RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აშშ საქართველოს მშვიდობისთვის იძულებას ცდილობდა?

18.04.2013  |  12:35

საქართელოში გრძელდება წინა ხელისუფლების ფარული დოკუმენების გამოაშკარავება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ გამოაქვეყნა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის ვასილ სიხარულიძის წერილი. საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს გელა ბეჟუაშვილს. ამერიკელები აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დაუფიქრებელი მოქმედებებისგან. რას აფრთხილებდა თბილისს მეთიუ ბრაიზა და როგორი იყო სააკაშვილის ხელისუფლების რეაქცია?

ჯერ კიდევ 2006 წელს აშშ მოუწოდებდა საქართველოს, რომ არ ღირს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილისადმი ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის წერილიდან. წერილი გამოაქვეყნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ.

2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების წინ, რომელიც ფაქტობრივად მათ კანონგარეშე აყენებდა, ვაშინგტონში საქართველოს ელჩს შეხვდა სახელმწიფო დეპარტლამენტის ევროპის და აზიის ბიუროს ხელძღვანელის მოადგილე მეთიუ ბრაიზა. ვასილ სიხარულიძე საგარეოპოლიტიკური უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს წერს, რომ ბრაიზა ითხოვს აშშ-ს და სხვა დასავლელ პარტნიორებს შანსი მიეცეს, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ გაეროს მეშვეობით. წერილში კერძოდ, ნათქვამია:

"საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ქვეყნის პარლამენტს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არც აშშ, არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს, რაც აფხაზეთის კონფლიქტს მოგვარების პერსპექტივას ავნებს, ასევე ხელს შეუშლის ევროპის ქვეყნებს საქართველო ჩართოს ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში" - ნათქვამია წერილში.

მეთიუ ბრაიზა ურჩევს საქართველოს ამ რეზოლუციაში ყურადღება გაამახვილოს გალის რაიონში გაეროს ეგიდით საერთაშრისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობაზე.

თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის ასეთი რეკომენდაციები, თუნდაც სტრატეგიული პარტნიორებისგან, იმისთვის ასებობდა, რომ ის არ შესრულებულიყო. საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 18 ივლისს ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობას ავალდებულებს დაიწყოს შესაბამისი პროცედურები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციის შეწვეტასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელსაც ქვეყნის წინა ხელისუფლება იგნორირებდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100