RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან?

25.04.2013  |  19:00

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?

 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას აკრიტიკებს. სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სადაც ბიძინა ივანიშვილი PACE-ს სესიაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, ვილფრედ მარტენსი აცხადებს, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმების ხელმოწერა აბსოლუტურად არარეალურია. „თბილისსა და ბრიუსელს შორის არ არის ნდობა, ის დანგრეულია" - წერს მარტენსი თავის წერილში, - „მხოლოდ ამ შეთანხმების ხელმოწერა საკმარისი არ არის. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს, ამის გარეშე კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირება აზრს კარგავს".

მარტენსი ამატებს, რომ მისთვის გასაგებია საქართველოს ხელისუფლების სურვილი რუსეთთან კარგი ურიერთობები დაამყაროს, მაგრამ ეს გაუმჯობესება ნებისმიერ ფასად არ უნდა მოხდეს. ურთიერთობების ნორმალიზება იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი იმყოფება ტერიტორიაზე, რომელიც მთელი სერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ნაწილად არის ცნობილი, ძალზე რთულია, ან საერთოდ შეუძლებელი. მარტენსი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ყურადღება გადაიტანოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უხვად გაცემული დაპირებების შესრულებაზე. ის ასევე აცხადებს, რომ ყველა უთანხმოების მიუხედავად, მისი პარტია მზად არის ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან.

მარტენსის განცხადება სტრასბურგში პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. ივანიშვილი PACE-ს სხდომაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. ფონი პრემიერის გამოსვლამდე, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ისედაც საგარეოპოლიტიკური კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთით შეცვლაში ადანაშაულებენ, საკმაოდ არასახარბიელო შეიქმნა. მით უმეტეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეაზე კითხვების უმრავლესობა სწორედ ქვეყნის საგრეოპოლიტიკურ კურსს შეეხება.

ამ დროს კი ივანიშვილს მეორე მხრიდანაც უტევენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისულების განცხადებები სააკაშვილის განცხადებებს არაფრით არ განსხვავდება. „ჩვენ ვაპირებთ ივანიშვილს კითხვა დავუსვათ, როგორ აპირებს ის საქართველოს პოლიტიკის შეცვლას რუსეთთან დაკავშირებით რომ გავიგოთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია". = განაცხადა პუშკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ივანიშვიოლი, შეიძლება ითქვას, ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოექცა. თუმცა მისი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებმა პუშკოვის განცხადება იმის დადასტურებად ჩათვალეს, რომ საქართველო პროდასავლური კურსის შეცვლას არ აპირებს და ამავდროულად რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეეცდება. „ალექსეი პუშკოვმა ძალიან სწორად მიუთითა, რომ საქართველო არ აპირებს საგარეოპლიტკური კურსის შეცვლას" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წვვრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან" ლევან ბერძენიშვილმა. „ჩვენი მიმართულებაა ნატო და ევროკავშირი. ურთიერთობების ნორმალიზება კი ამ კურსის შეცვლის ხარჯზე არ ნოხდება. ჩვენ არ ვაპირებთ არც პუშკოვის, არც ვინმე სხვისი გულის მოდგებას" - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ქართველი ექსპერტების აზრით, ივანიშვილის მთავრობამ დღემდე გასაგებად არ ჩამოაყალიბა თავისი საგარეოპოლიტიკური პრიორიეტები.

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100