მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
- აშშ საქართველოს მშვიდობისთვის იძულებას ცდილობდა? 18.04.2013 12:35 საქართელოში გრძელდება წინა ხელისუფლების ფარული დოკუმენების გამოაშკარავება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ გამოაქვეყნა აშშ–ში საქართველოს ყოფილი ელჩის ვასილ სიხარულიძის წერილი. საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს გელა ბეჟუაშვილს. ამერიკელები აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დაუფიქრებელი მოქმედებებისგან. რას აფრთხილებდა თბილისს მეთიუ ბრაიზა და როგორი იყო სააკაშვილის ხელისუფლების რეაქცია?
საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა?
23.05.2013 | 13:27საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია-წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი მამუკა არეშიძე წინა ხელისუფლებას სერიოზულ ბრალდებებს უყენებს. არეშიძე არც მეტი არც ნაკლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღით ვაჭრობაზე საუბრობს.
„როდესაც 2008 წელს ქართულმა ჯარმა ბაზები დატოვა, სადაც რუსული ჯარი შევიდა, აუციელებელი იყო ამ ბაზის და შეიარაღების განადგურება. საუბარია ბაზაზე სენაკში, გორში და ნორიოში, რომელიც მაშინ საქართველოს შსს-ს ქედანაყოფმა დატოვა (იქ რუსული ჯარი არ შესულა). მე მაქვს იმ სამხედროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ბაზას იცავდნენ, რომ 12 აგვისტოს საღამოს 8 საათზე მათ მიიღეს ბრძანება დაუყოვნებლივ დატოვონ ბაზა. ამ ბრძანებას ბაზის მეთაურმა უპასუხა, რომ თუ ისინი ამ ობიექტს დატოვებენ, მას აუცილებლად გაძარცვავენ. ამაზე მათ ასეთი პასუხი მიიღეს: „ეს თქვენი საქმე არ არის, დაუყოვნებლივ დატოვეთ ბაზა" - განუცხადა არეშიძემ ჟურნალისტებს.
შემდეგ ექსპერტი ყვება, რომ ბაზის დატოვების შემდეგ სპეცრაზმის წარმოამდგენლებმა იქ შუქი დატოვეს ჩართული, რომ შეექმნათ ილუზია, თითქოს ბაზაზე ვინმე იმყოფება. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 2 დღეში, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, სპეცრაზმის წარმოამდგენლებმა, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ იქიდან 200 ათასი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა იყო გატაცებული.
„გამოდის, რომ ეს ბაზები უყურადღებოდ იყო დატოვებული როგორც მინიმუმ დაუდევრობის გამო, თუმცა მე სხვა ეჭვები მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო იარაღით სავსე ბაზები დაცვის გარეშე მიტოვებული", - განაცხადა არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე ინფორმაციით, უკვე 2008 წლის სექტემბერში თავდაცვის რამდენიმე საწარმო კანონიერ მფლობელს ჩამოერთვა. ერთ საღამოში ისინი სხვა პირებზე გადააფორმეს და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა. უკვე მეორე დღეს ამ საწარმოების საბანკო ანგარიშებზე დიდი თანხა - დაახლოებით 69 მილიონი დოლარი იყო ჩარიცხული, რომელიც მამუკა არეშიძის განცხადებით, „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან იყო გადმორიცხული". „უკვე საღამოს ეს თანხები საბანკო ანგარიშიდან ქრება, რაც გარკვეულ ეჭევბს ბადებს. ეს საწარმოები შემთხვევით არ იყო შერჩეული. ყველა მათგანს კავშირი ჰქონდა იარაღის წარმოებასთან. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ფულადი სახსრების გარკვეული მიმოქცევა, მაგრამ არა იმ ოდენობის, რაც ჩენს ეჭვებს კიდევ უფრო ადასტურებს" ამბობს არეშიძე.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info