RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პროტესტი პიარის გულისთვის

09.04.2013  |  12:11

შეიცავს თუ არა 19 აპრილისთვისერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაეგმილი აქცია დესტაბილიზაციის საფრთხეს? ღონისძიების - „საქართველოს ევროული მომავლისთვის" - ჩატარების დაანონსება ამ თარიღამდე ორი თვით ადრე მოხდა. თუმცა არის თუ არა რეალური საფრთხე, რომ საქართველო ევროპულ კურსს შეცვლის? თუ აქციის ჩატარების მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებამ დაინახოს - „ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ კიდებ ჰყავს მხარდამჭერები.

„არ გეცინებათ? გაგებით ვერ ეკიდებით? მაშინ მოდით 19 აპრილს საპროტესტო აქციაზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირზე თბილისში". ასეთ კომენტარებს „ერთიანი ნაციონალური მოძღაობის" მომხრეები ბოლო დროს აქტიურად ავრცელებენ სოციალური ქსელების დახმარებით. სპეციალურ ვიდეოკლიპში აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ყველას მოვიდეს აქციაზე „საქართველოს ევროპული მომავლისთვის", ვისაც არ სურს, რომ „ქვეყანა დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება". სარეკლამო ვიდეორგოლი შეიცავს დაცინვას პრემიერ-მინისტრ ბვიძინა ივანიშვილზე - სააკაშვილის მომხრეებს "არ ეცინებათ" პრემიერის ანეკდოტებზე და მათ არ შეუძლიათ „გაგებით მოეკიდონ" იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ საქართველოში გამოცხადებული მასობრივი ამნისტიის შედეგად ყვეყანაში შეიძლება კრიმინალი გაიზარდოს.

ჯერ კიდევ თებერვალში „ნაცმოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაში გარკვეული ლოგიკა არსებობდა. სწორედ აპრილში პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტის და მთავრობის დაშლის უფლება ეძლეოდა. თბილისში ამბობდნენ, რომ „ნაციონალებს" შეუძლიათ რაღაცა პროვოკაციის ორგანიზება იმისათვის, რომ პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, დაშალოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და შემდეგ... ღმერთმა იცის.

თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა ეს „პრივილეგია" დაკარგა. მართალია, მას დღესაც შეუძლია პარლამენტის დაშლა, მაგრამ რა აზრი აქვს ამას? ახალი კანონდებლობით მთავრობა (ივანიშვილის ხელმძღვანელობით) ადგილზე რჩება. ახალმა საპრლამენტო არჩევნებმა კი, შესაძლოა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ უფრო მეტად გაუცრუოს იმედი, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობის" შიში საქართველოს პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით აშკარად უსაფუძვლოა.

„თუ ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს თავად ნაცმოძრაობაა" - განაცხადა GeorgiaTimes-თან ინტერვიუში ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გიორგი ხუციშვილმა. „ის მთელ მსოფლიოში გაიძახის, რომ საქართველომ პროდასავლური კურსისგან გადაუხვია. რაც შეეხება თავად აქციას, იქ სავარაუდოდ. ან „ნაცმოძრაობის" მომხრეები წავლენ, ან მათი ახ,ლობლები და ნათესავები. არანაირ საფრთხეს ეს აქცია არ შეიცავს. ერთადერთი მიზანი, რატომაც ის ტარდება, არის „ნაციონალების" სურვილი აჩვენონ მსოფლიოს, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილეობი არიან" - გამაცხადა ხუციშვილა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100