RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საშიშია თუ არა ერგნეთის ბაზარი?

07.02.2013  |  15:08
საშიშია თუ არა ერგნეთის ბაზარი?. 29038.jpeg

საქართველოში განიხილება საკითხი ერგნეთის ბაზრის აღდგენის მიზანშეწო-ნილობის შესახებ, ბაზრისა, რომელიც არსებობდა 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის მახლობლად. ექსპერტები საუბრობენ ამ გადაწყვეტილების როგორც დადებით, ისე უარყობით მხარეებზე. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა მიესალმება ამ იდეას, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ აუცილებელია პირველ რიგში მათ უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება. აღდგება თუ არა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ბაზარი?    

 

ერგნეთის ბაზარი - უფრო ზუსტად, ტერიტორია სოფ. ერგნეთში, სადაც მდებარეობდა ეს ბაზარი - ძალიან ახლოსაა,სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში ცხინვალთან. დღეს ის უზარმაზარი ბაზარი,რომელიც 2004 წლამდე ითვლებოდა ყველაზე დიდ ბაზრად სამხრეთ კავკასიაში, შორეულ წარსულშია. დღეს იმ ადგილის განსაზღვრა, სადაც ადრე და ვაჭრობა, შეიძლება მხოლოდ დაჟანგული ცისტერნებით,ჯიხურების ნამსხვრევებით, რაგაც კონსტრუქციების რკინისა და ბეტონის ნაწილებით, რომელებიც ყველგან არის მიმოფანტული.

ერგნეთში ბაზარი არსებობდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, განსაკუთრებით აქტიურად აქ ვაჭრობა მიმდინარეობდა 1996 წლიდან. რუსეთიდან შემოჰქონდათ ყოველგვარი საქონელი, საქართველოდან რუსეთში კი გაჰქონდათ ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტუქცია - მანდარინი, მწვანილი, ვაშლი. ამ ბიზნესიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ შედიოდა არცერთი თეთრი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა - როგორც ქართველები, ისე ოსები - კმაყოფილი იყო. ეს მათთვის მაინც შემოსავალი იყო. აგრეთვე ეს იყო ხიდი ორ მხარეს შორის. იმ დროს თბილისიდან ცხინვალში ან ჯავაში მოხვედრა უპრობლემოდ, შეიძლებოდა ტაქსით. გზა გახსნილი იყო ორივე მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავეში მოსვლის შემდეგ, ერთ წელიწადში 2004 წელს ერგნეთის ბაზარი დაიხურა. ოფიციალური ვერსიით, ეს იმიტომ გაკეთდა რომ ამ გზით საქართველოში შემოდიოდა კონტრაბანდული პროდუქცია, რაც საქართველოს ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებდა. არაოფიციალური ვერსიით კი პროდუქციის იმპორტი გადავიდა ქ. გორის მაშინდელი ადმინისტრაციისა და მათი თბილისელი მფარველების ხელში.

"ერგნეთის ბაზარი" კი არ უნდა დაეხურათ არამედ უნდა მიენიჭებინათ მისთვის კანონიერი სტატუსი - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ - არ შეიძლებოდა იმ კავშირებისა და კონტაქტების დაკარგვა, რომლებიც არსებობდნენ ამ ბაზრის წყალობით. ეხლა უკვე ბაზრის აღდგენა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელია. საუბარია არა 90-იანი წლების ერგნეთის ბაზრის ზუსტ კოპირებაზე, არამედ რაღაც ახალი სტრუქტურის შექმნაზე. რაც შეეხება კონტრაბანდის საშიშროებას, ეს პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას სხვა ადგილებშიც. თუ არ იქნება შესაბამისი კონტროლი. ეს ეხება არა მარტო ერგნეთს. საერთოდ, საქართველოში არასაკმარი აქტივობით გამოყენებულია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, არა და მათ შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ მრავალი პრობლემის, მათ შორის კონფლიქტების, გადაჭრაში - განაცხადა საყვარელიძემ.

ეკონომისტები თავიანთ შეფასებებში უფრო ფრთხილობენ. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ ერგნეთის ბაზრის შესაძლო აღდგენას გააჩნია ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი ელემენტი. "ეს ძალიან რთული საკითხია რომელიც საჭიროებს ფრთხილ მიდგომას - განაცხადა თვალჭრელიძემ "ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში - მისი აღდგენის შემთხვევაში არსებობს იმის სასიშროება რომ გაიზრდება იარაღის, ნარკოტიკების კონტრაბანდა. მე ვთვლი, რომ შეიძლება განხორციელებულ იქნას სხვა ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ჯავის მინერალური წყლების, კვაისის ტყვიის საბადოს დამუშავება. ასე რომ ეს საკითხები მოითხოვენ კომპლექსურ მიდგომას - აღნიშნა თვალჭრელიძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100