RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი

18.04.2013  |  12:37

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?

რუსეთის ბაზარზე მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მინერალური წყლის და ღვინის დავბრუნება, პრემიერ მინისტრის აზრით, ქართული ეკონომიკისთვის საკმარისი არ არის. ბიძინა ივანიშვილი რუსული ინვესტიციების აქტიური მოზიდვის ინიციატივით გამოდის. პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა, რომლის ქონება Forbes-ის მონაცემებით 5 მილიარდ დოლარზე მეტია, თანამშრომლობის შესაძლებლობა „როსნანოს" ხელმძღვანელთან ანატოლი ჩუბაისთან დავოსში შეხვედრისას უკვე განიხილა. საუბარია „ერთობლივ პროექტზე" მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

„მე მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენი კომპანიაა საქართველოში წარმოდგენილი, რომელიც რუს ბიზნესმენებს ეკუთვნის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში საქართველო რუსული ბიზნესისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება" - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე. „დღეს ქვეყანა ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ამიტომაც მთავრობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეს ეხება ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვეძებთ". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ამას წინათ ჩამოვიდა „თბილწყალკანალის" მფლობელი, ანატოლი ჩუბაისის ყოფილი მოადგილე ანდრეი რაპაპორტი. „მას სურდა კომპანიის გაყიდვა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ დღეს ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება სულ სხვა არის და მე ვფიქრობ, რომ მან კომპანიის გაყიდვაზე უარი თქვა და, პირიქით, მისი განვითარება გადაწყვიტა" - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარების პარალელურად მოხდება. დღევანდელ დღეს საქართველო და რუსეთი განსაკუთრებით ნაყოფიერად ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობენ. ექსპერტები კიდევ რამდენიმე სფეროს ასახელებენ, რომლითაც რუსი ბიზნესმენები შეიძლება დაინტერესდნენ.

„ეს შეიძლება იყოს შავი და ფერადი ლითონების წარმოება, ქიმიური, კვების, მსუბუქი მრეწველობა და სხვა სფეროები" - განაცხადა Georgia Times- თან ინტერვიუში ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძემ. „ მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მეზობლებთან კარგი უერთიერთობები უნდა გვქონდეს. კიდევ უკეთესი იქნება, თუ რუსული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საინვესტიციო ფონდის შექმნაში, რაზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი ნათია თურნავა ასევე აღნიშავს, რომ რომელმა ქვეყანამაც არ უნდა განახორციელოს ინვესტირება საქართველოში, ეს პროცესი საქართველოს კანონდებლობაში იქნება მოქცეული, ასე რომ რუსეთიდანაც და ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან კაპიტალის შემოსვლას საქართველო მხოლოდ უნდა მიესელმებოდეს. „საქართველო საინვესტიციო შიმშილს განიცდის" - განაცხადა თურნავამ Georgia Times-თან ინტერვიუში. „რუსეთი, პირველ რიგში, შეიძლება დაინტერესდეს ახალი ინვესტიციებით ენერგეტიკის სფეროში, სადაც თანაშმრომლობა ორ ქვეყანას შორის ყველაზე რთული ურთიერთობების დროსაც არ შეწყვეტილა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ძალზე მცირეა და სხვა ქვეყნებზე გასვლის გარეშე მისი განვითარება შეუძლებელი იქნება. შემდეგ მოდის ინფრასტრუქტირა, სოფლის მეურნეობა, რადგანაც ბოლო დროს რეალური გახდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება. საინვესტიციო ფონდი ამ პროცესში ასევე დადებით როლს ასრულებს. თუ ინვესტორი დაინახავს, რომ საქართველოში მას დახვდება სტრუქტურა, რომელიც დამატებით გარანტიებს მისცემს, ეს ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს", - ამბობს თურნავა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100