RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა?

23.05.2013  |  13:27

მამუკა არეშიძემ ეს განცხადება სწორედ იმ დროს გააკეთა, როდესაც საქართველოში საუბარი დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების ხელახალი გამოძიების აუცილებლობის შესახებ. ამასთან კითხვები დაუგროვდა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასაც. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე 8 მილიარდი ლარი იყო დახარჯული. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ შეიარაღებით, რომელსაც დღეს ქართული არმა ფლობს, მათი მომზადების დონით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ამ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით „მრავალი კითხვა იბადება".

„საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 8 მილიარდი ლარი იყო ჩადებული, და რა? 2008 წლის აგვისტოში ნათელი გახდა, რომ სხვადასხვა ნაწილებს შორის არანარი კომუნიკაცია არ იყო, არ არსებობდა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, არ მუშაობდა რეზერვი. რა თქმა უნდა. წინა ხელისუფლება იტყვის, რომ 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიებას არანაირი აზრი არა აქვს. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი განაცხადა, რომ თანხები ძრითადად „სამხედრო ბაზების ფასადებზე და სამხედრო მაღალჩინოსნების კაბინეტების მოწყობაზე იხარჯებოდა".

ექსპერტ მამუკა არეშიძიეს განცხადების კომენტირებისას, ქართველი ანალიტიკოსები პრაქტიკულად ვერაფერს კონკრეტულს ვერ ამბობენ. „ალბათ არეშიძეს მეტი ინფორაცია აქვს ვიდრე მე მაქვს, ასეთი სკანდალური თემების კომენტირება ძალზე რთულია, რადგანაც უცნობია თუ რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრებები სიმართლეს" - განუცხადა GeorgiaTimes-ს ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი - სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიესალმება მამუკა არეშიძის ინფორმაციის პუბლიკაციასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას. მე მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტს, მაგრამ აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება. რადგანაც საზოგადოებაში არის ამდენი კითხვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოში, ეს ყველაფერი დაეტალურ შესწავლას საჭიროებს. მე კონკრეტული ფაქტების გამოძიებაზე ვსაუბრობ და არა მთიანად ომის მიზეზების გამოძიებაზე, რაც უკვე არაერთხელ იყო შესწავლილი", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

აქამდე ინფორმაცია არსებობდა საქართველოს მიერ იარაღის და ტყვია-წამლის შესყიდვის თაობაზე. ამ ხელშეკრულებების უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოებული იყო და ამ ოპერაციების დეტალების გარკვევა ჯერჯერობით შეუძლებელია. აი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში საქართველოს მიერ იარაღის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კი პირველად გაჩნდა.

მიხეილ ვარძელაშვილი

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100