RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველომ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შეაჩერა

05.04.2013  |  15:30

გავრცელებული აზრით, წინა მთავრობა, მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში ფულის ხარჯვის თვალსაზრისით, ზედმეტად ხელგაშლილი იყო. ახალმა ხელისუფლებამ სკრუპულოზურად დაიწყო წინა მთავრობის პროექტების შემოწმება, რომელთაგან ბევრის განხორციელებაც უკვე არამიზანშეწონილად ჩაითვალა და შეჩერდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ნამახვან-ჰესის კაშხლის მშენებლობაა. მაგრამ აქ, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ პროექტის სიძვირეში არაა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობისთვის საჭიროა მთელი რიგი საინჟინრო, ეკოლოგიური და კულტურული გამოკვლელების ჩატარება.

რა უცნურიც არ უნდა იყოს, საქართველოს წინა ხელისუფლება ჰესების კაშხლების მშენებლობას ყოველგვარი პროექტირების, დაგეგმარებისა და ნახაზების გარეშე აწარმოებდა, ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოს დამცველების პროტესტების მიუხედავად.

დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, ყურადღებით შეისწავლოს ჰიდროელექტროსადგურებეის მშენებლობის საკითხები მანამ, სანამ მათი მშენებლობის პროცესს დაიწყებდეს. მსგავსი „რევიზია" უკვე ჩატარდა ერთ-ერთი ჰესის კაშხალზე ხუდოს ხეობაში. მისი შესწავლის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ინვესტორი არ მიიღებდა მშენებლობის ნებართვას მანამ, სანამ შესაბამისი ინსტანციები გარემოზე პროექტის გავლენის ხარისხს არ დაადგენდნენ. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში არანაკლები როლი საზოგადოების აქტიურობამაც ითამაშა.

მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოში უკვე დიდი ხანია გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგნად იქცა.

მშენებლობის დაწყების მიზნით კომპანია „ფერიმ"გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა აუცილებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის გადაწყვეტილების მისაღებად.

გარემოს დაცვის სამინისტრომ, ყაზგების ჰესის მორიგი კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შარაშიძემ განაცხადა.მისივე ინფორმაციით, ეს დასკვნა სამინისტროს ინდივიდუალური აქტით იქნა დამოწმებული და შემდგომი რეაგირებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა.

თამარ შარაშიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მშენებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის არასრული, ამიტომაც შეუძლებელია გარემოზე ზემოდმედების შესახებ საბუთის გაცემა". გარდა ამისა, ხუდოს ხეობაში ბინადრობენ კავკასიური ჯიხვები, რომელთა პოპულაციაც ძალზედ მწირია.

აღსანიშნავია, რომ სულ ხუდოს ხეობაში იგეგმებოდა 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკისთვის, ხოლო ამ მშენებლობის შედეგები მართლაც უსიამოვნო შეიძლება ყოფილიყო.

GTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში, ლაშა ჩხარტივშვილმა გამოთქვა ამ დარგის ყველა სპეციალისტისა და აქტივისტის აზრი. „ხუდოს ხეობის ამგვარი უგელებელყოფა დაუშვებელია, რადგანაც იგი ბუნებრივი ძეგლია. გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოიჩინა პრინციპულობა, რაც შეიძლება გარემოს დამცველებისა და საზოგადოებიბის გამარჯვებად ჩაითვალოს. თუმცა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, რადგანაც არაა გამორიცხული, რომ ინვესტორი მაინც ეცდება მშენებლობის უფლების მოპოვებას".

ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის თანხმობა ჰესის მშენებლობაზე მოტყუების გზითაა მიღებული. მოსახლეობას განუცხადეს, რომ მშენებლობა თავად სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.

„ხელმოწერების შემგროვებელთა" საინიციატივო ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა. ისინი ყველანი სამშენებლო კომპანია „ფერის" თანამშრომლები არიან. მათ მიერ შეგროვებული 1700 ხელმოწერა, არ არის დამოწმებული არც მისამართებითა და არც პირადობის მოწმობის ნომრებით. შპს „ფერის" წარმომადგენლები ხალხს არწმუნებდნენ, რომ მშენებლობა ხორციელდება პატრიარქის თანხმობითა და კურთხევით, და დასრულების შემდეგ მათ, თითქოსდა, უფასოდ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა ნაწილმა გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ შპს „ფერის" მიერ ინიცირებულ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა მათი გვარები სიაში მაინც ფიგურირებს.

ნატო ველია  

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100