RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამართალი და საქართველო: არის თუ არა მათ შორის კავშირი?

02.04.2013  |  16:36

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გამოაქვეყნა მოხსენება „საქართველოში 2012 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ", სადაც განვლილ წელს ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეწოდა. ამასთან, ომბუცმენის აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების რიგ სფეროებში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საგრძნობი გამოუმჯობესება აღინიშნება, ზოგი მიმართულებით მაინც სერიოზული პრობლემები არსებობს. 

სახალხო დამცველის მოხსენებიას უდიდესი ნაწილი საქართველოში პატიმრების უფლებების მდგომარეობას აქვს დათმობილი. „ჩვენ შევისწავლეთ სასამართლო ექსპერტიზის ანგარიშები და ჯანდაცვის სისტემის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. გაირკვა, რომ სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში 2012 წელს 67 პატიმარი დაიღუპა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ დაღუპულთა საშუალო ასაკი 44 წელია",  - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, აღინიშნება, რომ მსჯავრდებულთა უმრავლესობა 2012 წლის სექტემბრამდე, ქართულ ციხეებში პატიმრების წამების კადრების გამოქვეყნებამდე, დაიღუპა. ომბუცმენის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოს ციხეებში 140 კაცი, ხოლო 2010 წელს - 142 კაცი დაიღუპა, და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა".

მოხსენების თანახმად, 2012 წელს საქართველოს სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში 24 ათასი კაცი იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია ციხეების უკიდურესი გადატვირთულობა და სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე.

„2013 წლის 12 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ „ამნისტიის შესახებ" მიღებული კანონის შედეგად, ციხეებში პატიმრების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასით შემცირდა. ჩვენ მიგვაჩია, რომ პატიმრების რაოდენობის შემცირების ფონზე, სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტროს გაუადვილდა პატიმრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და საერთაშორისო სტანდარდების დაცვა",  - ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებად გამოცხადებულ პირებს, ომბუცმენის თქმით, აუცილებელია, შეიქმნას მკაფიო მექანიზმები მათი საქმეების განსახილველად და რეაბილიტაციის საკითხის გადასაჭრელად.

მოხსენების ცალკე თავი ომბუცმენმა  გახმაურებულ საქმეებს დაუთმო, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. კერძოდ, საუბარია 29 აგვისტოს  ლოპოტას ხეობაში, ქართულ-რუსულ საზღვართან, შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციაზე.

„სახალხო დამცველის კონფიდენციალური წყაროებიდან და სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ პირთა ოჯახების წევრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, შესაძლოა, საქმეში სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს. ომბუცმენი მიმართავს პარლამენტს, ამ საქმის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით",  - ნათქვამია მოხსენებაში.

მეორე მნიშვნელოვან საქმე, რომელიც სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში მოექცა, არის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფაქტები.

„საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეუდგა ყველა იმ გახმაურებული საქმის შესწავლას, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შორის - ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დათა ახალაიას საქმეების შესწავლისას ომბუცმენმა რიგ პროცესუალურ დარღვევებს მიაკვლია", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, „აღნიშნულ პერიოდში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაა. სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართავენ მოქალაქეები, რომლებიც დაკავების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადოთ მოპყრობაზე საუბრობენ. ასევე, თვალშისაცემია უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაც", - ნათქვამია მოხსენებაში, იტყობინება Новости-Грузия".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100