RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა

16.05.2013  |  18:17

ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915-1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება" გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება? 

„ჩვენ, საქართველოს სომხური სათვისტომოს საზოგადოებრივი და სასულიერო ორგანიზაციები, სამართლიანობისა დემოკრატიული ფასეულობების სახელით, მოგიწოდებთ, შეუერთდეთ ცივილიზებული მსოფლიო თანამეგობრობის ინიციატივებს და საქართველოს პარლამენტში 1915-23 წლებში თურქეთის სახელმწიფოს მიერ სომეხი ხალხის გენოციდის ფაქტის საკითხის განხილვისა და აღიარების ინიცირება მოახდინოთ", - ნათქვამია პარლამენტისადმი წერილობით მიმართვაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთელი თურქეთისა და დასავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე გენოციდის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად, სომეხმა ხალხმა დაკარგა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ადამიანები გამოაძევეს მშობლიური მიწა-წყლიდან. სომეხთა გენოციდი აღიარა და დაგმო ევროპისა და ამერიკის უამრავმა ქვეყანამ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ევროპის საბჭომ, ევროპარლამენტმა, გაეროს დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობათა დაცვის საქმეთა კომისიამ და ა.შ.

ეს საქართველოს სომხების მიერ გენოციდის თემის წამოწევის პირველი შემთხვევა როდია. წლებია, თბილისში თურქეთის საელჩოსთან აქციები იმართება, იწერება პეტიციები, მიმართვები. ბოლო პერიოდში მიმართავენ ასევე ქვეყნის პარლამენტსაც. უკლებლივ ყველა სომხური არასამთავრობო თუ სასულიერო ორგანიზაცია მშვენივრად ხვდებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება გენოციდს არ აღიარებდა, რადგანაც თურქეთისა და აზერბაიჯანის გავლენა ქართულ სახელმწიფოზე დღემდე ძალიან დიდია. მეორეს მხრივ, სააკაშვილის ადმინისტრაცია, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის დაკრულზე ცეკვავდა, ეროვნულ უმცირესობების საკითხებისადმი საკმაოდ ინერტული იყო, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ისეთ ემოციურ თემას ეხებოდა, როგორიცაა სომეხთა გენოციდი.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ამჯერად სომხურმა ორგანიზაციებმა საქართველოს პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ვითარებაში მიმართეს, რადგანაც ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა. პარლამენტს ბლოკი „ქართული ოცნება" აკონტროლებს, რომელსაც სომხურ სათვისტომოსთან კონტაქტების გაამყარება სურს. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა - კერძოდ, გააათავისუფლა სომეხი პოლიტპატიმრები, განიხილა სომხური ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ჯავახეთში და ეროვნულ უმცირესობებს "უღელი" შეუმსუბუქა. ვითარება, გარკვეულწილად, სსრკ-ში "გლასნოსტის" ეპოქას წააგავს, როდესაც ტაბუდადებულ თემებზე მსჯელობის შესაძლებობა გაჩნდა.

ქართულ პოლიტიკაში ხსენებული ცვლილებების მიუხედავად, ისმის კითხვა: შესაძლებელია კი ამჯერად გულგრილობის კედლის გარღვევა? წავა კი საქართველო სომხეთის გენოციდის აღიარებაზე, თუნდაც თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გადახედვის ამჟამინდელი ეტაპის კონტექსტში? ექსპერტები და თავად საქართველოს სომხური სათვისტომოს აქტივისტები ამ საკითხს ძალზე სკეპტიკურად უდგებიან.

"საქართველოში სომეხთა გენოციდის აღიარების შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს, ვინაიდან ქვეყანას თურქეთსა და აზერბაიჯანთან მჭიდრო კავშირები აქვს, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო წინა მთავრობის დროს", - განაცხადა GeorgiaTimes-თან საუბარში კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტმა საქართველოს საკითხებში გრანტ მიქაელიანმა.

ოპოზიციაში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დღესაც განაგრძობენ ამ თემის მწვავედ ოპონირებას. ერთ-ერთმა "ნაციონალმა" პარლამენტში განცახადა, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში არასდროს დადგება. გასულ წელს ამ საკითხმა საქართველოს პარლამენტში ჩხუბიც კი გამოიწვია, თანაც აღიარების წინააღმდეგი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მომხრე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100