RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები

13.05.2013  |  11:02

სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო "სვობოდას" თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის "მიეზღვა" გიორგი ფარესაშვილს?

პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის შესახებ კანონის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი პირადი და ოჯახური საიდუმლოს შენახვის, თავისი პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-ქსელებში გიორგი ფარესაშვილის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გამოჩნდა. თავად ჟურნალისტი მასალის რეალობასთან შესაბამისობას უარყობს. პრესკონფერენციაზე მან განცახადა, რომ ვიდეო დაამონტაჟეს და ინტერნეტში მისი კომპრომეტირების მიზნით დადეს. მიზეზად ჟურნალისტი საკუთარ საქმიანობას ასახელებს. კერძოდ კი - გამოძიებას, რომლის მეშვეობითაც იგი ცდილობდა გაერკვია, ვის ეკუთვნის დღეს ის ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც წინა მთავრობის დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა საკუთრებაში იყო.

ფარესაშვილი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, საკუთარ გამოძიებას ატარებდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ის კომპანიები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელებს ეკუთვნოდა, ახლანდელი მაღალჩინოსნების საკუთრებაში გადავიდა. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი გია ხუხაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე. ჟურნალისტის აზრით, სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელნი მაკომპრომეტირებელი მასალის გავრცელებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამაზერეაგირება მყისივე მოახდინა და თავისი მრჩეველი და მთავრობის დანარჩენი წევრები დაიცვა. ივანიშვილის განცხადებით, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მხოლდო ხელი შეუწყო სახელმწიფო საკუთრების დაბრუნებას, რომელიც რამდენიმე ბიზნესმენს ჰქონდა მიტაცებული. პრემიერმა ასევე მთლიანად გამორიცხა ის ფაქტი, რომ ხუხაშვილი შეიძლება რომელიმე ბიზნესის ლობირებას ეწეოდეს.

"ეს როგორ წარმოგიდგენიათ? გავხდი პრემიერ-მინისტრი და დავიწყე ბიზნესის ლობირება? თუ მიგაჩნიათ, რომ ჩემი გუნდის რომელიმე წევრი გაბედავს ამის გაკეთებას. მე ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება გია ხუხაშვილს, მე მას დავავალე, დაერეგულირებინა საქმეები რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც სახელმწიფო ბიზნესით იყო დაკავებული და ეს გავაკეთეთ კიდეც. ყველაფერი 3-4 ბიზნესმენის ხელში იყო, ჩვენ კი მივეცით ეს რკინიგზას, რომელიც სახელმწიფო მფლობელობაში იმყოფება. ისინი ამას ერთდროულად უწოდებდნენ ბიზნესსა და სახელმწიფო საკუთრებასაც, ჩვენს ეს მოვაგვარეთ, და ამაში ხუხაშვილი დაგვეხმარა. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ. იგი წესიერი კაცია, და შეძლებელია საკუთარი თავისთვის რამის უფლება მიეცა, ასეთ ადამიანს ახლოსაც არ გავიჩერებდი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

შაბათს ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ჟურნასლტის მასალები შეისწავლა და ვერაფერი კრიმინალური ვერ აღმოაჩინა. "ჟურნალისტს აქვს საკუთარი პირადი აზრის გამოთქმის უფლება, - აღნიშნა პროკურორმა.- მართალია, ამ შემთხვევაში მისი ბრალდებები უსაფუძვლოა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100