RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

უცხოელები ქართულ მიწებს ისაკუთრებენ?

11.04.2013  |  13:29

6 აპრილს ინციდენტი მოხდა თეთრიწყაროს რაიონის დაბა ხაიშის მაცხოვრებლებსა და ირანელ ფერმერებს შორის, რომელთაც რეგიონის მიწები იჯარის წესით ჰქონდათ აღებული. ადგილობრივებმა ღობე ჩამოხსნეს და უცხოელების ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საქმეში პოლიცია ჩაერია და ინციდენტი დროებით ამოიწურა. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პერმანენტულად აგრესიის გამოვლინებას აქვს ადილი. ქართველები ცდილობენ დაიცვან მიწები, რომელიც წინა მთავრობამ ფარულად დაურიგა უცხოელებს ხანგრძლივი იჯარით, ან სულაც, მიჰყიდა. შედეგად, ადგილობრივები საარსებო წყაროს - მიწის, საძოვრების - გარეშე რჩებიან.

საქართველოს კანონმდებლობით, მიწის ყიდვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. წინა მთავრობა დროდადრო მათ გასაყიდად ტენდერებსაც კი აცხადებდა. როგორც წესი, ეს ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, ადგილობრივებს შორის ინტერნეტის მომხმარებელი არც თუ ისე ბევრია, ამიტომ ისინი უკანასკნელები იგებდნენ იმ ნაკვეთების გაყიდვის შესახებ, არადა ეს, ფაქტობრივად, მათ ცხვირ წინ ხდებოდა. მეზობლად ნელ-ნელა სხვა ეროვნების, რწმენისა და წარმომავლობის ადამიანები ჩნდებოდნენ - ჩინელები, ინდოელები, ირანელები. ისინი ქართული მიწის ახალი პატრონები გახდნენ. ცდილობენ, ცოლად ქართველი ქალები შეირთონ, მიიღონ მოქალაქეობა და ნაყოფიერ ქართულ მიწაზე ფეხი მოიკიდონ.

წარმოიდგინეთ, რომ ფერმერი ხართ, ხარაგაულის ერთ-ერთი მთიანი დაბის მკვიდრი. ერთხელაც, დილით იღვიძებთ, ბოსელში ძროხის მოსაწველად მიდიხართ, და უცებ ეზოში ათიოდე ჩინელს ხვდებით, რომლებიც სერიოზული სახით ზომავენ მიწას თქვენს ბოსტანში. ასეთი ეპიზოდი რომელიმე კომედიურ ფილმში ძალზე სახალისო იქნებოდა მაყურებლისათვის, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არააა სასაცილო. ქართულ რეალობაში ეს ეპიზოდი იმის მანიშნებელია, რომ თქვენი სახლის გარშემო მიწები გაყიდულია, ან გაცემულია იჯარით სხვადასხვა ობიექტების ასაშენებლად. და რადგანაც თქვენ, საუბედუროდ, სწორედ აქ ცხორობთ, მოგიწევთ რაღაც მოიმოქმედოთ. მაგრამ, არავინ არ გეტყვით და არ აგიხსნით, კონკრეტულად რა უნდა ქნათ.

ეს ყველაფერი მხოლოდ ეპიზოდია იმ სცენარის, რომელსაც უკანასკნელ თვეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაწყდებით. ასე მაგალითად, ქართულ სოფელ დიცში, სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს, ადგილობრივებმა უარი თქვეს, საკუთარი მიწები ინდოელი ფერმერებისთვის დაეთმოთ. ისინი ეცადნენ გამოედევნთან ფერმერები მიწებიდან, რომლებიც მთავრობამ წინა წლის დეკემბერში უცხოელებს მიჰყიდა.

ხდება თუ არა ყველა რეგიონში შეტაკება ადგილობრივებსა და ჩამოსულებს შორის? რა აღაშფოთებს, სინამდვილეში,ადგილობრივ მოსახლეობას? ვინ უფრო დამნაშავეა - ხელისუფლება, რომელმაც გაყიდა მიწა, თუ უცხოელები, რომლებმაც მიწა იყიდეს?

გია ყრუაშვილი - ხარაგაულის რაიონის მკვირდი, მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრია. იგი შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს. ბატონმა გიამ გვიამბო, რომ შარშან ხარაგაულში დაახლოებით 300 ჩინელი დასახლდა, რომლებმაც წინა ხელისუფლებასთან კონტრაქტი გააფორმეს, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდაჭერით გვირაბის მშენებლობას შეუდგნენ. მათი სამუშაოს არავინ აკონტროლებს, და პროცესი არც ეკოლგიური თუ უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოირჩევა. და ეს ყველაფერი არაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100