RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პრეზიდენტი შეიძლება არც იყო...

13.03.2009  |  15:35

9/7/8/1978.jpegუკვე გაზაფხულია, ქართული ოპოზიციის რიგებში კი თანხმობა ჯერ კიდევ არ არის. სააკაშვილის ოპონენტები საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობის ხელმოწერებს აგროვებს „გაერთიანებული ოპოზიციაც" და „ალიანსი საქართველოსთვის". ყოველი გაერთიანება, ალბათ, ამ აქციას სათავისოდ ატარებს. თუმცა ოპოზიციამ გუშინ განაცხადა: პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ეს განცხადება გააკეთა „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. „პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, როდესაც საქართველოში დაინიშნება თავისუფალი არჩევნები", - ჟურნალისტებთან მისი საუბრის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო Trend.

ამასთანავე, ალასანიამ აღნიშნა, რომ „ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალა თანახმაა იმაზე, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი შეცვლა". მართალია, არ იციან, როგორ განახორციელონ ეს. თავად ალასანიაც გამონაკლისი არაა. ჯერჯერობთ, ხელისუფლების მიერ უარყოფილი ულტიმატუმის პასუხი, მხოლოდ პლებისციტის გამოცხადებაა. გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში მან განაცხადა: „უახლოეს დროში ჩვენ ჩავალთ სხვადასხვა რეგიონებში და მოსახლეობას ამ პლებისციტის ჩატარების გეგმას გავაცნობთ... ჩვენ ასევე, ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე - ეკონომიკურ, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ამ სტრატეგიის შექმნას დრო სჭირდება". კონკრეტულად როგორი სტრატეგიის - მას არ დაუზუსტებია. ისმის შეკითხვა: მაზადაა კი, ოპოზიციური ძალების უფრო რადიკალურად განწყობილი ნაწილი, რომ მისცეს ეს დრო?

ასევე შეგახსენებთ, რომ „ახალი მემარჯვენეების" და რესპუბლიკელების ლიდერებმა, რომლებიც შედიან „ალიანსში საქართველოსთვის", ალიანსის დაბადების დღეს, 25 თებერვალს, ალასანია წარადგინეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა ცოტა გაუგებარია - თავად კანდიდატმა, რომელზე გათვლასაც აკეთებს მრავალი ოპოზიციონერი, ერთი თვის შემდეგ რატომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატის დასახელებისთვის დროა საჭირო.

სხვათა შორის, საქართველოს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ასევე დაასახელა პარეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი. მაგალითად ლეიბორისტებმა წარადგინეს შალვა ნათელაშვილი. პრეზიდენტობის ამბიცია განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც. პრეზიდენტობის დასახელებული კანდიდატებიდან არცერთი არ უარყოფს საკუთარ გეგმებს. თუმცა არჩევნების დანიშვნისათვის ჯერ უნდა იბრძოლონ. ამას გარდა, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მმართველობას უჭერს მხარს.

ამასთანავე, ხელისუფლების კულუარებში სააკაშვილისა და ალასანიას ფარული მოლაპარაკებებია შესახებაც საუბრობენ. თითქოს, ყოფილი თანამოაზრეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმის შესახებ, რომ „დაამუხრუჭონ სიტუაცია" და შემოიფარგლონ არა საპრეზიდენტო, არამედ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით. რესპუბლიკელების და „ახალი მემარჯვენეების" ლიდერებმა უკვე უარყვეს ეს ხმები. მაგრამ როგორც ამბობენ, პოლიტიკა - შესაძლებლობების ხელოვნებაა. ასე რომ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მომავალ მანევრებზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება.

ამასთანავე, საინტერესოა ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მოსაზრებაც. ახლახანს მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ კოორდინაციას უწევს ქართული ოპოზიციის მოქმედებას. „მე პენსიაზე მყოფი პოლიტიკოსი ვარ, არ ვერევი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ ვხვდები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას". - განაცხადა შევარდნაძემ.

თუმცა კომენტარების გაკეთებაში არაფერი უშლის ხელს. შევარდნაძემ გააქარწყლა ნინო ანზორის ასულის მომხრეთა იმედები და განაცხადა, რომ მას მოგების განსაკუთრებული შანსები არ აქვს. მისი აზრით, ბურჯანაძის კარიერა კრახით დასრულდა და ის უნდა წასულიყო ჯერ კიდევ 2007 წელს, როცადაარბიეს ოპოზიციის მიტინგი და როდესაც მის მისაღებში რამდენიმე დეპუტატმა შიმშილობა გამოაცხადა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100