RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი ძალოვანებს ანაცვლებს

10.03.2009  |  09:25

9/1/8/1918.jpegსაქართველოს ძალოვან სტრუქტურაში ისევ გადანაცვლებებია. დანიშვნიდან ოთხი თვის შემდეგ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ამიერდან ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის პიველი მოადგილე ხდება. გათავისუფლებულ ადგილს კი, ჩაჩიაბაიას ყოფილი პირველი მაოდგილე, დავით ჭანკოტაძე დაიკავებს. გადანაცვლებების კომენტირებისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა:" მოცემული კორექტირება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ გვინდა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ შეიარაღებული ძალების მართვა, - მის ციტირებას ახდენს Civil.ge - მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა შეიქმნას ახალი პროგრამები იმისთვის, რომ გადავიყვანოთ ჩვენი არმია პრაქტიკულად ახალ საფეხურზე".

„ახალი პროგრამების" არსი, როგორც თავსი „რწმენის" საფუძველიც, პრეზიდენტს არ აუხსნია. თუმცა ვლადიმერ ჩაჩიბაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბოლო რამდენმე დღის განმავლობაში მუსირებდა. ყველაფერი იმით დაიწყო,რომ გაზეთმა „რეზონანსმა" 27 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ჩაჩიბაის მიერ, თანამდებობის „საკუთარი სურვილით" დატოვების შესახებ დაწერილ განცხადებაზე.

მაშინ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა ინწკირველმა ამ ინფორმაციას „სისულელე" უწოდა. ერთი კვირის შემდეგ კი, გამოდის, თავად მოაწერა ხელი ამ „სისულელეს". „ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აბსოლუტურად შესაფერისი კანდიდატურაა. ის სავსებით აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას." - განუცხადა მან Civil.ge-ს.

თუ რომელ მთხოვნებს არ აკმაყოფილებდა ჩაჩიბაია გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე - ისტორია დუმს. საინტერესოა, რომ ამ თანამდებობაზე მისმა წინამორბედმა - ზაზა გოგავამ - გათავისუფლებამდე იგივე განმარტებები მოისმინა სააკაშვილისგან. „დღეს ჯარს სჭირდება მოდერნიზაცია და ამ მოდერნიზაციას ჩაატარებს გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი" - მისი სიტყვების ციტირებას ახდენდა „რეგნუმი".

ქართული არმია ცვლილებას განიცდის საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიერ შემუშავებული ჩარჩოების მოთხოვნის შესაბამისად. ამ კრიტერიუმის მიხედვით გატარებულ რეფორმებზე ცოტა ხნის წინათ, თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის მიერ საზოგადოებისთვოს წარდგენილმა მოხსენებამ - „თავდაცვის მინისტრის ხედვა 2009 წლისთვის"- გვამცნო.

წლის დასაწყისში ერთ-ერთი სამხედრო რეფორმა ჩატარდა. თავად ჩაჩიბაიამ „რია ნოვოსტის" იანვარში განუცხადა, რომ ამიერიდან მცურავი საშუალებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთელი სამხედრო-საზღვაო ძალების სტრუქტურა გადავიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მართველობაში. ყველა მფრინავი აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობა - თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. „საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მუქარის შემთხვევაში, ყველა ჩვენი ქვედანაყოფები კოორდინირებულად იმუშავებენ" - განმარტა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100