RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დიალოგი საქართვოლოსა და რუსეთს შორის: ყინული დაიძრა

13.02.2013  |  15:21

გუშინ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა კონფერენცია თემაზე "საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივები ". ამ კომფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ახალგაზრდა რუსი ექსპერტების, პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ჯგუფი. 

შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო დიალოგის ფორმატში, ორგანიზებული იყო კონფლიკტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის მიერ. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ: ნიკოლაი სილაევი - კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ანდრეი სუშენცოვი - საერთაშორისო პრობლემების გამოყენებითი ანალიზის კათედრის მასწავლებელი, ფიოდორ ლუკიანოვი - საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე და ჯურნალის "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" მთავარი რედაქტორი, სერგეი მიხეევი - პოლიტოლოგი.

საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ექსპერტები ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკის, პოლიტოლოგიის დარგში : ლადო პაპავა,ზურაბ აბაშიძე, ივლიანე ხაინდრავა, ნანა დევდარიანი, პეტრე მამრაძე და სხვა.

არსებითად ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო ურთიერთდაახლოების მცდელობა. ბევრი ელოდა, რომ ამ დიალოგის შემდეგ წამოვიდოდა ახალ-ახალი წინადადებები ან თუნდაც გაკეთდებოდა ძველი მტკივნეული პრობლემების ახლებური შეფასებები. სინამდვილეში კი თითქოსდა დამოუკიდებელი ექსპერტების აზრი ძალიან წააგავდა ოფიციალური მოსკოვის შეხედულებებს.

განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკური ვექტორი, რაც ასე ძალიან აღიზიანებს რუსეთს. რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, საქმე იმაში კი არ არის, რომ რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევროსაბჭოსკენ, არამედ იმას, რომ საქართველო "დასავლური" არჩევანი ავტომატურად არ გახდეს ანტირუსული, არ იქნას დაშვებული ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გავრცელება რუსეთის საზღვრებამდე. რუსეთის დასუსტების იმედით საქართველოს სტრატეგიის წარმატებები დამოკიდებული ხდება ისეთ ფაქტორებზე, რომლებზეც ზემოქმედება თბილისის მთავრობას არ ძალუძს - ამბობენ რუსი ექსპერტები. გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ ეს ხელს უშლის საქართველოს ისარგებლოს იმ უპირატესობებით, რომელსაც იძლევა რუსეთის ეკონომიკის ზრდა და რომლითაც სარგებლობენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და სომხეთი. მოსკოვი მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს არ დაბლოკოს დისკუსია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს გარდა სხვა მექანიზმების გამოყენების შესახებ და მთლიანობაში ალტერნატივაზე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.

რუსული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ფიოდორ ლუკიანოვმა აღნიშნა, რომ არ ესმის რატომ ისწრაფვის საქართველო ნატო-სა და ევროკავსირისკენ. "ხომ უნდა გაიგოთ, რომ საქართველოს ევროკავშირში არავინ არ ელოდება. ნატო-ს წევრობაც საქართველოსთის შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის დროს. იმ მთავრობის შეცვლის შემდეგ კი შეიცვალა ოფიციალური ვაშინგტონის შეხედულებები" - განაცხადა ბატონმა ლუკიანოვმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონის დაინტერესება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საქმეებისადმი საგრძნობლად იკლებს.

ამაზე ქართული მხრიდან რეაგირება მოახდინა სერგი კაპანაძემ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS - ის დამფუძნებელმა. მან აღნიშნა, რომ თბილისისთვის მთავარია, რუსეთმა არ მიუთითოს საქართველოს, როგორი საგარეო პოლიტიკა გაატაროს. ეს უნდა იყოს მისი დამოუკიდებელი არჩევანი "როცა ლაპარაკობ ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვაზე, მხედველობაში გაქვს პირველრიგში ევროპის ქვეყნებისთვის დამახასიატებელი გარკვეული ფასეულობები. საუბარია ლიბერალურ დემოკრატიაზე, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოდელზე, რისკენაც უპიველეს ყოვლისა მიისწრაფვის საქართველო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100