RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი ფოტოგრაფები: თავისუფლებაზე - სუფთა სინდისით

01.04.2013  |  11:49

2011 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ 4 ქართველ ფოტოგრაფს, რომლებიც პირობით სასჯელს იხდიდნენ, დღეს სასჯელიცა და ნასამართლეობაც მოეხსნათ. ამის შესახებ სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„წინა ხელისუფლებამ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ეს ფოტოგრაფები წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად, ჯაშუშურებად გამოაცხადა. რომ არა ქართული საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტიური მხარდაჭერა, ეს ადამიანები 1 ოქტომბრამდე (საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე) ციხეში იქნებოდნენ", - აღნიშნა სუბარმა.

თავად ფოტორეპორტიორები მიესალმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, რადგანაც ნასამართლეობა აბრკოლებდა მათ სამსახურეობრივ საქმიანობას. „ეს ნასამართლეობა მართლაც ძალზედ უშლიდა ხელს ჩვენს საქმიანობას - აკრედიტაციის მიღებას, სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას", - განაცხადა ირაკლი გელენიძემ.

ევროპული სააგენტო ერა-ს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ფოტოგრაფი ირაკლი გეგენიძე, მისი მეუღლე ნათია და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი აბდალაძე 2011 წლის ივნისში რუსული დაზვერვისათვის მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

ივლისში ოთხივეს პირობითი სასჯელი შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ე.წ. „ფოტოგრაფების საქმემ"  დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი  გამოიწვია. იგი დაჩქარებული პროცედურით განიხილეს, რადგანაც ყველა ბრალდებულმა, რომელმაც თავდაპირველად საკუთარი ბრალეულობა უარყო, შემდგომში ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.

2013 წლის 18 თებერვალს ფოტოგრაფებმა მიმართეს საქართველოს პროკურორს მათ საქმეზე „საიდუმლო" გრიფის მოხსნისა და მისი გადახედვის თხოვნით.

შედარებით ადრე, 2013 წლის იანვარში, ქვეყანაში პოლიტპატიმართა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე თვის მანძილზე სამ ათასამდე ადამიანი უნდა განთავისუფლდეს. ეს შეეხო, მათ შორის, ე.წ. „რუსი ჯაშუშების ქსელის" წევრებს, რომლებიც ასევე 2011 წლის ზაფხულში დააკავეს. ამნისტიის შესახებ კანონპროექტმა საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა გამოიწვია: სააკაშვილმა უარი განაცხადა დოკუმენტის ხელმოწერაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობენ პოლტპატიმრები  და საუბარია ჯაშუშებზე, სამშობლოს მოღალატეებსა და არასრულწლოვნების გამხრწნელებზე. პარლამენტში განხილვის დროს, მხარდამჭერ დეპუტატთა რიცხვი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა კანონპროექტს პრეზიდენტის ვეტო გადაელახა.

„ამნისტიის შესახებ" კანონი საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა 2012 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა, მაგრამ 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო კანონის იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა პოლიტპატიმრებსა და იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული არასრულწლოვნების მიმართ ჩაიდინეს. 28 დეკემბერს პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტის ვეტო, რის შემდეგაც კანონი კვლავ ქვეყნის პირველ პირს გადაეგზავნა. ხელმოწერის ვადა 12 იანვრის ღამეს ამოიწურა, რის შემდეგაც ეს უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

„ეს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტო", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტი, ამ კანონის მიღებისას, ჰუმანური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა.

უკვე მარტის თვეში საქართველოში ამნისტია 4 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, რომლებსაც პირობითი სასჯელი ჰქონდათ შეფარდებული. „18-დან 24 მარტის ჩათვლით ამნისტია შეეხო 4043 პირობით სასჯელ შეფარდებულ ადამიანს, რომლებიც პრობაციის ეროვნული ცენტრის აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ", - იტყობინება სასხელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

სრული ამნისტია შეეხო 2157 კაცს. კიდევ 554 -  პირობითი სასჯელი გაუნახევრდა. ასევე სასჯელის ვადა 1332 ადამიანს შეუმცირდა. სულ „ამნისტიის შესახებ" კანონის ძალით, პირობით სასჯელ შეფარდებული 5492 ადამიანი იქნა გათავისუფლებული.

ელენა მორიაკოვა 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100