RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დემოკრატია ქართული აქცენტით

13.03.2009  |  15:34

9/7/7/1977.jpegქართული პოლიტიკის "ქორმა"ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლემაც პოლიტიკური თავშესაფარი პარიზში ჰპოვა, დაგეგმილი მხურვალე სიტყვით თანამემამულეებისადმი მიმრათვა, ასეა თუ ისე, მაგრამ მაინც ვერ შეძლო. პირველი არხის ეთერი მისთვის დახურული აღმოჩნდა. ასეთია არსი, იმ მოკლე განცხადებისა, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის"ხელმძღვანელობამ გაავრცელა და რომლის ეთერზეც თავდაცვის ექს-მინისტრი ასე დიდ იმედებს ამყარებდა.

ეკა ბესელიამ - პარტია "მოძრაობა ერთაიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, რომელის თავკაციც ირაკლი ოქრუაშვილია, - ჯერ კიდევ თებერვალის ბოლოს განაცხადა, რომ იძულებით პოლიტემიგრაციაში მყოფი ექს-მინისტრი აპირებს სახლში დაბრუნებას და აქტიური მონაწილეობის მიიღებას ოპოზიციის საპროტესტო აქციებში. რადიკალური პოლიტიკოსის დაბრუნების პერსპექტივა, საქართველოში არაერთგვაროვნად იქნა აღქმული.

ექსპერტთა ერთი ნაწილი პოლიტიკურ არენაზე სიტუაციის გამწვავებას წინასწარმეტყველებდა "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" მეომარი ლიდერის გამოჩენასთან დაკავშირებით, მეორენი საუბრობდნენ პარიზელი დევნილისა და ხელისუფლების საიდუმლო შეთქმულებაზე.

დაპატიმრებებისა და ხმაურიანი სასამართლო პროცესების აკომპანიმენტის ქვეშ, პოლიტიკურ შოუს მიჩვეული უბრალო მოკვდავნი კი, მკითხაობდნენ - დააპატიმრებენ თუ არა ოქრუაშვილს? სხვებთან მიმართებაში ხომ ხელისუფლებას დიდი ფიქრი არ დასჭირვებია. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ციხეში მხოლოდ და მხოლოდ შერისუხლ კვიციანთან სატელეფონო საუბრის გამო აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ბუნტი მოაწყო სვანეთში. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კი, პირდაპირ ექს-პრეზიდენტის მეუღლის ნანული შევარდნაძის პანაშვიდზე დააპატიმრეს, რამაც უკმაყოფილო მითქმამოთქმა გამოიწვია მაშინ, რომ : ახალგაზრდა "რევოლუციონერები" კავკასიურ ტრადიციებს არ სცემენ პატივს.

ასე რომ მთელი ინტრიგა ოქრუაშვილის მომავალთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ წინ გველოდება. ჯერჯერობით ის არათუ არ დაბრუნდა საქართველოში, არამედ ხელისუფლების აკრძალვასაც შეეჯახა პარიზიდან ტელეეთერში ჩართვასთან დაკავშირებით. ირაკლი ოქრუასვილის გამოჩენა პირველ არხზე იყო დაგეგმილი, (რომელსაც ახლა "საზოგადოებირი მაუწყებელს" უწოდებენ), პოპულარული ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას გადაცემის "პოლიტიკური კვირ"-ის მსვლელობისას. მაგრამ ვერ შედგა.

კიდევ უფრო მეტიც, ტელეარხის ხელმძღვანელობა სპეციალური განცხადებით გამოვიდა. რომლის არსიც ჯამში ის გახლდათ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად თვლის გასამართლებული ადამიანებისათვის ეთერის დათმობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს პიროვნებები სახელმწიფოს მიერ ძებნაში არიან გამოცხადებულნი. personae non gratae-თა შორის დასახელებულნი იქნენ: საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და შემდგომ არხის ხელმძღვანელობამ მორცხვად გაგრძელა "და სხვანი". სინამდვილეში, მხდევლობაში ჰქონდათ რა ყოფილთა ლეგიონი, რომლებიც ახლა სამშობლოში არაფრისდიდებით არ დაბრუნდებიან. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ გახდება არცერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტული იარაღი".- ნათქვამია განცხადებაში.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერთან ერთად ეკა ბესელია დაადანაშაულა ტელარხზე "ზეწოლაში". უკანასკნელი უკმაყოფილო ბობოქრობდა: " თუ კი პირველი არხი ეთერში "გასამართლებულებს" არ უშვებს, მაშინ გაუგებარია ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რა მიზნით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირაკლი ოქრუაშვილთან? "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეკუთვნის საზოგადოებას და ვალდებულია ეთერი დაუთმოს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის " ნასამართლევსაც" და მითუმეტეს პოლიტიკურ დევნილს. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლების დიქტატს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100