RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„ქართული ოცნების ქალი“

28.03.2013  |  14:40

გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი? ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. რა არის ცნობილი ამ მალაპარაკების შესახებ და რამდენად რეალურია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მას ქალი -პრეზიდენტი ეყოლოს?

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ხოლო „ქართული ოცნების" ბანაკში მმართველი პარტიის კანდიდატთან დაკავშირებით სიჩუმე სუფევს. ანალიტიკოსებს მიანიათ - ეს სიჩუმე მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - მიმდინარეობს სერიოზული შიდა კონსულტაციები, რომელთა შინაარსი მკაცრად გასაიდუმოებულია.

ამ დღეებში ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ოპოზოციაში გადავიდა, საქართველოს მთავრობაში „მნიშვნელოვანი პოსტი" შეიძლება მიიღოს. მაგრამ კონკრეტულად რა?

მთავრობაში ვაკანტური ადგილები აღარ არის. თავად პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ ის მთავრობის მუშაობით კმაყოფილია და არანაირი როტაცია ახლო მომავალში არ იგეგმება. ერთადერთი მინისტრი, რომელთანაც ივანიშვილს კონფლიქტი მოუვიდა, თავდაცვის მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ირაკლი ალასანიაა, რომელმაც ამ კამათის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაკარგა. კამათი, სხვათა შორის, ასევე პრეზიდენტის პოსტის გამო გაჩნდა, რადგანაც ალასანიამ გარკვეული მოქმედებები კოალიციის ხელმძღვანელთან არ შეათანხმა.

ალასანია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე თავად ივანიშვილმა პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად დაასახელა, ალბათ, კოალიციის კანდიდატი აღარ იქნება - მან ვიცე-პრემიერის პორტფელზე გაცილებით მეტი დაკარგა. ივანიშვილის მიერ დასახელებული „რესპუბლიკელების" წევრის, ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა კი იმდენად არასერიოზულად გამოიყურება, რომ ამ ვარიანტის არც თავად ივანიშვილს, არც „რესპუბლიკელებს, არც ხმალაძეს არ სჯერა.

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მიისტრის პოსტი 2004-2005 წლებში ეკავა. ის გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან 2005 წლის 19 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ის არაკომპეტენტურობაში დაადანაშულა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ამ პოზიციას მხარი დაუჭირა.

ამის შედეგ ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტია - „საქართველოს გზა" დააარსა. თუმცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარმატებებს ამ ძალამ ვერ მიაღწია.

ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა პოსტი შესთავაზა მას ბიძინა ივანიშვილმა. ის მხოლოდ აცხადებს, რომ „ყველაფრისთვის მზად არის". „ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სად ვიქნები საქართველოსთვის უფრო სასარგებლო", - განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი-2"-ის ეთერში. „მე ახლა საფანგეთში ვცხოვრობ და საქართველოში ჩამოსვლისას რეგულარულად ვხვდები ბიძინა ივანიშვილს. თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ეს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილი არა კოალიციის წევრზე, არამედ სხვა კანდიდატურაზე გააკეთებს არჩევანს - სიტუაციის დასაბალანსებლად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატურაზე სარიოზულ კონსულტქაციებს აწარმოებს" - განუცხადა GeorgiaTimes-ს ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გიორგი ხუციშვილმა. „ალასანიაზე საუბარი აღარ მიდის, თუმცა ივანიშვილი ადრე ასახელებდა მას, როგორც შესაძლო კანდიდატს, შემდეგ გაიჟღერა ხმალაძის სახელმა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პლიუსია, რომ ის დიდი ხნის განავლობაშ საფანგეთში ცხოვრობდა, მას გააჩნია კავშირები საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში. ვფიქრობ, კონკრეტული კანდიდატურის ვინაობა აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი" - განაცხადა ხუციშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100