RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

”ვარდების რევოლუცია” - გადატვირთვა?

04.03.2009  |  19:29

8/7/6/1876.jpegსაქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი, ხოლო ახლა აქტიური ოპოზიციონერი ირაკლი ოქრუაშვილი, არა მხოლოდ დაპირდა დაბრუნდეს პარიზიდან მშობლიურ თბილისში, არამედ აპირებს საქართველოს ტელევიზიით გამოსვლას. როგორ შეხვდებიან სამშობლოში ქართული პოლიტიკის "ქორს" ? რა მოყვება ოქრუაშვილის დაბრუნებას - ოპოზიციის გაძლიერება თუ მისი დაშლა?

პარტია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიურ კერაში დაბრუნების თარიღი, როგორც ჩანს, უკვე გარკვეულია. ადრე ეს მოვლენა უმკაცრეს საიდუმლოდ ინახებოდა. თუმცაღა პარტიის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომდევნო კვირას მოსალოდნელია ოქრუაშვილის საზოგადოებრივი ტელევიიზიის "პირველ არხზე" გამოჩენა. "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია დაუთმოს ეთერი ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც მთელი ეს პერიოდი ლტოლვილია და მისცეს საშუალება მიმართოს საკუთარ ხალხს"- მოყავს ეკა ბესელიას ციტირება Day.Az-ს.

თბილისში უკვე დებენ ფსონებს - დააპატიმრებენ თუ არა ოქრუაშვილს? მოქალაქეთა უმრავლესობა დაბნეულია - რას უნდა ელოდონ თავდაცვის ექს-მინისტრის დაბრუნებისგან? მანამდე ხომ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" არ აპირებს შეუერთდეს რომელიმე ოპოზიციურ გაერთიანებას. ამასთან იგი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი მხარს უჭერს ოპოზიციური პარტიების ინიციატივას დაიწყონ 9 აპრილს ქუჩის საპროტესტო აქციები. მაგრამ ირაკლი ალასანიას, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერს უკვე სხვა გეგმები აქვს: ის ემზადება მარტში შეტევისათვის. შეძლებენ კი ერთ პოლიტიკურ მინდორზე თანაცხოვრებას მებრძოლი "ქორი" და რაციონალური დიპლომატი? ორიდან რომელი ირაკლი წარმოადგენს ხელისუფლებისათვის მეტ საფრთხეს?

პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ამასთან დაკავშირებით თავისი ნააზრევი GHN-ს გაუზიარა: "როგორ მოიქცევა ხელისუფლება ოქრუაშვილთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში თუკი ის საქართველოში ჩამოვა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს სააკაშვილის გუნდი ყოფილი თანამებრძოლის საპროტესტო რესურსს. თუკი ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ოქრუაშვილს შეუძლია საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამასთან სერიოზული ზიანის მიყენება, მაშინ რა თქმა უნდა მას დააპატიმრებენ. საამისოდ ფორმალური მიზეზი ხელისუფლებას არ აქვს. როგორც ჩვენ ვიცით, ოქრუაშვილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე".

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოქრუაშვილს სავსებით შეუძლია შეიტანოს რადიკალიზმი არსებულ ოპოზიციურ განწყობაში, რომელიც ქადაგებს "ვარდების რევოლუციის" იდეოლოგიას. მაშინ შევარდნაძემ გააყალბა არჩევნები და მისმა მოწინაღმდეგეებმაც ჩათვალეს, რომ მათაც აქვთ უფლება დაარღვიონ კანონი. "ოქრუაშვილს შეუძლია სიტუაციის პროვოცირება, როდესაც აქცია გადაიზრდება, დავუშვათ, პარლამენტის აღებაში. მაშინ ხელისუფლება შეძლებს ძალას, ძალითვე უპასუხოს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ოქრუაშვილის ფიგურა სავსებით აწყობს", - თვლის პოლიტოლოგი. ის აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილის პიროვნება არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, ის - ხელისუფლების თავის ტკივილია, ყოველგვარი უხერხული მდგომარეობის წყარო, რადგანაც კომპრომატებს ფლობს. მეორეს მხრივ - მას შეუძლია დაშალოს ოპოზიცია.

შეკითხვაზე - შეძლებს თუ არა ორი ირაკლი, რომლებიც ორივე ლიდერული ამბიციებით არის შეპყრობილი, გამონახონ საერთო ენა, საყვარელიძე პასუხობს: ალასანია არაოდეს გამოირჩეოდა პოლიტიკაში "ქორის" თვისებებით. ძნელია წინასწარ იმის თქმა,თუ როგორ აეწყობა მათი ურთიერთობა. თუმცაღა არ არის გამორიცხული, რომ განსხვავებულმა მიდგომამ მიიყვანოს ოპოზიციის რიგებში უთანხოებამდე. გადამწყვეტი სიტყვა ხალხზე იქნება.

ჩვენი საუბრის დასასრულს მე რამაზ საყვარელიძეს დავუსვი შეკითხვა: " თქვენ სოციალური ფსიქოლოგიით ხართ დაკავებული, ვისი პოზიციაა - ოქრუაშვილის თუ ალასანიასი - დღეს უფრო ახლობელი ქართული საზოგადოებისათვის?"

"მეშინია შევცდე, - განაცხადა ჩემმა თანამოსაუბრემ, - მაგრამ, ჩემი აზრით დღევანდელი საზოგადოებისათვის უფრო ახლობელი და გასაგები ოქრუაშვილის პოზიციებია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100