RSS
на русском en in english
22.10.2018
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დაბრუნდება გოჩა ძასოხოვი საქართველოში?

28.02.2013  |  16:46

გოჩა ძასოხოვი კვლავ გამოჩნდა იანვროს ბოლოს მოსკოვში, სადაც შეხვდა სრულიად საქართველოს კატოლიკოსს ილია მეორეს. თვით ძასოხოვის ვერსიით ამ შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი იმ ოსების განთავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოს ციხეებში, მაგრამ ცხინვალში მიუღებლად ჩათვალეს ის ფაქტი, რომ მოსკოვში ოსური თემის ხელმძღვანელი შეხვდა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც ადანაშაულებენ ოსების წინააღმდეგ ყველა იმ უბედურებაში რაც მათ თავს დაატყდათ. ძასოხოვი კი თვლის რომ აუცილებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ შესამჩნევი დადებითი ტენდეციები და გაგრძელდეს დიალოგი მშვიდობის მიღწევამდე. ოსური თემის ნაწილი მაინც აცხადებს, რომ ისინი შექმნიან სხვა ორგანიზაციას, თუ ისინი თუ თემში დარჩება ის ხალხი, რომელიც შეხვდა საქართველოს პატრიარქს. ადამიანები, რომლებიც იცნობენ ძასოხოვს აღნიშნავენ, რომ ის დღემდე არ კარგავს საქართველოში დაბრუნების იმედს, რომელიც 5 წლის წინ იძულებით დატოვა. შესაბამისად, ბიზნესმენი აპირებს დაიბრუნოს წართმეული ბიზნეს - აქტივები. შეიძლება, ძასოხოვის შეხვედრა პატრიარქთან იყო პირველი ცდა კონტაქტების დამყარებისა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, რომელსაც ძასოხოვი ღიად უჭერდა მხარს საპარლამენტო არაჩევნების წინ? როგორც ჩანს, ამჯერად მისთვის ბიზნესი და პოლიტიკა სავსებით შეთავსებადი მცნებებია. 

მიხეილ ვარძელაშვილი 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100