RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისში იარაღის მორიგი სკანდალია

05.03.2009  |  12:15

8/8/2/1882.jpegსაიარაღო კონფლიქტებმა საქართველო შეძრა. ჯერ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დაადანაშაულა თბილისი აქტიურ შეიარაღებაში, მეორე დღეს კი სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, ამჟამად ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტს თავდაცვის უწყების ქონების მითვისებაში დასდო ბრალი.

საიარაღო სკანდალები ერთმანეთს მოსდევს. ვერ მოასწრო ჩაწყნარება ერთმა, რომელიც უკრაინული იარაღის საქართველოში ჩამოტანასთან იყო დაკავშირებული, რომ უკვე მეორე გამოჩნდა. 3 მარტს „რუსულ გაზეთთან" ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ აღნიშნა, რომ საქართველო აგვისტოს ფიასკოს მერე აქტიურად ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას, ძირითადად, განახლებულია ისრაელიდან იარაღის მიწოდება.

ვერც თბილისში და ვერც მოსკოვში ვერ მოასწრეს ამ განცხადებაზე რეაგირების მოხდენა. თითქმის აგვისტოს ომის წინა დღეს, გასული წლის 5 აგვისტოს, როგორც იუწყებოდა lenta.ru, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე მიიღო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვის გადაწყვეტილება. ხოლო ამ წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა ბრძანება „საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების აკრძალვის ზომებზე". როგორც რუსი ანალიტიკოსები თვლიან, მოცემული განკარგულება პირველ რიგში მიმართულია აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის, ასევე უკრაინის გასაფრთხილებლად. ასეთი ვარაუდი გამოთქვა ტექნოლოგიებისა და სტრატეგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა. ასე რომ კოკოითის განცხადებას შეეძლო ურთიერთობების საერთაშორისო არენაზე გარკვევის პროვოცირება.

თუმცა, როგორც ჩანს, ის სათანადო რეზონანსს არ გამოიწვევს. რადგანაც უკვე მეორე დღეს თბილისში ახალმა სკანდალმა იჩინა თავი, რომელმაც ცხინვალის მმართველის სიტყვები ყველას დაავიწყა. როგორც ქართული მასმედია იუწყება, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ „იარაღის საყიდლად გამოყოფილი 2 მილიარდი და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი სინამდვილეში სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მიითვისეს". „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერი გამოტყდა, რომ ადრე მსგავსი ეჭვები უსაფუძვლოდ მიაჩნდა. თუმცა, გასული წლის აგვისტომ მას ბევრ რამეზე აუხილა თვალი. ის სააკაშვილის ამ ქმედებებს სამშობლოს ღალატს უტოლებდა, რადგან როდესაც შეიარაღება საჭირო გახდა, „აღმოჩნდა, რომ ის ან საერთოდ არ არსებობდა, ან უვარგისი იყო".

როგორც 2008 წლის ბოლოს New York Times წერდა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც თბილისში მუშაობდნენ 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, იუწყებოდნენ, რომ მიუხედავად სააკაშვილის მსხვილი ინვესტიციებისა თავდაცვაში და ამერიკელი ინსტრუქტორების 10 წლიანი მუშაობისა, საქართველოს ჯარი მაინც გამოუცდელი და მოუმზადებელია.

ამ წელს მთავრობის მსგავსი ბრალდებებით ქართული გაზეთი „კვირის პალიტრას' ფურცლებზე გამოვიდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი. საერთოდ, საქართველოს თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ბურუსით არის მოცული. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანა მიზანმიმართულად ზრდიდა სამხედრო ბიუჯეტს. კრემლის სიმპათიისგან შორს მყოფი ბი-ბი-სიც კი აცხადებდა: „საქართველო სამხედრო ხარჯების ზრდით მსოფლიო ლიდერია". იმის შემოწმება კი, თუ სად მიდიოდა თანხები, შეუძლებელი იყო. პრეზიდენტის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამხედრო ბიუჯეტის სტატიები დახურულია.

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა სამხედრო ექსპერტს გია მელითაურს თხოვა კომენტარი გაეკეთებინა: რამდენად საფუძვლიანია კოკოითისა და ნოღაიდელის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.

რაც შეეხება ნოღაიდელის განცხადებას, ექსპერტის აზრით, ის საფუძვლიანია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100