RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პრეზიდენტის საგაზაფხულო მანევრები

12.03.2009  |  10:06

9/5/0/1950.jpegქართული ოპოზიცია ყველა ფრონტზე წინ მიიწევს. მისი ლიდერები ულტიმატუმებს არ იშურებენ, გესლიანად ადანაშაულებენ სააკაშვილს. მოსახლეობაში გროვდება ხელმოწერები მისი გადადგომის მოთხოვნით. ახლა ამით დაკავებულია „ალიანსი საქართველოსათვის" და „გაერთინებული ოპოზიცია". ოპონენტების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, პრეზიდენტი დიდად შეწუხებული არ არის.

ოპოზიციის მღელვარებაზე პასუხად, სააკაშვილი არაორაზროვნად აცხადებს, რომ მზადაა დაიცვას თავისი პოზიციები. გასულ შაბათ-კვირას პოლიციამ ოპოზიციური მოძრაობა „7 ნოემბრის" საპროტესტო აქცია დაარბია. თუკი ერთი კვირის წინ ამ მოძრაობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, უკვე 9 მარტს მათ გადადგომისკენ მოუწოდეს სააკაშვილსაც. რეზულტატი ადრინდელია - აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. საპასუხოდ, „7 ნოემბერმა" ხელისუფლებას მორიგი ულტიმატუმი წამოუყენა. მესამე - ოპოზიციისგან. მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 9 მარტის 18:00 სთ - მდე მისცა, რომ გაეთავისუფლებინათ მათი ლიდერი, დაჩი ცაგურია, რომელიც მიტინგის დარბევისას დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციონერები პარლამენტის წინ კარვების ქალაქის გაშლით იმუქრებოდნენ. აქტივისტი გაათავისუფლეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმა - 400 ლარი (დაახლოებით 160 $) დააკისრეს. თუმცა, ცაგურიამ განაცხადა, რომ სასამართლოს მითითების შესრულებას არ აპირებს. მეტიც, გადაწყდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ასე რომ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობის გარკვევემ მშვიდობიანად გადაინაცვლა სასამართლო სისტემის უსასრულო კორიდორებში.

საქართველოში სადღესასწაულო დღეები მდიდარი იყო ურთიერთობების გარკვევით. რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ცნობილია პრეზიდენტისა და მასთან დაახლოებული პირების სკანდალური დადანაშაულებებით და მხილებით, ქართულ მასმედიას განუცხადა, რომ შსს-ს გენერალმა ირაკლი კოდუამ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ის ათობით თვითმხილველის თვალწინ სცემა. კიწმარიშვილი ამტკიცებს, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ გენერლის ოჯახის წევრები და ნათესავები.

როგორც „ინტერფაქსი" იტყობინება, კიწმარიშვილმა მიმართა შსს-ს ხელმძღვანელობას, თუმცა ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მაშინ ყოფილმა ელჩმა მიმართა სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს. ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული. როგორც იმავე კიწმარიშვილის სარჩელი, „რუსთავი-2"- ში მისი აქტივების ხელისუფლების მიერ „ექსპროპრეაციის" თაობაზე.

გუშინვე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ დაწყებული პიარ-კამპანიის გამო აღშფოთდა. ანტისახელისუფლებო შეხედულებებში მისი თნანამოაზრეები, მაგრამ ოპოზიციის ლიდერობაში კონკურენტები, ბოლო დღეებში ნინო ანზორის ასულის მიმართ ბრალდებებით გამოვიდნენ. როგორც nregion იტყობინება, პარტიის პერს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, „არაა გამორიცხული, რომ სინამდვილეში ამ „შავი პიარის" ავტორი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაა, რომელიც ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ყოველ სახალხო გამოხდომაზე 500-დან 5 000 ლარამდე იხდის".

ფაქტი ფაქტად რჩება - „რევოლუციურ დროში" ყველა საშუალება კარგია. თუკი ქართული ოპოზიცია გაითავისებს ამ პოსტულატის მექანიზმს, მაშინ, მიხეილ ნიკოლოზის ძეს ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს. უნებლიედ რწმუნდები ყოფილი პერზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გამჭრიახობაში. ის თვლის, რომ საეჭვოა, ოპოზიციის გავლენით სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტის დატოვებას დათანხმდეს.

„სიტუაცია საქართველოში უკიდურესად დაძაბულია, მთელი მოსახლეობა ამას გრძნობს და იცის", - შენიშნავს გამოჩენილი პოლიტიკოსი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100