RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სომხეთმა სააკაშვილს საკუთარ თვალში მორი დაანახა

13.03.2009  |  09:32

9/6/7/1967.jpegერევანმა ურჩია სააკაშვილს, რომ საკუთარი მოქალაქეების ყურადღება მეზობელ ქვეყნებში არსებულ კრიზისზე კი არ გადაიტანოს, არამედ საკუთარი შიდა პრობლემებით დაკავდეს. ქართველი ლიდერის გამოფხიზლება იმის მერე გახდა საჭირო რაც, მან საკუთარი მოსაზრებები გადმოაფრქვია დრამის დევალვაციასა და რუსეთისა და სომხეთის მეგობრულ დამოკიდებულების შესახებ.

სომხეთში სწუხან: რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავს უფლება მისცა, მკვეთრად უარყოფითად შეეფასებინა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური პროცესები. როგორ ჩანს, კრიტიკის ისრები მან თავისი აგვისტოს დროინდელი მტრისკენ მიმართა, მაგრამ სრულიად უდანაშაულო მეზობელს მოახვედრა.

„თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკამ კრახი განიცადა. სომხეთმა კრახი განიცადა იმიტომ, რომ მთლიანად დამოკიდებული იყო რუსეთის ბაზარზე და როცა რუსეთის ბაზარი ჩავარდა, იგივე დაემართა სომხეთის ეკონომიკასაც. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში სირთულეები წარმოიქმნა. საქართველო გაუძლებს...", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რუსეთზე ეკონომიკური „დამოკიდებულების" ზიანის შესახებ ეს ტირადა თბილისის სიახლოვეს, ახალი სასტუმრო „კოპალას" გახსნაზე გაისმა, რომელიც ქართული წარმოშობის რუსმა მეწარმემ, თამაზ კოპალეიშვილმა ააშენა. გასაკვირი არაფერია - სააკაშვილმა დიდი ხნის წინ გაითქვა სახელი იმით, რომ შეუძლია ზუსტად შეარჩიოს თავისი გამოსვლების შესაფერისი ადგილი. მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილი მან ყბადაღებულ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გამოთქვა.

სომხეთის ხელმძღვანელობამ მეზობლის არამგობრულ გამოხდომაზე პასუხი არ იკადრა და საერთაშორისო სკანდალი პრეს-სამსახურის დონეზე დაამთავრა. სომხეთის პრეზიდენტის მდივანმა სამველ ფარმანიანმა გაავრცელა კრიტიკული, მაგრამ დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული კომენტარი: „გასართობი ცენტრის გახსნის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სომხეთის ეკონომიკაზე გამოთქმული შეფასება უსაფუძვლოა. არ ვთვლი, რომ მსგავსი დახასიათებები საქართველოში არსებული მრავალი პრობლემიდან საკუთარი ხალხის ყურადღების გადატანის საუკეთესო ვარიანტი იყოს".

საქართველოში, კერძოდ, სომხური დრამის ბედის გამო „შეწუხდნენ". შევნიშნავთ, რომ ბოლო დღეებში სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თანდათანობით მყარდება. ასე რომ, „მოძრავი კურსი" - ეს ჯერ კიდევ არ არის „კრახი", როგორც სააკაშვილს წარმოუდგენია და სულ ტყუილად ცდილობს დაუკავშიროს სომხეთის პრობლემები რუსეთს. სომხეთის სხვა სავაჭრო პარტნიორებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან ირანი და თურქეთი, თავის თავზე გამოსცადეს გლობალური კრიზისის გავლენა. საქართველოს პრეზიდენტი მოუხერხებლად ცრუობს, როდესაც თავის ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე საუბრობს. თქვენთვის ცნობილია, რომ რეალური სექტორის დიდი ნაწილი რუსი ბეზნესმენების ხელშია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, რუსეთიდან კერძო ტრანსფერების ხრჯზე ცხოვრობს.

რისთვის დასჭირდა სააკაშვილს სხვის თვალში ხიჭვის ძებნა? როგორც ჩანს, ის რამდენიმე კურდღელს ერთად გაეკიდა დასაჭერად. პირველ რიგში- საქართველოს ეკონომიკა ახლა თავადაა სავალალო მდგომარეობაში. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გაზეთთან „ბანკები და ფინანსები" ინტერვიუში აღიარა: ქვეყანაში რეცესია დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდოდა ეჩვენებინა, რომ „მეზობლებთან" ყველაფერი გაცილებით უარესადაა. ამ ვერსიას, სხავათა შორის, Panorama.am-ის ინფორმაციებიც ადასტურებენ იმის შესახებ, თუ როგორ „ეძებენ კრიზისს ერევანში" ქართული ტელევიზიის წარმომადგენლები. სომეხი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათმა კოლეგებმა მიიღეს დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეომასალა მოაგროვონ სომხსეთში „ეკონომიკური დაცემის" შესახებ.

სააკაშვილის განცხადების მეორე მიზანი, უეჭველად, საკუთარი თავის განდიდება იყო. თუკი ყველასთან ცუდადაა საქმე, საქართველოში კი კარგად, - ეს ბრძენი მმართველის დამსახურებაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100