RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ივანიშვილი ქვეყნის განიარაღებას ეწევა? ჯავშანმანქანა “ლაზიკა’

13.02.2013  |  15:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განიხილება საკითხი მისგან კვლევითი ტექნიკური ცენტრის "დელტას" შესაძლო გამოყოფის შესახებ. "დელტა" გადის სპეციალიზაციას სამხედრო ტექნიკის დამუშავება-წარმოების საკითხზე. ჯერ ერთი წელიც არ გასულა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე "დელტას" უკანასკნელი პირმშოს - ახალი ქართული ჯავშან მანქანის "ლაზიკას" - პრეზენტაციიდან.თვით ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა ახალი მანქანის ტექნიკურ - ტაქტიკური მაჩვენებლის დემონსტრირებას და მონაწილეობა მიიღო "ლაზიკას" გამოცდაში. მისი იმ დროინდელი განცხადებები ძალიან პათეტიკური იყო.

ჩვენ გამოვუშვით ჯავშან-ტრანსპორტიორი, ვაწარმოებთ ავტომანქანებს, სხვა ტექნიკას. პრაქტიკულად ნულიდან ავაწყვეთ მათი წარმოება, რათა ადგილობრივი რესურსებით დავეხმაროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნოირებთან, რათა ბოლო მოვუღოთ საქართველოს იზოლირების მცდელობას ჩვენი მტრების მხრიდან, მათ შორის ამ სფეროშიც -განაცხადა მაშინ საააკაშვილმა.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ტექნიკური კვლევითი ცენტრის ორიენტაციაში მისი გამოყოფა თავდაცვის სამინისტროდან? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვერ ხედავს ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობის აუცილებლობას და "დელტას" გამოყოფა უწყებიდან სინამდვილეში ნიშნავს მისი მოღვაწეობის შეჩერებას?

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გორში ყოფნისას საქართველოს ნაციონალური თავდაცვის აკადემიის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა , რომ ძალიან შეშფოთებულია სამინისტროსგან "დელტას" შასაძლო გამოყოფის გამო.

"მე ვიცი, რომ საქართელოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დიდი დისკუსის იმაზე, დარჩეს თუ არა "დელტა" სამინისტროს შემადგენლობაში. მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და მთლიანად მთავრობას, რომ თუ საქართვლო უარს იტყვის სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. თუ ცენტრი "დელთა" გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს, ის გახდება ისეთივე გაპარტახებული, როგორიც იყო ადრე. ჩვენ მისი აშენება ნულიდან დავიწყეთ" - განაცხადა საქართვლოს პრეზიდენტმა.

რა დგას პრეზიდანტის ამ სიტყვების უკან? რეალური შეშფოთება? თუ სინამდვილეში ეს კიდევ ერთი წყენაა ახალ მთავრობაზე და მიერ მიღებულ დამოუკიდებულ გადწყვეტილებაზე? ვინ და რატომ უნდა გაძარცვოს კვლევითი ცენტრი? სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლა რატომ უნდა ნიშნავდეს ცენტრის მოღვაწეობის შეწყვეტას?

ამჟამად "დელტას" თავდაცვით საწარმოებში ხდება ქართული საბრძოლო მანქანა "ლაზიკის" და ჯავშანტრანსპორტიორის "დიდგორის" გამოშვება. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკვე არის ქართული პროდუქციით დაინტერესება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, კერძოდ აზერბაიჯანიდან და კორეიდან, მხედველობაში ჰქონდა სამხრეთ კორეა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ გვაქვს საშუალება ქვეყნის ბიუჯეტის შევსების-თვლის სააკაშვილი. დღეს ეს შეიძლება ჩაითვალოს გულუბრყვილო იდეა-ფიქსად. გამოსვებულია სულ საბრძოლო მანქანების სალ რამდენიმე ერთეული. მათ ჯერ გამოცადც არ გაუვლიათ. ასეთ პირობებში მოგებაზე საუბარი ნაადრევია. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ სამხედრო-ანალიტიკური ჯურნალის "არსენალის" მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს.

- საუბარი საბრძოლო ტექნიკის გაყიდვიდან მიღებულ მოგებაზე შეიძლება მაშინ, როცა უკვე აწყობილია მასიური წარმოება. მართალის "დელტამ" გამოუშვა რამდენიმე ერთეული "ლაზიკა" და "დიდგორი" მაგრამ არსებობს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ეფექტურიბა და ფასი. რამდენად მომგებიანი იქნება ასეთი სახის ტექნიკის წარმოება და გაყიდვა? ეს ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. დღეისთის აღნიშნული მანქანები წესიერად არც არის გამოცდილი, თანაც ამ ბაზარზე არსებობს მკაცრი კონკურენცია. და ბოლოს ყველაზე მთავარი არის ჯავშანტრანსპორტიორები "დიდგორი" იქნება კოპანია Ford-ის წარმოების მძლავრი პიკაპების ბაზაზე. შესაძლებელი იქნება თუ არა მათთან შეთანხმება ამ მანქანების გაყიდვაზე, თუნდაც საქართველოში დამზადებული კორპუსებით?

-თქვენი აზრით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი "დელტას" საქმიანობაში თავდაცვის სამინისტროდან მისი გამოყოფის შემდგომ?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100