RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სტალინის კულტი დედოფლისწყაროში

13.05.2013  |  11:05

მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება. 

დედოფლისწყაროს რაიონი კავკასიონის მთებს ესაზღვრება. აქ ადრე დრაგუნთა პოლკი იყო განლაგებული, სადაც ლერმონტოვი და პუშკინის ძმა მსახურობდნენ. თავად ქალაქი პატარაა. წინა საუკუნის 90-იან წლებში იგი ბევრმა ადამიანმა დატოვა, და დღესაც ტოვებს. მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენენ, მაგრამ არიან სომხებიც, ბერძნებიც, ბოშებიც და აზერბაიჯანლებიც. ოდესღაც აქ ბევრი რუსი ცხოვრობდა, თუმცა დღეს მათი რიცხვი ერთი რუსული სკოლის ფუნქციონირებისთვისაც კი არაა საკმარისი. წინა წლიდან მან მოსწავლეების მიღება შეწყვიტა. რუსულ სკოლაში სწავლა დღეს თითქმის არავის აღარ უნდა. როგორც ადგილობრივმა გამგებელმა გვითხრა, მსურველთა ასეთი მწირი რიცხვის ფონზე, სკოლა, უბრალოდ, უფლებამოსილი არაა მიიღოს ისინი.

ქალაქი ცარიელია, გამვლელები იშვიათად თუ შეგვხვდება. ისინი ჩუმად დადიან და საუბრობენ, რაც ქართველებისთვის საერთოდ არაა დამახასიათებელი. შესაძლოა, ქალაქის ატმოსფერო ქცევის გარკვეულ წესებს ქმნის.

საფოსტო განყოფილების წინ, პატარა კაფესთან სამი ქალი ზის. ერთ-ერთი საშუალო ასაკისაა, დანარჩენი ორი - უფრო ასაკოვანი. ისინი ყავას სვავენ, და ჰაერი მისი არომატითაა გაჟღენთილი. კაფეს პატრონი - მოსული ქალია და სათვალეს ატარებს. როგორც გაირკვა, ადრე იგი ადგილობრივ რუსულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი იყო. მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი საქმე წამოეწყო და კაფე გახსნა. შემოსავალი, მართალია, მცირე, მაგრამ სტაბილური აქვს. დედოფლისწყაროში ჩვევებს იშვიათად იცვლიან, ამიტომ, თუკი ვიღაცა შეეჩვია დღისით იქ ყავის სმას, ესეიგი ცხოვრების ბოლომდე გააგრძელებს.

მართალია, ქალაქში ისეთი მშვიდი ატმოსფერო სუფევს, რომ პოლიტიკური თემები და საკითხები სრულიად შეუსაბამოდ აღიქმება, მაგრამ მაინც ძალიან გვაინტერესებს, რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ახალ ხელისუფლებაზე.

- რა დამოკიდებულება გაქვთ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებებისადმი?

- დადებითი. თუმცა, ცვლილებები ყოველთვის კარგის მომასწავებელი არაა. რაღაცას თავიდან უნდა შევეჩვიოთ, რაღაცას კი - გადავეჩვიოთ.

- პირადად თქვენს ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?

- არა.

- ახალ პრემიერ-მინისტრს ხშირად აბრალებენ, რომ იგი შენიღბულ პრორუსულ პოლიტიკას ეწევა, ასევე მიუთითებენ მის კავშირებზე კრემლთან. თქვენ რას ფიქრობთ?

- ივანიშვილი აქ ორჯერ იყო ჩამოსული. მას პირისპირ შევხვდით. ასეთი სახის პატრონი ვერ მოიტყუება. იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ოფიციალურ შეხვედრებზე, დიპლომატიურ დონეზე და ტელევიზორში ძალიან მარტივად, გასაგებად საუბრობს. იგი არ არის პოლიტიკოსი, ეშმაკობა საერთოდ არ ახასიათებს. არამგონია, რუსეთის აგენტი იყოს. გამორიცხულია.

- რაც შეეხება ძველ მთავრობას და, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილს, როგორ ფიქრობთ, უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი?

- თუკი რამეშია დამნაშავე, მაშინ კი. საამისოდ არსებობს სპეციალური საგამოძიებო კომისიები, პროკუტარურა და სასამართლო. დრო გვიჩვენებს.

გზის მეორე მხარეს სტალინის სახელობის პარკია განლაგებული. ოდესღაც აქ ბელადის ძეგლი იდგა. მას საკუთარი სახსრებით ამონტაჟებდა ადგილობრივი მკივდრი, სტალინის დიდი თაყვანისმცემელი ამირან ბიგიაშვილი. თუმცა, ძეგლი იმდენჯერვე დაანგრიეს, რადმენჯერაც ააგეს. ამიტომ დღეს მისი ადგილი ცარიელია.

თავად ბიგიაშვილი ახლა 80 წელსაა გადაცილებული. იმისდა მიუხედავად, რომ დღემდე კომუნიზმის იდეების ერთგულია, ძეგლეის დამონტაჟების თავი ფიზიკურად აღარ აქვს. მას მთელი ქალაქი იცნობს. ყოველდღე ქალაქის მოედანზე, ბაზართან იგი ნარდს თამაშობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100