RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს

25.04.2013  |  18:58

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან-მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია. 

საგამოძიებო კომისიას პრეზიდენტთან ბევრი კითხვა ექნება. მითუმეტეს, რომ არიან ისეთებიც, ვინც მიხეილ სააკაშვილს ღიად ადანაშაულებს ომის დაწყებაში. კერძოდ, ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2"-ს ეთერში, გადაცემა „პოზიციაში" პირდაპირ დასდო მას ბრალი ომის შედეგებთან დაკავშირებით.

საერთოდ, დღეს ნინო ბურჯანაძის მოძრაობას რთულია მოუძებნო ზუსტი განმარტება. თავდაპირველად იგი ჩაფიქგებული იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. თუმცა, არსობრივად, ლიდერისა არ იყოს, უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მართალია, ბოლო დროს, სწორედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ მოძრაობის ქმედება ძალზედ ფრთხილი გახდა... თუმცა, მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კარგი იქნება, თუკი ნინო ბურჯანაძე უფრო აქტიური გახდებაო, მის მოძრაობაში გარკვეული გამოცოცხლება მართლაც შეინიშნება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს უბრალოდ, დამთხვევა იყოს.

მაშ ასე, „დემოკრატიული საქართველო - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, „რუსთავი 2"-ს ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ტალიავინის დასკვნა უმძიმეს ბრალდებებს შეიცავს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაუმალა".

„2008 წლის 3 აგვისტოს, ომის დაწყების წინა დღეს, მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს მისივე თხოვნით და გავაფრთხილე, რომ ომში ჩართვა ჩვენი ქვეყნისათვის კატასტროფით დასრულდებოდა, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. - ამასთან, მე შევახსენე აპრილში პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც პუტინმა გაგვაფრთხილა, თუკი საქართველო ომში ჩაერთვება და ერთი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცი მაინც დაზარალდება, ამას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვებაო", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა.

„სააკაშვილს ისიც შევახსენე, რა მითხრა კონდოლიზა რაისმა ივნისში გამართული შეხვედრისას: „არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოთ პროვოკაციებს, რადგანაც ჩვენ ომში არ ჩავერთვებით! რუსეთთან საქართველოს გამო ომს არ დავიწყებთ, თქვენ დარჩებით მარტო და დამარცხებით..."

„ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინაა ის ადამიანი, ვისი ქმედებების გამოც რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ! გადახედეთ ქრონოლოგიას - ნახეთ სააკაშვილის და ყურაშვილის განცხადებები, ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო! შემდეგ სააკაშვილმა და ლომაიამ განაცხადეს, რუსები კარგად იქცევიან, და კონფლიქტში არ ერევიანო. როდესაც სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვის განკარგულება გასცა და დამირეკა, ვევედრებოდი: შეაჩერე ეს ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპებით, ქვეყანა თავზე ჩამოგვექცევა-თქო! საპასუხოდ კი გავიგონე: ხვალ დილით ცხინვალში ერთად ვიზეიმებთო!", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ კონდოლიზა რაისთან დაკავშირებულ განცხადებას დაეთანხმა. „მგონი, ერთადერთი რამაა, რაშიც ეს ქალი (ნინო ბურჯანაძე) არ იტყუება. ასეც იყო. საპასუხოდ ჩვენ ვეუბნებოდით: „არ ჩავერთვებით, კონდი ძვირფასო, მაგრამ რას იზამთ, მაინც რომ მოვიდნენ? მათი პასუხი ასეთი იყო: „არ გვგონია,რომ ამას გააკეთებენ..." ამასთან, ამერიკის ხელმძღვანელობაში განიხილებოდა როკის გვირაბის დაბომბვის გეგმაც. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიიღეს", - აცხადებს სააკაშვილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100