RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიცია ევროპასა და რუსეთს შორის

17.03.2009  |  20:46

0/1/2/2012.jpegგაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან უფრო ჩქარდება. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა. ხელისუფლება, პოლიტიკოსები და მასმედია აქტიურად ეძებს „რუსულ კვალს", ძალოვანები კი დემონსტრაციების დასარბევად ემზადებიან.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ" განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. თბილისში აქცია 4 მარტს დაიწყო, შემდეგ კი მან რეგიონებში გადაინაცვლა. აქციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა სახალხოდ განაცხადა ქართული ოპოზიციის გააქტიურებაში "რუსული კვალის" შესახებ:"საქართველოს პოლიტიკაში სხვადასხვა წყაროებიდან დიდი ფული ჩნდება. ეს ფული არ ჩნდება კეთილი საქმისთვის და ჩვენ ამითიც უნდა დავინტერესდეთ". პრეზიდენტის კვალდაკვალ შსს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:"როგორც კი შევძლებთ დავადასტუროთ კონკრეტული ფაქტები, ამის შესახებ საზოგადოებასაც ვამცნობთ". მოგვიანებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია „კრემლიდან" ფულის მიღებაში, საპარლამენტო უმცირესობამაც დაადანაშაულა.

და ამის შემდეგ თბილისში გულუხვი „კრემლის ხელის" ძებნა აღარ შეჩერებულა. როგორც ქართული მედია საშუალებები გვატყობინებებნ, 12-13 მარტს ვენაში გაიმართა კონფერენცია - „როგორია საქართველოს სამომავლო პერსპექტივები". ოფიციალური თბილისის ვერსიით, თურმე ამ ღონისძიებასაც მოსკოვიდან დირიჟორობდნენ. თუმცა ორგანიზატორი ავსტრიის თავისუფლების აკადემია გახლდათ.

ვენაში „რუსული ხელის" შესახებ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემაულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა აცნობა. მან განაცხადა:"ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კონფერენცია დაგეგმილია კრემლში და არა ევროკავშირში" და თავისი არგუმენტებიც მოიყვანა - ვენაში მიწვეულნი იყვნენ ქართული ოპოზიციის ლიდერები. როდესაც ამის შესახებ ინფორმაციამ თბილისის ოფიციალურ პირებამდე მიაღწია, მრავალმა მათგანმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვენაში წასვლაზე უარი თქვა.

შესაძლოა, ვენის შეხვედრის გამო თავისი უკმაყოფილების გამოსახატავად, თბილისმა გადაწყვიტა, ჩაეტრებინა კონფერენცია სახელწოდებით „რუსული იმპერიალიზმი - დანაშაული კაცობრიობის წინაშე". მართლაც და ევროპის წინააღმდეგაც ხომ არ გამოვლენ.

ავსტრიის დედაქალაქში კი, მთავარი გმირი გახდა ყოფილი ქართველი პარლამენტარი ლევან პირველი, რომელიც არასდროს მალავდა თავის სიმპათიებს მოსკოვის მიმართ. მან, როგორც ბევრმა სხვამ, საქართველო პოლიტიკური მოტივებით დატოვა. ახლა კი, პირველი ევროპაში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელად ითვლება. მის სახელთან იყო დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალი: გასული წლის ნოემბერში, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ოპოზიციის რიგებში მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდებოდნენ, პირველმა განაცხადა, რომ მოინახულა უპირველესი სატახტო ქალაქი და სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს წევრებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მაშინ ქართული ოპოზიცია ამას განუდგა - მსგავსი მოლაპარაკებების იდეასაც და თავად პირველსაც.

სიტუაცია შეიცვალა. ვენაში კონფერენციაზე ჩავიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე არ მალავდნენ თავის კონტაქტებს შერისხულ პოლიტიკოსთან და ბიზნესმენთან. პარტია „თავისუფლების" ლიდერმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ვენაში ვიზიტის შედეგების შესახებ თბილისში პრეს-კონფერენციის გამართვის სურვილი გამოთქვა.

რა თქმა უნდა, ოფიციალურ თბილისს უფრო მეტად ის კი არ აღელვებს, თუ ვინ წავა კონფერენციაზე და ვინ ჩაატარებს მას, არამედ ის, რომ შერისხული ოპოზიციონერებისა და ბიზნესმენების კომცენტრირება ამჯერად ევროპაში ხდება.

ლევან პირველის გარდა კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ქვემო-ქართლის ექს-გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირად მტრად ითვლება. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის გარემოცვის წარმომადგენლები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100