RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კრიზისი თავის წესებს გვკარნახობს. ომი გადაიდო

11.03.2009  |  10:39

9/3/7/1937.jpegსიტყვა „ომი" კვლავ აქტუალურია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთისთვის. ამის შესახებ საუბრობენ თბილისში და ცხინვალში. მართალია, თუკი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკითმა ხელახლა დაადანაშაულა საქართველო მორიგი პროვოკაციის მზადებაში, მისმა კოლეგა მიხეილ სააკაშვილმა პარქტიკულად უარი თქვა თავის წინა განცხადებებზე და პირობა დადო, რომ ახალი საომარი მოქმედებები არ იქნება.

რეგიონში აგვისტოს მოვლენებამდეც და მას მერეც, რბილად რომ ვთქვათ, სიმშვიდე არ არის. საზღვარზე პერიოდულად ისვრიან, მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ, საერთაშორისო დამკვირვებლები ამაოდ ეძებენ მტყუანსა და მართალს. ამასთან, პერიოდულად ომთან დაკავშირებული ხმები ისევ და ისევ აფორიაქებს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალახს.

ამ დღეებში, სარულიად ოსეთის სახალხო მოძრაობის „სტირ ნიხასის" საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ამზადებს მორიგ პროვოკაციებს, გადმოსცემს „ინტერფაქსი". კოკოითმა ასეთი არგუმენტები მოიყვანა: „ცოტა ხნის წინ აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერა ხელი, უახლოეს მომავალში ნატოსთან ერთად ჩატარდება ფართომასშტაბიანი სწავლებები. საქართველოს შეიარაღება ივსება, საქართველოს ჯარს აძლიერებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით". მართალია, ქარტიას ხელი ჯერ კიდევ იანვარში მოაწერეს და საქართველოში ნატოს სწავლებებზეც კარგა ხნის წინ იყო ცნობილი.

ერთი და იმავე დღეს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც გაისმა. ამჯერად, როგორც „როსბალტი" გადმოგვცემს, მან განაცხადა: "ჩვენ გამოვრიცხავთ ახალ სამხედრო ავანტიურას რუსეთის მხრიდან". თუმცა, ტრადიციისამებრ დაამატა: „მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად". საქართველოს მთავრობა ხომ ტრაგიკული აგვისტოდან ნახევარი წლის განმავლობაში თავის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი ომითა და „აგრესიით" აშინებდა.

„გასაბჭოებასთან" დაკავშირებულ თებერვლის ღონისძიებებზე მიხეილ ნიკოლოზის ძე აცხადებდა: „ რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსიის შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვდგავართ ოკუპაციის საშიშროების წინაშე". საპარლამენტო ოპოზიციამ ტრადიციისამებრ, მხურვალედ დაუჭირა მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეთაურის პოზიციას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ სააგენტო GHN-ს განუცხადა: " თუკი აგვისტოში რუსეთის მოქმედებები განაპირობებული იყო ნავთობისა და გაზის ფასებით, ანუ ეკონომიკური ზრდით, ახლა კრიზისის პირობებში, ის შეეცდება გადაიტანოს ყურადება საქართველოზე ან უკრაინაზე. მთავარია, რომ რუსეთს ამისათვის რეალური შანსი აქვს". კოლეგები ცდილობდნენ, მოსალოდნელი ომის შესახებ პროგნოზების გაკეთება ერთმანეთისთვის დაესწროთ .

თუმცა მოულოდნელობებით სავსე მიხეილ ნიკოლოზის ძემ, როგორც ყოველთვის ერთპიროვნულად, გადაწყვიტა შეეცვალა პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ „ ნაციონალებს" სასწრაფოდ გადაწყობა მოუხდათ. რატომ მოხდა ხელისუფალი პარტიის მიერ საკითხის ასე უჩვეულოდ დაყენება? მიზეზი რამდენიმეა. ერთ-ერთი მათგანი - სააკაშვილის მცდელობა, დაუმტკიცოს თანამემამულეებს, რომ ის ოპოზიციაზე, რომელიც მას აკრიტიკებს უფრო შორსმჭვრეტელი და რაციონალურია.

ქართულმა ოპოზიციამ საომარ ანტირუსულ ისტერიაზე საკუთარი დასკვნები გააკეთა. კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ სპეციალური პრეს-კონფერენციაც კი ჩაატარა, რომელზეც განაცხადა: „ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა. ეს მეთოდი ხელისუფლებისთვის - ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია. რამდენჯერმე, როდესაც საპროტესტო აქციები იწყებოდა, ისინი იწყებდნენ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საშიშროებებზე საუბარს". უფრო მეტიც, ოპოზიციამ თავად დაიწყო მოსკოვთან ურთიერთობების მოსაგვარებელი გზების ძიება.

ასე რომ, მიხეილ ნიკოლოზის ძემ, როგორც პოლიტიკურ არენაზე გამოცდილმა მოთამაშემ, კვლავ გააკეთა „ცხენით სვლა" - თითქოსდა, არ იქნება ომი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100