც ამ ხნის მანძილზე, არცერთი დღით არ შეწყვეტილა. „ოტობაისს ინციდენტის" საბაბი, მათი მტკიცებით, გახდა „ეთნიკური წმენდის" კამპანია, რომელსაც, თითქოსდა, აფხაზეთი რუსეთის მფარველობით ახორციელებს. საქმეში ჩაერთო „მძიმე არტილერიაც": რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ „რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. გამუდმებით თავს ესხმიან მათ და უხეშად ირღვევა ადამიანთა უფლებები". GeorgiaTimes-ის სპეციალური კორესპონდენტის ინფორმაციით, თავის მხრივ, საქართველსო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ ოტობაიას მოვლენები უფრო ამძაფრებს "რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე" არსებულ ისედაც დაძაბულ სიტუაციას. მან პირობა დადო, რომ ქართული მხარე ყველა ზომას მიიღებს და მსოფლიო თანამგობრობის დახმარებით შეეცდება, განმუხტოს დაძაბულობა რეგიონში.

აფხაზეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ქართული მასობრივი ინფორმაციის საშულებების მოსაზრებებით და უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოძევების ფაქტს. გალის რაიონის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორმა ლავრენტი მიქვაბიამ „ინტერფაქსისი" კორესპონდენტს განუცხადა: „ეს - პროვოკაციული მიზნებისთვის ქართული სტრუქტურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული მორიგი ტყუილია". მისი სიტყვებით, გალის რაიონში არანაირი რუსული სამხედრო ტექნიკა არ შესულა. „ამჟამად მიმდინარეობს როტაცია, ერთ ქვედანაყოფში, რომელიც ტოვებს საქართველოსა და გალის რაიონის სასაზღვრო ტერიტორიებს, შემოდის სხვა ქვედანაყოფი", - განმარტა მიქვაბიამ. გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ კი, „როიტერის" კორესპონდენტს „ოტობაიას ინციდენტთან" დაკავშირებულ კითხვაზე უბრალოდ უპასუხა:"ეს ბოდვაა. არაფერი მსგავსი იქ არ მომხდარა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100