RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დაბრუნდება გოჩა ძასოხოვი საქართველოში?

28.02.2013  |  16:46

აპირებს თუ არა ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი საქართველოში დაბრუნებას? შერისხულმა ოლიგარქმა მიიღო ეს შანსი მას შემდეგ მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. ბიზნესმენმა, რომელიც განდევნილი იქნა ქვეყნიდან მიხეილ საააკაშვილის მმართველობის დროს, უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი ახალ მთავრობასთნ კონტაქტების დასამყარებლად - შეხვდა მოსკოვში მყოფ კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.

 

"საქართველოში დარჩება გოჩა ძასოხოვი მარტო გვარი". ეს ფრაზა, თვითონ ძასოხოვის სიტყვებით, ეკუთვნის ყოფილ გენერალურ პროკურორსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. "ვარდების რევოლუციისა" და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ძასოხოვი იყო პრეზიტენტთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, მაგრამ მოგვიანებით მათი გზები, ისევე როგორც სააკაშვილის სხვა თანამოაზრეების გაიყარა. კონფლიქტი ისე გაღრმავდა, რომ რომ ძასოხოვი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა და წასულიყო რუსეთში. საინტერესოა, მან საბოლოოდ დატოვა ქვეყანა?

საქართველოში გოჩა ძასოხოვის ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ 1990 -იან წლებში, როცა მან დააარსა აგრალური ჰოლდინგ კომპანია. ამ ფირმის საკუთრებაში იყო ყურძნის, ვაშლის და ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხნები. გოჩა ძასოხოვმა დაიკავაზ 47- ე ადგილი მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ქართველთა რეიტინგში.

საქართველოში ძასუხოვის ბიზნეს-ინტერესები იყო თავმოყრილი უძრავი ქონების სექტორში, საბანკო სფეროში, სასტუმროების სექტორში, შაქრის, ხილის კონცენტრატების, ხილის, რძის პროდუქტების წარმოებაში და საკონსერვო მრეწველობაში.

ქართველ საზოგადოებას გააჩნია მცირე ინფორმაცია ძასოხოვზე. პრეზიდენტ სააკაშვილთან კონფლიქტის წარმოქმნამდე ის "ჩრდილში ყოფნას" ამჯობინებდა.

პირველი წინააღმდეგობა წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ჩაიფიქრეს შეექმნათ ორგანიზაცია "კოკოითი ფანდარსტ" (კოკოითი წადი). ძასოხივი ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ხელს არ შეწყობა კონფლიქტის გადაწყვეტას და კიდევ უფრო გააღრმავებდა უთანხმოებას ქართველებსა და ოსებს შორის. გოჩა ძასოხოვმა ეს პროტესტი კერძო საუბარში გამოთქვა, მაგრამ მისმა სიტყვებმა მალე მიაღწია ქვეყნის ხელისუფლებამდე.

ესევე ძასოხოვს სთავაზობდნენ მაღალ თანამდებობას სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაში, რომელიც შემდეგ დაიკავა დიმიტრი სანაკოევმა. ამის საპასუხოთ გოჩა ძასოხოვმა გააკრიტიკა თვით ალტერნატიული მთავრობის შექმნის იდეა, უწოდა რა მას "უაზრო და ავანტურული", ხოლო წინადადებას დაკავებულიყო პოლიტიკით უარით უპასუხა. ამბობენ კიდეც, რომ სანაკოევს კანდიდატურა თვითონ ძასოხოვმა შესთავაზა ოღონდ არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში. ამ უარის შემდეგ მის წინააღმდეგ იწყება ღია რეპრესიები.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი იურისტი გელა ნიკოლაიშვილი. "რამდენადაც მე ვიცი ძასუხოვს შესთავაზეს ის პოსტი, რომელიც შემდეგ სანაკოევმა დაიკავა, - თქვა ნიკოლაიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში - მაგრამ მან უარით უპასუხა. მაშინ მას წაართვეს მთელი ბიზნესი საქართველოში, მათ შორის ყველაზე მსხვილი იყო შაქრის ქარხანა სოფელ აგარაში. ის ამარაგებდა შაქრით პრაქტიკულად მთელ საქართველოს. ძასოხოვი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან მას დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია მიხეილ სააკაშვილს"- თქვა ნიკოლაიშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძასოხოვი საახალწლოდ გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ. პასუხად საქართველოს ხელისუფლებემ გაყიდა მთელი მისი ბიზნეს-აქტივები. ასე მაგალითად, ქართულ-გერმანულმა კომპანიამ "Hipp Georgia", რომელიც აწარმოებდა ბავშვათა კვების პროდუქტებს შეძინა აუქციონზე "Georgian Products" (ქართული პროდუქტები) ქონების ნაწილი, გაყიდულ იქნა სხვა ქონებაც. თვითონ ძასოხოვს კი დაუსწრებლად მიუსაჯეს 9 -წლიანი პატიმრობა ფინანსური მაქინაციებისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100