RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი ფულს სხვის ჯიბეებში ითვლის

06.03.2009  |  16:05

9/0/9/1909.jpegკრიზისი - მიტინგებისათვის შეუფერებელი დროა, თვლის მიხეილ სააკაშვილი. ამასწინათ მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფულს არა ეკონომიკის ხსნისთვის,არამედ აგიტაციისთვის ხარჯავენ. 5 მარტს ხომ 10 დღიანი ულტიმატუმის ვადა იწურება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირაკლი ალასანიას მომხრეებმა წამოუყენეს.

იდეური კამათისთვის აუდიტორია სააკაშვილმა შესაფერისი შეარჩია - თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშები. მათთვის, ვისთვისაც ყველაზე მტკივნეულია კრიზისი, პრეზიდენტის პოპულისტური ლოზუნგები - სულის მალამოა. „მოდით, ნაკლები ვიფიქროთ ამა თუ იმ პოსტის დაკავების სურვილზე და მეტი - სტაბილურობაზე და იმაზე, თუ რა უწყვიათ მაცივარში ჩვენს მოქალაქეებს", - მიხეილ სააკაშვილის ეს ფრაზა ყველა საინფორმაციო სააგენტომ აიტაცა.

„საქართველოს მთავრობას აქვს ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის ყველა რესურსი, მაგრამ ამისათვის ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა", - დაარწმუნა მუშები სახელმწიფოს მეთაურმა. ან ქარხნის მშრომელები ოპოზიციასთან დიალოგის შუამავლებად აირჩია, ან იგრძნო მათი საშიში კრიტიკული განწყობა და სააკაშვილმა კრიზისთან საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

იმის შესახებ, თუ როგორი სერიოზული შეიძლება იყოს ეკონომიკური ვარდნა, პრეზიდენტი თებერვლის შუა რიცხვებშიც, პარლამენტში გამოსვლისასაც საუბრობდა. მაშინვე სთვაზობდა, რომ შეწყვეტილიყო „პოლიტიკური კინკლაობა", რადგანაც ქვეყანაში მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და ვებრძოლოთ უმუშევრობას. ორ კვირაში საქართველოში მზარდი კრიზისის ახალი სიმპტომები გაჩნდა. ამასწინათ, კომერციულმა ბანკებმა აქტივების მოცულობის კლება აჩვენეს, რაც საშუალებას აძლევს ექსპერტებს, ისაუბრონ რეცესიის დასაწყისზე. საქართველოში შემცირდა ფულის გადარიცხვის მოცულობაც. ეროვნული ვალუტა - ლარი - გეგმაზომიერად ეცემა დოლართან მიმართებაში.

ეკონომიკის რეანიმირებას სააკაშვილი, ქარხანაში გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, ორი საშუალებით ცდილობს. პირველ რიგში, მას გათვლა აქვს უცხოელ კეთილისმყოფელებზე, როგორებიც არიან მასოფლის სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და სხვა „დონორები", ასევე უცხოურ ინვესტიციებზე. როგორც პრეზიდენტმა დაიტრაბახა, ის თვად ხელმძღვანელობს „ეკონომიკურ დიპლომატიას" და უკვე მოინახულა ევროპის რიგი ქვეყნები და არაბეთის გაერთიანებული საემირო. როგორც „კომერსანტი" აღნიშნავს, სააკაშვილის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეიდან აღმოსავლეთის ქვეყნებთან კავშირების დეპარტამენტიც კი ჩამოყალიბდა, რომელიც პირველ რიგში, ინვესტიციების მოზიდვით დაკავდება.

მომავალმა აქციებმა და მიტინგებმა, რომელსაც დესტაბილიზაცია მოყვება, შეიძლება დააზიანოს საქართველოს იმიჯი და შეაშინოს ინვესტორები. სახელმწიფოს მეთაურს არ დავიწყებია ოპოზიციის აქტიურობის საწინააღმდეგო ამ არგუმენტის მუშათა წინაშე გამოსვლისას გამოყენებაც.

კრიზისთან საბრძოლველი მეორე რესურსი - შიდაა. ჯერ კიდევ პარლამენტში კამათისას სააკაშვილმა მოუწოდა დეპუტატებსა და მინისტრებს, რომ შემცირებინათ სამსახურებრივი ხარჯები და თავადაც გამოთქვა მზადყოფნა „ქამრის მოსაჭერად", გაყიდა რა დასავლეთში თავისი ორი რეზიდენცია და გადასცა მესამე დევნილებს. სხვათა შორის, ასეთი „ვილა" პრეზიდენტს სულ 7 აქვს. ამასთანავე, ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობა, კრიზისი მიუხედავად, გრძელდება. კონსერვატორთა პარტიის ლიდერის, გიგა ბუკიას ინფორმაციით, ამ ობიექტისთვის უკვე დახარჯულია 500 მილიონ ლარზე მეტი.

გუშინ სააკაშვილმა ჩინოვნიკების ხარჯების შემცირების იდეა გააჟღერა. ფინანსების ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდა მან არასაპარალმენტო ოპოზიციასაც. მისი მოსაზრებით, ბოლო დროს ქართველ პოლიტიკოსებს დიდი ფული გაუჩნდათ, მაგრამ ეს ფული არ იხარჯება კეთილი საქმეებისთვის. ამასთან ერთად , სახელმწიფოს მეთაური ამტკიცებს, რომ ის და მისი გუნდი ამ „დიდ ფულს" არ ღებულობენ და არა აქვთ. ნათელია, რომ პრეზიდენტი ასეთი უსამართლობის გამო ნაწყენია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100